სხვა ცნობილები ყველაზე სექსუალური უკანალით +13 2016, 30 იანვარი, 9:58 სამწუხაროდ ყველას არ უმართლებს და ვერ იბადება ისეთი სრულყოფილი, რომ გამორჩეული იყოს გაბარიტებითა და სექსუალური ხაზებით, თუმცა განსაზღვრული დიეტებისა და სპორტულ დარბაზებში შრომის ფასად, შეუძლია ეზიაროს პრიალა იდეალებს. კიდევ პლუს ჩვენი თანამედროვე სტანდარტებისა და მედიცინის ყოვლისშემძლეობისა- პლასტიკური ქირურგიის წყალობით ყველაზე სექსუალურის სტატუსიც გარანტირებული გვაქვს. დაბერილი- მკვრივი მკერდი, "გაბზეკილი" უკანალი და ვიწრო წელი ხომ ყველას ადვილად იზიდავს.
დღევანდელ სტატიაში კი უნდა შევაჯახოთ ჩვენი ცნობილი, ჰოლივუდის ვარსკვლავები არა ნიჭით, არამედ უკანალებით. ერთი სიტყვით კი, გთავაზობთ ყველაზე სექსუალური უკანალის მქონე ცნობილ ქალბატონებს: 1. Nicki Minaj. გასაკვირი სულაც არ არის, რომ ცნობილი მომღერლის ალბომი სახელწოდებით Anaconda მსოფლიოს ჩარტებში მაღალ რეიტინგული გახდა, რადგან ყურადღება გამახვილებული იყო მის გარეკანზე, სადაც ნიკი კაშკაშა, ელექტრიკი ფერებით ყოველთვის გამოირჩეოდა სხვისი სტილისგან, ხოლო რაც სახიდან, სხეულიდან და თმიდან მჟავა და საღებავები ჩამოირეცხა და მოირგო ქალური იმიჯი, მსოფლიო დარწმუნდა, რომ გამოირჩევა სექსუალური უკანალით, რომელიც დღეს მის სავიზიტო ბარათად იქცა. 2. Beyonce. მომღერალი, მსახიობი, პოპ-ვარსკვლავი და რამოდენიმე Grammy-ს მფლობელი ყოველთვის იყო გამორჩეული საკუთარი უკანალით, რომლის დემონსტრირებასაც არა მხოლოდ სცენაზე ახდენს, არამედ ატარებს ისეთ სამოსს, რომელიც მის სილუეტსა და უკანალს უფრო ამკვეთრებს. 3. Demi Lovato. დემი იმ ცნობილთა როცხვშია, ვინც პოპულარობა ბავშვობიდანვე მოიპოვა. მან ჟურნალი Vanity Fair-სთვის იპოზიორა ყოველგვარი რეტუშის გარეშე, რათა დაემტკიცებინა, რომ იდეალური უკანალი აქვს. 4. Fergie. ბავშვობიდანვე ვარსკვლავი, უმშვენიერეს ქალად იქცა, რომელიც ჯგუფ Black Eyed Peas-ის ყოფილი სოლისტი და ვოკალისტია, დღეს კი წარმატებული სოლო არტისტი. მეტყველი, ღრმა-ლურჯი თვალებით, მუდამ გრძელი თმითა და ბუნებრივი, გაბზეკილი სექსუალური უკანალით ბევრი მამაკაცის გული დაიპყრო. 5. Shakira. კარიერის დასაწყისშივე უსვამდა ხაზს შაკირა თავის უკანალს და თითქმის ყველა კლიპსა თუ კონცერტზე "ის" მისი სავიზიტო ბარათია. 6. Rihanna. ქოლგებზე სიმღერით სახელგანთმქული რირი დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მომღერალია. თავად ბევრი ადამიანის სტილად და ხატად, მისი მომხიბვლელი უკანალი კი როგორც მშობლიური ბარბადოსის, ასევე მთლიანად აშშ-ს ეროვნულ საგანძურად- იქცა. 7. Iggy. ერთი შეხედვით როგორ შეიძლება თეთრ ქალს აფრო-ამერიკული უკანალი ჰქონდეს, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ მან მკერდი გაიდიდა, მისი უკანალი სრულიად ნატურალურია. 8. Jessica Biel. სულ რაღაც 17 წლის იყო, როდესაც ერთ-ერთ თამამ და გამომწვევ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და მას შემდეგ ვარსკვლავი სულ "გულახდილი" სამოსით გვანებივრებს, რომელშიც მისი უკანალი ყოველთვის მადისაღმძვრელად გამოიყურება. რაღა თქმა უნდა ის ნატურალური აქვს და ხანგრძლივი დროით სპორტდარბაზებში ყოფნის შედეგად, ინარჩუნებს ამ ულამაზეს ფორმებს. 9. Eva Mendes. ფილმში The Spirit არის ასეთი შესანიშნავი მომენტი, სადაც იხსნის პირსახოცს და მისი სექსუალური სხეული საოცრად გამოიყურება. სწორედ მას შემდეგ გახდა ის სექს-სიმბოლო. დამეთანხმებით ყველაფრით სრულყოფილი ქალია. 10. Jennifer Lopez. 46 წლის მომღერალი და მსახიობი ჩინებულად გამოიყურება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ის პირველია, ვინც მუსიკის ინდუსტრიაში საკუთარი უკანალი წარმოაჩინა. 11. Sofia Vergara. ამერიკელი ვარსკვლავი, იშვიათია შემთხვევა რომ ღიმილის გარეშე ნახოთ, ქალს ხომ ასე საოცრად უხდება ღიმილი, გარდა ამისა კი არაჩვეულებრივი ნატურალური მკერდი და რაღა თქმა უნდა ასევე უბადლო და სექსუალური უკანალი სრულიად მომხიბვლელს ხდის ათმაგად. 12. Kim Kardashian. მსგავსი სიები ისე არ შედგება, სადაც უდიდესი უკანალით სახელგანთქმული პლეი-ბოის ვარსკვლავი კიმი არ შევა და აი მეც მისით ვასრულებ დღევანდელი სტატიის ჩამონათვალს. 1343 13-ს მოსწონს 2-ს არა
|