სხვა "მეგობრობა უპირველეს ყოვლისა" - თხის და ვეფხვის დაუჯერებელი მეგობრობა! 2016, 1 თებერვალი, 12:37 რუსეთის ერთ-ერთ ზოოპარკმა მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო. ვეფხვისთვის
საკვებად შეგზავნილ თხას და ამ ველურ მტაცებელს შორის დრამტული მეგობრობა
შედგა.
ზოოპარკის ვეფხვს ამური ჰქვია, ხოლო თხას ტიმური. რამოდენიმე თვიან მეგობრობაში მათ შორის რამდენჯერმე გაუგებრობამაც დაისადგურა, როგორც ყველა მეგობარს შორის ხდება. ერთ-ერთ მომენტში ლამის ტიმური სასიკვდილოდ დაჭრა ვეფხვა ამურმა. ამას მოჰყვა მორიგი ინციდენტიც... რუსეთის ქალაქ ვლადისვოსტოკში მდებარე საფარის ველურ პარკში, მეგობრების მეორე უთახმოებას, ტიმური საავადმყოფოში გადაყვანა მოჰყვა. ამურმა ტიმურს თათით შეუტია, ამ შემთხვევით დაზარელბული ტიმური კვლავ გადარჩა. ცხოველების ამ ურთიერთობამ მალევე მთელი ინტერნეტსივრცე დაიპყრო. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ვლადივოსტოკის ველურ პარკს უკვე ძალიან ბევრი ტურისტი სტუმრობს. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ჩანს განაწყენებული ტიმური, რომელიც რქებით ამურს გაეხუმრა და შედეგად, ვეფხვის თათი მიიღო. გაოგნებულმა ტიმურმა განმარტოვება გადაწყვიტა... დატრამვული ტიმური უმოძრაოდ იდგა ერთ ადგილას, საიდანაც ზოოპარკის დაცვამ გადაიყვანა უფრო სანდო ადგილას, სადაც მას პირველად დახმარებას გაუწევდნენ. როგორც ხედავთ, ეს ნამდვილად დაუჯერებელია ამურის ვეფხვმა საკვებად შეგზავნილ თხასთან მეგობრული ურთიერთობა დაამყარა. როგორც ყველა მეგობარს შორის, თხას და ვეფხვს შორისაც რამოდენიმე უთახმოებას ჰქონდა ადგილი, მაგრამ ყველაფრისდა მიუხედავათ, ამ მტაცებელმა არ შეჭამა თხა. ტიმურის გამოჯანმრთელების შემდეგ, ზოოპარკის დაცვამ იგი სხვაგან გადაიყავანა. ვეფხვის რეაქცია ამ დაშორებასთან დაკავშირებით, საკმაოდ ძლიერი აღმოჩნდა. ამურს მთელი ღამის განმავლობაში არ დაუძინია და შეუჩერებლად ბღაოდა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 268 12-ს მოსწონს
|