ფოტოგრაფია შთამბეჭდავი, საუკუნის ისტორიული ფოტოები, რომლებიც ჯერ არ გინახავთ 2016, 27 იანვარი, 9:22 სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ. ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში, ხოლო ადამიანები, რომლებიც დაახლოებით ერთი საუკუნის წინ გადაღებულ ფოტოებზე არიან, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ დღეს ისტორიული ფოტოების კრებულში მოხვდებოდნენ. გთავაზობთ თქვენთვის წარმოუდგენელ ისტორიულ ფოტოებს, რომლებიც საუკუნეს ითვლის და ნამდვილად მოახდენს შთაბეჭდილებებს: 1. Bob Marley. მთელი მსოფლიო ერთ დღეს რომ დაბოლდეს, ყველა ომი შეწყდება. 2. ტიტანიკის უკანასკნელი ფოტო წყალზე- 1912 წელი და ასევე ტიტანიკის ბილეთი. ყველამ კარგად იცით 1912 წლის აპრილის იმ უსაშინლესი ამბის შესახებ, როდესაც ეს უზარმაზარი გემი აისბერგთან შეჯახების შემდეგ ჩაიძირა და ტრაგედიას ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ასევე ტიტანიკის კაპიტანი ედუარდ ჯონ სმიტი. 3. დედა ტერეზა 7 წლის ასაკში. დედა ტერეზა იყო კათოლიკე მონაზონი, რომელიც ეწეოდა უამრავ ქველმოქმედებას და ეხმარებოდა ობლებსა და ღარიბებს. ის კათოლიკურმა ეკლესიამ სიკვდილის შემდეგ წმინდანად შერაცხა. 4. ჯენიფერ კონელი 13 წლის ასაკში- ''ერთხელ ამერიკაში'' კადრს მიღმა, 1984 წელი. 5. pier ogiust renuari. 40 წელი დამჭირდა იმის მისახვედრად, რომ ფერების დედოფალი - შავია. 6. ბიჭუნა პირველად უყურებს ტელევიზორს, რომელიც მაღაზიაში ეს-ეს არის გამოჩნდა, 1948 წელი. 7. მარლენ დიტრიხი ართობს მოხალისეებად წასულ ამერიკელ ჯარისკაცებს. მეორე ფოტოზე კი ემთხვევა ხელზე Константин Паустовск-ს. სსრკ, 1963 წელი. 8. ფრიდა კალო ბავშვობაში და შემდგომ. 9. კურტ კობეინი 18 წლის ასაკში. მეორე ფოტოზე კი მობილურ ტელეფონზე საუბრობს. აშშ, 1980-ნი წლები. 10. Ну, погоди!-ის შემქმნელი ვიაჩესლავ კოტიონოჩკინი. 11. მერლინ მონრო საყიდლებზე ნიუ-იორკში, 1957 წელი. 12. ოდრი ჰეპბერნი ცხენთან ერთად- 1960 წელი. მეორე ფოტოზე კი ის Humphrey Bogart-თან ერთად ფილმი "საბრინას" გადაღებების დროს, 1954 წელი. 13. slmsung-ის შტაბი, ტეგუში-კორეა, 1939 წელი. 14. ალკოჰოლს ფანჯრებიდან ღვრიან. მშრალი კანონის პერიოდი, აშშ. 15. კანადელი პოლიციელი წყალდიდობისას თავის პოსტზე რჩება. 1974 წელი. 16. ვარშავა, 1946 წელი. 17. აკაკი წერეთლის სამუშაო და საწოლი ოთახი. 18. პირველი კოსმონავტი ძაღლები- ბელკა და სტრელკა. 19. აღსარების საიდუმლო. მექსიკა, 1960 წელი. 20. სულ პირველმა ბომბმა, რომელიც მოკავშირეებმა ბერლინში ჩამოაგდეს, იმსხვერპლა ერთადერთი არესბა, ეს იყო ზოოპარკის ბინადარი სპილო. 21. კონკურსი ყველაზე ლამაზი თვალები, ლოს-ანჯელესი, 1934 წელი. 22. პლაკატზე წერია "მე დავიცავ მას, იმიტომ, რომ მე ის მიყვარს". ფოტოზე გამოსახულნი არიან ტყუპი ძმები, რომელთაგან ერთ-ერთი(მარცხენა) დაუნის სინდრომითაა დაავადებული. 23. ჰოკეისტი მეკარის სახე მანამ, სანამ შლემი თამაშის აუცილებელ აღჭურვილობად წარმოგვიდგებოდა. 24. ფრანგი- მაურიციე ტილეტი, დაბადებული 1903 წელს. სწორედ ეს ადამიანი იყო Dreamworks-ის შემოქმედებითი ჯგუფისთვის ინსპირაცია, ყველასთვის ცნობილი მულტფილმის- "შრეკის" შექმნის დროს. 25. პარიზელები ცდილობენ სკამების მეშვეობით გადალახონ წყლის ბარიერი წყალდიდობის დროს, 1924 წელი. 26. პაბლო პიკასო მეუღლესთან Francoise Gilot-ისთან ერთად 1948 წელს. 27. 17 წლის ვინმე Kwame Ajamu ა.შ.შ-ს ქალაქ Cleveland-ში მკვლელობისთვის დააპატიმრეს, რომელიც სამი ათწლეულის განმავლობაში სიკვდილმისჯილთა საკანში იმყოფებოდა და პატიმრობაში 27 წელი უსამართლოდ გაატარა. 44 წლის ასაკში მოწმემ შეცვალა ცრუ ჩვენება და ის გაათავისუფლეს. 28. ღვთისმშობლის ფეხის ნატერფალი, რომელიც ბელარუსიის ერთ-ერთ ტაძარში ინახება. 29. ბილეთი ლედ ზეპელინის კონცერტზე. 30. გაბრიელ გარსია მარკესი და ფიდელ კასტრო. 31. კოკო შანელი და სალვადორ დალი. მეორე ფოტოზე ასევე სალვადორ დალი ასეირნებს ჭიანჭველაჭამია ცხოველს-1969 წელი. მესამე ფოტოზე კი დალი გალასთან ერთად. 32. ელვის პრესლი მშობლებთან ერთად. 33. ჟურნალ Vogue-ის პირველი ნომერი. 1892 წელი. 34. ქალაქ ბრაზილიის მშენებლობა, რომელიც შემდგომში ბრაზილიის დედაქალაქად იქცა, 1960 წელი. 35. სასტიკად ნაწამები ჩე გევარა, 1967 წელი. 36. შორტებში გამოწყობილი ჰიტლერი. პიტერ უიქმენის მიერ გადაღებული სურათი. მეორე ფოტოზე კი, ჰიტლერის შარვალი მისი მკვლელობის მცდელობის შემდეგ- 1944 წელი. 37. ჯორჯიო სომერის მიერ, პოპეის არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ინსტრუმენტები, ქირურგიული ოპერაციების ჩასატარებლად. 38. ძველი თბილისის მეთევზეები. 39. კემბრიჯის კურსდამთავრებულები, 1926 წელი. 40. ლონდონი, 1900 წელი. 3246 19-ს მოსწონს |
არა ბესარიონოვიჩი "გააგორეს"...