x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მსოფლიოში პირველ რობოტების როკ-ჯგუფს 290 000 ევრო სჭირდება იმისთვის,რომ რკინის ვოკალისტი შექმნას
image

როდესაც ჯგუფის სოლისტი შეიქმნება, რობოტების როკ-ჯგუფი ჩაწერს ალბომს და მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება.


ბოლო მათ კლიპმა YouTube-ზე 7 მილიონი ნახვა დააგროვა."Compressorhead" არის ერთადერთი რობოტების როკ ჯგუფი მსოფლიოში.ჯგუფი შეიქმნა 2007 წელს.პირველად რობოტი გახლდათ სკიტბოი-ჯგუფის დრამერი, ეს რობოტი ითვლება ბენდის დამაარსებლად.მას ოთხი მექანიკური "ხელი" აქვს და ორი ფეხი.მალევე მის დასახმერებლად "მოვიდა" სკიტბოი -უმცროსი, რომელიც იმ თეფშებზე უკრავს, რომელსაც "უფროსი ძმა" ვერ წვდება.

2009 წელს ჯგუფს" შეუერთდა" რობოტი გიტარისტი ფინგერსი.ორ ხელზე მას 78 თითი აქვს დამონტაჟებული, რაც საშუალებას აძლევს ვირტუოზულად შეასრულოს კომპოზიციები.სულ ბოლოს, 2012 წელს ჯგუფს შეუერთდა ბასისიტი ბონსი.



ყველაფერი ამათ უკან დგას გერმანული კომპანია Robocross-ი, რომლებმაც შექმნეს ეს ტექნიკა-სასწაული.


ფრენკ ბარნსი და მისი მეგობრები მარკუსი და შტოკი გახლავთ პროექტის მთავარი სულისჩამდგმელი.ამჟამად ისინი ცდილობენ შექმნან ჯგუფის ვოკალისტი.


Compressorhead-ფრონტმენისთვის თანხის შეგროვება 2015 წელის ბოლოს დაიწყო, ჯერჯერობით შეგროვილია 41 ათასი ევრო, არა და პროექტის დასრულებისთვის 290 ათასი ევროა საჭირო.


ინჟინრები ფიქრობდნენ, რომ 2016 წლის აგვისტოსთვის ჩაწერდნენ ალბომს და CD-საც გამოუშვებდნენ, თუმცა ჯერჯ-ჯერობით თანხის შეგროვება ვერ მოხერხდა.ისინი ცდილობენ სპონსორების მოზიდვას.


კანადელმა კომპოზიტორმა ჯონ რაიტმა უკვე დაწერა ჯგუფისთვის 14 კომპოზიცია.აქამდე "რკინის ბიჭები" ცნობილი ჯგუფების ქავერ -ვერსიებს ასრულებდნენ:Led Zeppelin, Black Sabbath, Motorhead, AC/DC, Pantera და სხვა.




0
24
7-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
24
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0