სისხლის სამართალი ქურდმა-რეციდივისტმა ძარცვის შემდეგ შემთხვევით პოლიციის მანქანა გააჩერა 2016, 30 იანვარი, 11:21 ![]() აზოვის რაიონში(ომსკის ოლქი) გასულ ოთხშაბათს გაძარცვეს ერთ-ერთი მაღაზია.ქურდმა სალაროდან 28 000 რუბლი გაიტაცა. თავდასხმის შესახებ პოლიციას მაღაზიის გამყიდველმა აცნობა.გამოძახებაზე პოლიციელები სამოქალაქო ავტომობილით წავიდნენ.სოფელთან მიახლოებისას სამართალდამცავებმა დაინახეს გზისპირას მდგარი მამაკაცი, რომელმაც მათ ხელი დაუქნია, თავიდან ვერ მიხვდა, რომ მათ წინაშე პოლიციელები იყვენენ, დაბნეულმა თქვა, რომ სასწრაფოდ ომსკში ეჩქარებოდა.პოლიციელებმა შეატყვეს, რომ მამაკაცი ძალიან ღელავდა, მათ ავტომობილი პირდაპირ გაძარცვულ მაღაზიასთან მიაყენეს და ეჭვმიტანილი გამყიდველს აჩვენეს. ამის შემდეგ მამაკაცი დააკავეს და განყოფილებაში წაიყვანეს.როგორც გაირკვა 35 წლის რეციდივისტი უკვე 8-ჯერ იჯდა ციხეში ქურდობისთვის. "იღბლიანს" კიდევ 7 წელის პატიმრობა ელოდება. 365 6-ს მოსწონს 1-ს არა
|