სხვა ბრძნული ფრაზები ცხოვრებაზე და სიყვარულზე 2016, 2 თებერვალი, 17:56 ფრაზების მცირე ნაკრები ცხოვრებაზე და სიყვარულზე... იქნებ, ვინმემ საკუთარი აზრი იპოვოს ამ სიტყვებში და რაღაც უფრო გასაგები გახდეს მისთვის. ყოველ შემთხვევაში, ყველას საკუთარი შთაბეჭდილება ექნება... წაიკითხეთ და კომენტარებში დაამატეთ (თუ სურვილი გექნებათ) სხვა ბრძნული გამონათქვამები და ეს სტატია უფრო სრულყოფილი იქნება მათთვის, ვინც ცხოვრების გზაჯვარედინზე დგას ან ცოტათი დაბნეულია, ან გადაწყვეტილება აქვს მისაღები და “ხელის წაკვრა" სჭირდება... ჯერ ცხოვრებაზე: საკუთარ თავზე ნუ მოყვებით ნურც კარგს და ნურც ცუდს. პირველ შემთხვევაში - არ დაგიჯერებენ, მეორეში – შეალამაზებენ. ფაქტი - ყველაზე ჯიუტი რამ არის ამ ქვეყანაზე. ცხოვრება ჩვენგან ისე სწრაფად მიდის, თითქოს ჩვენთან ყოფნა არ აინტერესებს. არის ერთი უბრალო ჭეშმარიტება: ცხოვრება – ეს სიკვდილის ანტონიმია, ხოლო სიკვდილი – სიცოცხლის უარყოფა. ცხოვრება ძალიან მავნე რამ არის. მისგან ყველა იღუპება. ნუ მიიღებთ ცხოვრებას ზედმეტად სერიოზულად. თქვენ მაინც ვერ შეძლებთ მუდმივას სიცოცხლეს. სიკვდილი – ის არის, როდესაც ადამიანი ყველაფერზე თვალს ხუჭავს. როდესაც არაფერი აქვთ დასაკარგი, პრინციპებს კარგავენ. ყველაფერი, რაც არა გვკლავს, გვაძლიერებს. სულელების ქვეყანაში, ყოველ სისულელეს ოქროს ფასი აქვს. ცხოვრება ცბიერია! როდესაც ხელში ყველა კარტი გაქვს – ის უეცრად ჭადრაკის თამაშს იწყებს. რაც უფრო უკეთესია ადამიანის აწმყო, მით ნაკლებს ფიქრობს ის წარსულზე. მეგობარი, რომელიც ხელისუფლების სათავეში მოვა, – დაკარგული მეგობარია. გულწრფელ მწუხარებას ის განიცდის, ვინც ყველასგან მალულად ტირის. ყველა ადამიანი, ვინც ღირსეულ საქციელს ჩადის, ჯილდოდ, თავის მიერ გაცემულზე ნაკლებს, არასოდეს იღებს. ბევრად უფრო ადვილია ახალის შექმნა, ვიდრე ძველის გადაკეთება. სერიოზულ ადამიანს არა აქვს ბევრი იდეა. ადამიანს რომელსაც ბევრი იდეები აქვს, არასოდეს არის სერიოზული. გულისთვის სურვილის აკრძალვა, დედამიწისთვის ატმოსფეროს წართმევის ტოლფასია. თქვით ყოველთვის სიმართლე და ორიგინალური იქნებით. ისწავლეთ ყველასგან, მაგრამ ნურავის მიბაძავთ. ბედნიერი დღის მოლოდინი, ხშირად უფრო უკეთესია, ვიდრე თავად ეს დღე. ნამდვილი მეგობარი ის არის, ვინც ყველაფერი იცის თქვენს შესახებ და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც უყვარხართ. გაუგებრობა მეგობრებს მტრებად აქცევს. მარტოობა არის ადგილი, სადაც სასიამოვნოა ყოფნა, მაგრამ უსიამოვნოა დარჩენა. მე შენ მიყვარხარ არა იმისთვის, ვინც შენ ხარ, არამედ იმისთვის, ვინც მე ვარ, როდესაც შენთან ვარ. ბედნიერება ის არის – როდესაც გიყვარს და შენც უყვარხარ. თუ ვინმეს უყვარხარ არა ისე, როგორც ისურვებდი, ეს არ ნიშნავს, რომ მთელი გულით არ უყვარხარ. ერთი წუთი არის საჭირო ვიღაცის შესამჩნევად, საათი – მოსაწონებლად, 1 დღე – შესაყვარებლად და მთელი ცხოვრება – დასავიწყებლად. ნუ დახარჯავთ დროს იმ ადამიანზე, ვისაც თქვენთან ურთიერთობის სწრაფვა არა აქვს. არ დაქორწინდეთ იმ ადამიანზე, რომელთანაც ცხოვრებას შეძლებთ. თქვენი ბედი მხოლოდ მას დაუკავშირეთ, ვის გარეშეც ცხოვრებას ვერ შეძლებთ. 21122 8-ს მოსწონს
|