სიახლეები Mercedes-ის "ახალი ბომბი" - ELK 2016, 30 იანვარი, 20:52 ელექტრო ავტომობილები ავტობაზარზე უკვე ძალიან მოხშირდა. სხვადასხვა
ბრენდები ერთმანეთს ახალი მოდელებით ეჯიბრებიან.
გამოვიდა უახლესი Mercedes-Benz ELK, რომელმაც აუტოშოუზე მერსედესის მოყვარულები ნამდვილად გააოცა. ავტომობილის დიზაინი, მის მიმზიდველობას უფრო თვალსაჩინოს ხდის. ავტომობილზე გამოყენებულია ნახშირბადის ბოჭკოვანი დეტალები. აქედან გამომდინარე ავტომობილის წონაც შედარებით შემსუბუქებულია. წინა სპილეტრი და უკანა ფრთა ავტომობილის სპორტულ ვიზუალზე მეტყველებს. Mercedes-Benz ELK ელექტრო ავტომობილს ორი სხვადასხვა დიზაინი აქვს. ორივე ძალიან მიმზიდველად გამოიყურება. ავტომობილი ნაჩვენები იქნა ჟენევის, პარიზის, მაიამის და დეტროიტის ავტოშუზე. გაიმართა სპეციალური აუქციანოც, სადაც დაახლოებით 450 მოდელი უკვე გაიყიდა. Mercedes-Benz ELK -არის ორკარიანი ელექტრომობილი. წყაროზე არ არის მითითებული ავტომობილის სიმძლავრე და სიჩქარე, მაგრამ ფოტოებიდანვე ეტყობა, რომ ეს მომავლის ელექტრომობილი ნამდვილად შთამბეჭდავი დიზაინით გამოირჩევა სხვა მომავლის ავტომობილებისგან. ავტოაუქციონის შედეგად გაყიდულ 450 მოდელიდან ყველაზე ძვირად არაბმა შეიხმა შეისყიდა. მან ამ უახლეს ავტომობილში 11 500 000 დინარი გადაიხადა. Mercedes-Benz-ი უახლოეს მომავალში ახალ "E- კლას"-საც გაუშვებს, რომელიც 2016 წელს იქნება გაყიდვაში W213-ით კოდირებული "E- კლასი" წინა მოდელებთან შედარებით განსხვავებულად იქნება დაკომპლექტებური. ვიზუალში შეიცვლება ფარები, დისკები და ბამპერები. ავტომობილის უკანა ნაწილის ვიზუალი "C-კლასის და S- კლასის ნარევი" იქნება. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 301 8-ს მოსწონს
|