"ნანკას მაგალითზე ვხვდები რა არის ბედნიერება"-რას წერს ნანკა კალატოზიშვილის ტყუპისცალი
მსახიობ ნანკა კალატოზიშვილს ტყუპისცალი ძმა ჰყავს. გიორგი კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს, რომელსაც დას უძღვნის. "რა არის ბედნიერება? ნანკას მაგალითზე ვხვდები რა არის ბედნიერება და წარმატება და რამდენს ნიშნავს მოტივაცია. ბავშვობიდან ცოცხლობდა თავისი მომავალი პროფესიით-ყოველთვის უნდოდა ყოფილიყო მსახიობი. ზეწარს გააბამდა და აწყობდა სახლში ჯერ სათამაშოების მონაწილეობით სპექტაკლებს, შემდეგ თვითონაც შეუერთდა და სპექტაკლმა ანშლაგით ჩაიარა-ოჯახი ესწრებოდა სრული შემადგენლობით. თინეიჯერმა მიშა ანთაძის თეატრში დაიწყო თამაში, წავიდა გასტროლებზე. მერე ჩააბარა თეატრალურში, ისწავლა ხელობა და ხელოვნება, ახლაც სწავლობს თუ როგორ უყვარდეს კიდევ უფრო მეტად ერთიც და მეორეც. თამაშობდა იმ პერიოდიში, როცა კინო და თეატრიც ხელოვნურ სუთქვაზე ყავდათ... ტყუპები ვართ. მე 4 პროფესია გამოვიცვალე, ნანკამ ისწავლა გარდასახვა, მაგრამ თავისი თავის და მისიის ერთგული დარჩა, არასოდეს გადაუხვევია თავისი გზიდან, რადგან იმ ცხოვრებით ცხოვრობდა ყოველთვის, რომელიც უყვარდა და უყვარს. რა მაგარია, როცა ბედნიერი ხარ ბავშვობიდან. რა არის ბედნიერება? 100% გიყვარდეს ის, რასაც აკეთებ! გქონდეს მისია!"-წერს გიორგი სოციალურ ქსელში.
"რა არის ბედნიერება? როცა ასეთი ძმა გყავს. როგორ მიყვარხარ და მეამაყები ჩემო სუპერ ადამიანო. ბედნიერება ხარ შენ ჩაპლინ"-ასე პასუხობს მსახიობი ძმის პოსტს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ გიორგი დაოჯახებულია, კარიერულად კი საქმის ნაკლებობასაც არ უჩივის.