შოუბიზნესი "ნინი წლების წინ, რომ ათრიეს შარაზე, იგივე გამიკეთა მე, ხვალ ისევ იგივე დაემართება"-გია ჯაჯანიძე 2016, 29 იანვარი, 1:07 მომღერალმა ნინი ბადურაშვილმა სულ ცოტა ხნის წინ გია ჯაჯანიძის გადაცემა "სხვა რაკურსი" გააკრიტიკა. გადაცემაში მომღერალმა გია სურამელაშვილმა პირდაპირ ეთერში პედიკური გაიკეთა და აღნიშნა, რომ სასირცხვილო ამაში არაფერი იყო. "სირცხვილი!"-წერდა ნინი სოციალურ ქსელში. მეგობრების კითხვაზე, თუ რაში იყო საქმე მომღერალი პასუხობდა, რომ ტელევიზორი "იმედზე" გადაერთოთ, სადაც სწორედ ხსენებული გადაცემა გადიოდა. "კოშმარი! არაფერში არ წერია! მარაზმი! მაყურებლის შეურაწყოფა! არ ვიცი მსგავსი არაფერი არ მინახავს"-დასძენდა ნინი მოგვიანებით. ნინის ამ კომენტარს გია ჯაჯანიძე ჟურნალ "სარკის" ფურცლებიდან პასუხობს: "როცა ნინი ბადურაშვილმა ჩემს გადაცემაზე დაწერა გამახსენდა, როგორ ვდარდობდი ქმარს რომ გაშორდა და საშინელებებს უწერდნენ. სულ ვფიქრობდი ამ პატარა გოგოს ამხელა ტალახი რატომ ესროლეს, ნეტა, როგორ უძლებს-მეთქი. უცებ კი აკეთებს იმას, რასაც თავად უკეთებდნენ. არაუშავს, მასზე გაბრაზებული არ ვარ, თუ ხვალვე მოვა ჩემს გადაცემაში გამიხარდება. სკანდალური არ ვარ, ეს ბევრს არ სჯერა, მაგრამ ახლა, სკანდალური რომ ვიყო ნინიზე ორ-სამ საშინელ ფრაზას გეტყოდით, გამოიტანდით სათაურში და ერთი ამბავი ატყდებოდა. მერე ნინი მიპასუხებდა და არ ჩამოვიდოდით ამ გათახსირებულობის კვარცხლბეკიდან. რაც გაუკეთეს ნინის წლების წინ, რომ ათრიეს შარაზე, იგივე გამიკეთა მე. არა უშავს. ხვალ ისევ იგივე დაემართება. მე რომ რაღაც მემართება, ვსწავლობ და ერთსა და იმავე შეცდომას არასდროს ვუშვებ. ყველაფერი მონიშნული მაქვს რა არ უნდა გავაკეთო" 3380 7-ს მოსწონს
|