უეფას ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჯული ტურნირი რომაა საფეხბურთო კლუბურ სამყაროში, ამაზე ალბათ არავინ არ დაობს.
ამ სტატიაში წარმოდგენილნი არიან ის 10 ფეხბურთელი, რომელთაც ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული ზემოდხსენებულ ტურნირზე დღევანდელი მონაცემებით (01.02.2016)
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020119124125178.jpg)
156 თამაშით პირველ ადგილს იკავებს ესპანელი გოლკიპერი იკერ კასილასი. რომელსაც ეს ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული, სამივეჯერ მადრიდის რეალის შემადგენლობაში (2000, 2002, 2014)
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020119214125178.jpg)
კასილასს მოჰყვება თანამემამულე ჩავი 151 თამაშით. მან ჩემპიონთა ლიგის მოგება შესძლო ოთხჯერ ბარსელონას რიგებში (2006, 2009, 2011, 2015)
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020119305725178.jpg)
მესამე ადგილს იკავებს ასევე ესპანელი, თეთრი ლეგენდა რაულ გონზალეს ბლანკო
142 თამაშით და სამი მოგებული ტიტულით (1998, 2000, 2002)
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020119372125178.jpg)
მეოთხე ადგილზეა, ბრიტანელი წითელი ეშმაკი რაიან გიგზი, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო მანჩესტერ უნაიტედის შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2ჯერ (1999, 2008)
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020119414525178.jpg)
მეხუთე საფეხურზე კი ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფია 125 თამაშით რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება 4ჯერ შეძლო (1995, 1998, 2003, 2007)
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020119461725178.jpg)
ზეედორფს 1 თამაშით ჩამორჩა პოლ სკოუზი. 124 თამაში და ორჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტიტული, როგორც რაიან გიგზს (1999, 2008)
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020119492725178.jpg)
მეშვიდე ადგილოსანი პატარა და მუშა ბრაზილიელი რობერტო კარლოსი, 120 მატჩი და სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა (1998, 2000, 2002)
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020119533525178.jpg)
ასევე 120 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს, თუმცა ის მოქმედი ფეხბურთელია და დროთა განმავლობაში გაიზრდება მატჩების რაოდენობაც,
დღევანდელი სტატისტიკა კი ასეთია, 120 თამაში 2 ტიტული (2008, 2014)
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020119564525178.jpg)
115 თამაში და სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა (2006, 2009, 2011) ეს ესპანელი შეუპოვარი მებრძოლი და დაუღალავი ესპანელი კარლეს პუიოლია.
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020120011625178.jpg)
ასევე 115 თამაში დაუგროვდა, შვედ ჯადოსნურფეხ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც დღესდღეისობით პარიზში ირიცხება. რაც არ უნდა გასაკვირი და სამწუხარო იყოს, მას არც ერთხელ არ აქვს ყველაზე პრესტიჯული საკლუბო ტურნირი მოგებული.
![ჩემპიონთა ლიგის მეფეები image](http://server6.intermedia.ge/article_images/small/201602/2016020120070025178.jpg)
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს მონაცემები არის ამ მომენტისთვის (01.02.2016) და რათქმაუნდა იქნება ცვლილებებიც იქიდან გამომდინარე, რომ ამ სიაში არიან მოქმედი ფეხბუთელებიც რომელთაც შეუძლიათ გააგრძელონ პირადი ისტორიის წერა.
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.