x
image
alex999
მსოფლიო შოკირებულია ამ ვირუსით! "ზიკა"- რომლის განკურნებაც შეუძლებელია!
„ზიკა“ ვირუსი იწვევს ცხელებას, თავის ტკივილს, ღებინებას. ორსულობის პერიოდში დაინფიცირების შემთხვევაში, ბაშვები მიკროცეფალიის დიაგნოზით იბადებიან.


image


აშშ-ს შემდეგ ზიკას ვირუსით დაავადებული ორი პიროვნება დაფიქსირდა

შვეიცარიაშიც. ვირუსი არის მომაკვდინებელი და ამ დროისთვის მის


საწინააღმდეგო ვაქცინაც არ არსებობს. ვირუსი ვრცელდება კოღოებით.

შვეიცარიაში ზიკას ვირუსით დაინფიცირებულები დააფიქსირეს ქვეყნის

აეროპორტებში: ჟენევასა და ციურიხში. ორივე შვეიცარიის მოქალაქეები არიან.



BBC წერს, რომ ზიკა ვირუსის შედეგად ათასობით ჩვილი შეიძლება განუვითარებელი ტვინით დაიბადოს. ამ საშიშროების გამო ზოგიერთ ქვეყანაში ქალებს ურჩევენ, რომ არ დაორსულდნენ. ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.


ვირუსი აფრიკული წარმოშობისაა და პირველად ამერიკის ქვეყნებსა და ბრაზილიაში 2015 წლის მაისში გამოჩნდა. ვირუსი ყველაზე მეტად ბრაზილიაში ჭარბობს.

ადამაინებს ზიკა ვირუსი Aedes–ის გვარის ინფიცირებული კოღოების კბენის შედეგად გადაეცემათ. ამ ტიპის კოღოები ასევე ავრცელებენ სხვადასხვა ვირუსს, მათ შორის, ყვითელ ცხელებას.


უკანასკნელი ინფორმაციით შვეიცარიის ჯანდაცვის სამინისტრო საგანგებო

სიტუაციას აცხადებს: ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ტროპიკულ

ქვეყნიდან ბრუნდება, დაუყონებლივ ექიმს უნდა მიმართოს!

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

5
704
13-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
704
  
2016, 28 იანვარი, 16:39
მასე დარწმუნებული რატომ ხარ? ფაქტი რომ ყველა ვირუსი ხელოვნურად არის შექმნილი
2016, 28 იანვარი, 16:13
ამისთვის ჯერ-ჯერობით არ არის
2016, 28 იანვარი, 15:36
სადაც ვირუსია იქ ანტივირუსიც არის!
2016, 27 იანვარი, 22:43
მადლობთ მაკა
2016, 27 იანვარი, 22:41
ესღა გვაკლდა :( გავაზიარე, სხვებმაც გაითვალისწინონ.
0 1 5