რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს, პარტიამ "Города России" შესთავაზა კულტურის მინისტრად ლეონარდო დი კაპრიოს დანიშვნა.
როგორც ცნობილია, ლეოს ყოველთვის ჰქონდა განსაკუთრებულად თბილი დამოკიდებულება რუსეთისა და რუსების მიმართ. ჯერ ერთი მას წარმოშობით რუსი ბებია ჰყავდა. ელენა (ზოგიერთი მონაცემით ელიზაბეტი) სმირნოვა რუსი ემიგრანტი იყო, რომელიც გერმანიაში ცოლად გაჰყვა გერმანელ ვილჰელმ ინდენბირკენს, შემდეგ კი ოჯახი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად.
მეორეც, ლეოს ძალიან მოსწონს რუსი გოგოები. გავიხსენოთ თუნდაც მისი რომანი რუს მოდელთან, ანა ვიალიცინთან.
ამას გარდა, ცოტა ხნის წინ ლეონარდომ სახალხოდ განაცხადა, რომ სიამოვნებით ითამაშებდა ვლადიმირ ლენინისა და ვლადიმირ პუტინის როლებს, რითაც რუსების გული საბოლოოდ მოიგო.
ამ ყველაფრის შემდეგ, რუსეთის პარტია "Города России"-ში გადაწყვიტეს, რომ კარგი იქნებოდა ლეო კულტურის მინისტრი გამხდარიყო.
"ლეონარდო დი კაპრიო რუსულ კულტურაში სუფთა ჰაერის შემოსვლა იქნება. ჩვენ უკვე წინასწარ მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ლეონარდო დი კაპრიოს წარმომადგენლებთან და თანამშრომლობას საკმაოდ ნაყოფიერი პირი უჩანს", - თვლის პარტიის თავმჯდომარე, ვლადისლავ კოვალენკო.
"კინოში მან უკვე ყველაფერს მიაღწია. ცუდი არაფერი მოხდება, თუ ლეონარდო მომავალ 5 წელიწადს თავისი მშობლიური რუსული კულტურის აღორძინებას მიუძღვნის. ამ დროის მანზილზე რუსულ ენასაც შესწავლის, შემდეგ ისევ თავის პროფესიას დაუბრუნდება და უკეთესად ითამაშებს გრიგორი რასპუტინს, ვლადიმირ ლენინსა და ვლადიმირ პუტინს, რისი სურვილიც მან არაერთხელ გამოთქვა. იქნებ მაშინ მაინც, მისი წყალობით მსოფლიომ სხვა თვალით შემოგვხედოს. 2014 წელს გაერომ დი კაპრიო "მსოფლიო ელჩად" დაასახელა. მშვენიერია. დაე კულტურის უნივერსალური ენის საშუალებით მან გამოგვიყვანოს მსოფლიო იზოლაციიდან და სანქციებიდან. ჩვენ კი მას დავეხმარებით." - აცხადებს კოვალენკო.