x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138403
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
როგორ მოვიშოროთ კაპილარული ქსელი კანის ზედაპირიდან - მარტივი მეთოდი სახლის პირობებში
image
როგორც წესი, სილამაზე პირველ რიგში ყველასთვის ჯანმრთელობასთან ასოცირდება. ამიტომ, ისეთმა უმნიშვნელო დეტალმა, როგორიც გაგანიერებული ვენები და ზედაპირზე ხილული კაპილაური ქსელია, შეიძლება საკუთარ თავში ყველაზე დარწმუნებული ქალბატონსაც კი გული დასწყვიტოს. მართალია, ეს ყველაფერი შეიძლება უკომფორტობას სულაც არ ქმნიდეს, მაგრამ ესთეტიკურად ნამდვილად არ გამოიყურება.

კანის ზედაპირზე კაპილარული ქსელის გაჩენის მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს: დაწყებული მემკვიდრეობით, წარბი წონით დასრულებული. იგი ასევე შეიძლება ვარიკოზის დაწყებითი სტადიის არსებობაზეც მიანიშნებდეს. საავადმყოფოში ზედაპირულ კაპილარულ ქსელს კოსმეტიკური ეფექტის მისაღწევად სპეციალური ნემსებით ან ლაზერით მკურნალობენ. თუმცა არსებობს ხალხური საშუალებებიც, რომლებიც, როგორც ამბობენ, საკმაოდ ეფექტურია. რაც მთავარია, ისინი არავითარ სირთულეს ან საფრთხეს არ შეიცავს და ნებისმიერ შეუძლია სახლის პირობებში გამოიყენოს.

1. მწვანე პომიდორი


image

მწვანე პომიდორი შეიცავს აუცილებელ სამკურნალო მჟავებს. გაჭერით პომიდორი და დაიდეთ რბილობი კაპილარულ ქსელზე. დააყოვნეთ 3 წუთი, შემდეგ კი ამ ადგილზე შეიზილეთ ნებისმიერ მკვებავი კრემი. ამ პროცედურის ყოველდღე ჩატარების შემთხვევაში შედეგი უნდა გამოჩნდეს 4 დღის შემდეგ. მისი გაგრძელება კი რეკომენდებულია 10 დღის მანძილზე. მწვანე პომიდორის შეცვლა შეიძლება ახალი კარტოფილითაც, რომელიც იგივე სამკურნალო ნივთიერებებს შეიცავს.


2. ვაშლის ძმარი



image

კიდევ ერთი ეფექტური საშუალება. შეათბეთ ვაშლის ძმარი ოთახის ტემპერატურამდე, დაისხით ხელისგულზე მცირე რაოდენობით ძმარი და შეიზილეთ იმ ადგილზე, სადაც კაპილარული ქსელი ჩანს, თან გაიკეთეთ რბილი მასაჟი ქვემოდან ზემოთ მიმართულებით 5 წუთის მანძილზე. ამ პროცედურის ყოველდღიურად ჩატარების შემთხვევაში შედეგს მალე იგრძნობთ.


2
5814
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
5814
  
2016, 25 იანვარი, 13:37
ძალიან დიდი მადლობა
2016, 25 იანვარი, 13:32
ძალიან საინტერესოა, ამასთან, ხელმისაწვდომიც. (გავაზიარე)
0 1 2