უეფას ჩემპიონთა ლიგა ყველაზე პრესტიჯული ტურნირი რომაა საფეხბურთო კლუბურ სამყაროში, ამაზე ალბათ არავინ არ დაობს.
ამ სტატიაში წარმოდგენილნი არიან ის 10 ფეხბურთელი, რომელთაც ყველაზე მეტი მატჩი აქვთ ჩატარებული ზემოდხსენებულ ტურნირზე დღევანდელი მონაცემებით (01.02.2016)
156 თამაშით პირველ ადგილს იკავებს ესპანელი გოლკიპერი იკერ კასილასი. რომელსაც ეს ტურნირი სამჯერ აქვს მოგებული, სამივეჯერ მადრიდის რეალის შემადგენლობაში (2000, 2002, 2014)
კასილასს მოჰყვება თანამემამულე ჩავი 151 თამაშით. მან ჩემპიონთა ლიგის მოგება შესძლო ოთხჯერ ბარსელონას რიგებში (2006, 2009, 2011, 2015)
მესამე ადგილს იკავებს ასევე ესპანელი, თეთრი ლეგენდა რაულ გონზალეს ბლანკო
142 თამაშით და სამი მოგებული ტიტულით (1998, 2000, 2002)
მეოთხე ადგილზეა, ბრიტანელი წითელი ეშმაკი რაიან გიგზი, რომელიც თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო მანჩესტერ უნაიტედის შემადგენლობაში, ჩემპიონთა ლიგა მოიგო 2ჯერ (1999, 2008)
მეხუთე საფეხურზე კი ჰოლანდიელი კლარენს ზეედორფია 125 თამაშით რომელმაც ჩემპიონთა ლიგის მოგება 4ჯერ შეძლო (1995, 1998, 2003, 2007)
ზეედორფს 1 თამაშით ჩამორჩა პოლ სკოუზი. 124 თამაში და ორჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგის ტიტული, როგორც რაიან გიგზს (1999, 2008)
მეშვიდე ადგილოსანი პატარა და მუშა ბრაზილიელი რობერტო კარლოსი, 120 მატჩი და სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა (1998, 2000, 2002)
ასევე 120 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს, თუმცა ის მოქმედი ფეხბურთელია და დროთა განმავლობაში გაიზრდება მატჩების რაოდენობაც,
დღევანდელი სტატისტიკა კი ასეთია, 120 თამაში 2 ტიტული (2008, 2014)
115 თამაში და სამჯერ მოგებული ჩემპიონთა ლიგა (2006, 2009, 2011) ეს ესპანელი შეუპოვარი მებრძოლი და დაუღალავი ესპანელი კარლეს პუიოლია.
ასევე 115 თამაში დაუგროვდა, შვედ ჯადოსნურფეხ ზლატან იბრაჰიმოვიჩს, რომელიც დღესდღეისობით პარიზში ირიცხება. რაც არ უნდა გასაკვირი და სამწუხარო იყოს, მას არც ერთხელ არ აქვს ყველაზე პრესტიჯული საკლუბო ტურნირი მოგებული.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ ეს მონაცემები არის ამ მომენტისთვის (01.02.2016) და რათქმაუნდა იქნება ცვლილებებიც იქიდან გამომდინარე, რომ ამ სიაში არიან მოქმედი ფეხბუთელებიც რომელთაც შეუძლიათ გააგრძელონ პირადი ისტორიის წერა.
მადლობას გიხდით ყურადღებისთვის, მომავალ შეხვედრამდე.