სხვა თვალებში ჩარჩენილი საშინელება... 2016, 30 იანვარი, 1:53 ამბობენ-თვალები ადამიანის სულის სარკეაო.მათში ხომ პიროვნების ხასიათი, ინტელექტი ჩანს.თუ ადამიანს გადატანილი აქვს დიდი უბედურება, განსაცდელი, შიში- ყველაფერს ამოიკითხავთ მის თვალებში.
შემოგთავაზებთ რამდენიმე სურათს, რომელზე გამოსახული თითოეული ადამიანი დიდი ტრაგედიის მატარებელია.ეს ნამდვილად ჩანს მათ თვალებში. ავღანელი გოგონას, ბიბი აიშას სურათი შემთხვევით მოხვდა taim-ის გარეკანზე.აიშა თორმეტი წლის გაათხოვეს.მეუღლე მას მუდმივად სცემდა და ამცირებდა.თვრამეტი წლის იყო გაქცევა რომ სცადა.მაგრამ დაიჭირეს და მეუღლეს მიუყვანეს.დასჯის მიზნით მან აიშას ცხვირი და ყურები დააჭრა... ეს ვიეტნამელი გოგონა სამუდამოდ დარჩა ინვალიდი იმ ქიმიური იარაღის გამო, რომელსაც ამერიკელები იყენებდნენ .ისინი პერიოდულად ჯუნგლებზე აფრქვევდნენ სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს... თორმეტი წლის დიეგო ფრაზაო ტორკვატო ვიოლინოზე უკრავს თავისი მუსიკის მასწავლებლის დაკრძალვაზე. კორეის ომის შედეგად ღვიძლი ძმები საზღვრის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდნენ.მრავალი წლის შემდეგ მათ მიეცათ უფლება ერთმანეთი ენახათ.ფოტოგრაფმა ფირზე აღბეჭდა მათი დამშვიდობების სცენა. ავღანეთში დაჭრილი სამშვიდობო მისიის დანიელი ჯარისკაცი.რიცხვი 5 შუბლზე ნიშნავს იმას, რომ ჭრილობა შეხვეული აქვს ხუთ საათზე. რვა წლის სირიელი ბავშვი ავტომატით პოზირებს.ფაქტიურად მას ბავშვობა არ ჰქონია.... ეს ბიჭი 1994 წელს რუანდაში გენოციდის მსხვერპლია.ის სიკვდილის ბანაკში სასწაულის წყალობით გადარჩა.მსგავს ბანაკებში მილიონამდე ადამიანი დაიღუპა. 1945 წელს მოკავშირეებმა აღბეჭდეს გათავისუფლებული ებრაელები.უკანა ხედში ჩანს მატარებელი, რომლითაც მიჰყავდათ სიკვდილის ბანაკში... ამ ინდოელი გოგონას სურათით უნდოდათ საზოგადოების ყურადღება მიექციათ სიღარიბეზე ინდოეთში. ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული თამაში ჩატარდა 1989 წლის 15 აპრილს.სტადიონ ''ხოლსბოროზე'' ჭყლეტვაში დაიღუპა 96 და დაშავდა 766 გულშემატკივარი... ეს გოგონა - ერთ-ერთია ხიროსიმის ატომური აფეთქების ათასობით მსხვერპლიდან. მფრინავმა ანტონიო მეტრუჩომ სურათი გადაიღო სამოცდათორმეტ საათიანი საბრძოლო გაფრენის შემდეგ... პაკისტანელი ბავშვი სურათზე, ჭლექითაა ავად.ამ დაავადებას ყოველწლიურად 300 ათასი პაკისტანელის სიცოცხლე მიაქვს... პირველი მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცი სანგარში იმიტომ არ იცინის, რომ კარგ ხასიათზეა.ეს ფსიქოლოგიურ ტრამვაზე მიუთითებს ... შავკანიანი ბავშვი თვალის ალბინიზმითაა ავად... ამ სურათების თვალიერებისას ცივი ჟრუანტელი გივლის ადამიანს ტანში. 864 10-ს მოსწონს
|