ფეხბურთი ყველაზე უცნაური საფეხბურთო რეკორდები 2016, 28 იანვარი, 14:06 ***არგენტინელმა მარტინ პალერმომ 1999 წელს კოლუმბიასთან მატჩში ვერ გაიტანა 3 პენალტი, საბოლოოდ არგენტინამ ის თამაში დასთმო ანგარიშით 0:3. ***1994 წელს რუსმა ოლეგ სალენკომ კამერუნის ნაკრების კარში 5 გოლი გაიტანა.ეს თამაში 6:1 დამთავრდა რუსეთის სასარგებლოდ. ***1969 წლის 3 ნოემბერს გაიმართა ყველაზე უხეში თამაში ფეხბურთის ისტორიაში.ერთმანეთს ხვდებოდნენ "ტენგჰემის ახალგაზრდული კლუბი"(სურეი) და "ჰაუ-ლი(ჰანტსი). მსაჯმა მოედნიდან 22-ვე ფეხბურთელი გააძევა, ამის გარდა, გვერდითი მსაჯი საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. ***ფეხბურთი ოფიციალურად აკრძალულია 6 ქვეყანაში, მათ შორისაა ავღანეთი, ჰონდურასი და გრენლანდია. ***ყველაზე გრძელი საფეხბურთო მატჩი გაიმართა 1981 წლის 1-3 აგვისტოს ირლანდიაში, თამაში გაგრძელდა 65 საათი და 1 წუთი, ერთმანეთს ხვდებოდნენ "კალინაფერსი" და "კერი". ***ბრაზილიელი მცველი პირეირო რეკორდსმენია გოლების გატანაში..საკუთარ კარში.ერთ სეზონზე მან 10 გოლი გაიტანა.მწვრთნელებმა იგი თავდასხმაში გადაიყვანეს, მაგრამ მან მაინც გააგრძელა "საქმენი საგმირონი", თანაგუნდელებმა დაცინვით მას კომპასი აჩუქეს წარწერით "იცოდე საითაა მეტოქის კარი." ***1969 წელს ჰონდურასი დამარცხდა სალვადორთან მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში, რაც ომის დაწყების მიზეზი გახდა ამ 2 ქვეყანას შორის. ***1976 წლის 20 მარტს "ასტონ ვილასა" და "ლესტერ სიტის" თამაში დამთავრდა ფრედ 2:2. ოთხივე გოლი კრის ნიკოლმა გაიტანა, ორი საკუთარ კარში, ხოლო ორი მეტოქისაში. ***ფეხბურთის ისტორიაში ორჯერ იყო შემთხვევა, როცა მსაჯმა საკუთარ თავს ამოუღო წითელი ბარათი, ერთხელ ენდი უენიმ "პიტორბორო"-"როიალ მეილის" მატჩზე, მეკარესთან კონფლიქტის გამო, ხოლო მეორედ მელვინ სილვესტრმა "საუთჰემპტონ"-"ჰერტსბორნის" მატჩზე. ***2005 წლის ინგლისის თასის ფინალურ თამაშზე "ლივერპულსა" და "ჩელსის"შორის დაფიქსირდა გულშემტკივართა მხრივ ყველაზე მძლავრი ღრიალის რეკორდი-130, 7 დეციბალი, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში იქნა შეყვანილი.*** 419 12-ს მოსწონს 2-ს არა |
დღევანდელ დღეს რომ უფრო რთულია ამის გაკეთება ვიდრე 1994 წელს ალბათ ფეხბურთის ყველა მოვარული დამეთანხმება.
გამოდის ხოლმე შესარჩევებზე. საფეხბურთო კლუბებიც თამაშობენ კონკაკაფის თასზე. ისე
ომი რომ დაიწყო ფეხბურთის გამო სააცილოა, სატირელი როარ იყოს