x
image
emty
"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!"
რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ
უკრაინულ საიტებზე გავრცელებულ ვიდეომასალას, რომელზეც ასახულია, ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი, ქართველი ცნობილი სახეების მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. აი, რას წერენ ცნობილები "ფეისბუქის" პირად გვერდებზე:



image




ნანუკა ჟორჟოლიანის კომეტარი


"ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს, არის ავადმყოფი და არა კრიმინალი. ავადმყოფებს კი, როგორც ვიცი არ ლანძღავენ. მკურნალობენ მათ. ვერ ვიგებ რა უფრო ცუდია: ის, რაც დაემართათ, თუ საზოგადოების ისტერიული რეაქცია"




ნიკა გვარამიას კომეტარი


"მიშა მესხის ვიდეოს გადაღების და გავრცელების ფაქტი არის სამარცხვინო. ამ ვიდეოში მოღადავე ექიმები და პოლიციელები - ათჯერ უფრო სამარცხვინო.
მიშა მესხი შეიძლება არცხვენს თავის ერს (მე არ ვგრძნობ თავს შერცხვენილად, მაგრამ დავუშვათ), მაგრამ ამ ვიდეოს გადამღები, ამ ფორმით (სახეების დაბლარვის გარეშე), გამსაჯაროებელი და განსაკუთრებით დაკავებულზე/ავადმყოფზე მოღადავე პოლიცია და სამედიცინო პერსონალი (ზუსტად ეგენი არიან ერის სახე და არა ნარკომანი) პირდაპირ მეტყველებენ საკუთარი საზოგადოების ჩამორჩენილობაზე".





ია ფარულავას კომეტარი


"ეს რა "ჟივუჩი " ვინმეა....... მიშა მესხი - ბევრს ასეთი ბედი არა აქა აქვს. ერთხელაც იქნება და წაიღებს წერილს თუ აზრზე არ მოვიდა... ნამდვილად ნიჭიერია და ნამდვილი კოლორიტია, მაგრამ მასაც მალე დავკარგავთ თუ თავს არ უშველა"...





ნიკა ქავთარაძის კომეტარი


"ეკონომიკა თავზე დაგვენგრა, ლარი კვდება და ყველა მაინც იმაზე ვქოთქოთებთ, მიშა მესხს რომ ნარკოტიკები უყვარს. სომხებმა "ყვავილების ქვეყანა" რომ მიითვისეს - ეს გადავიტანეთ იმედია".




ირაკლი ღლონტის კომეტარი


"მიშა მესხის ვიდეოს გავრცელება არ მიმაჩნია სწორ საქციელად! მიუხედავად იმისა, რომ ჩემში უკმაყოფილება გამოიწვია მისი ამ მდგომარეობაში ხილვამ, ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს აქვს უფლება თავისი სენის შესახებ არ ვრცელდებოდეს ნიუსები და თრობის ქვეშ გადაღებულ კადრებზე არ ქილიკობდეს საზოგადოება. უფრო მეტი პატივისცემა გვმართებს საკუთარი თანამოქალაქეების მიმართ!"



გიგლა თუმანიშვილის კომეტარი ("რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი)



"რატომ ამოხტით ტრუსიკებიდან მიშა მესხის გამო? ადამიანი არის ავად!!!






სტატის ავტორი ბექა ავდიევი

1
518
4-ს მოსწონს
ავტორი:emty
emty
518
  
2016, 24 იანვარი, 20:04
ნიკა გვარამია რომ სახეების დაბლარვაზე საუბრობს, პროკურორი იყავი და ნათელი სახეებით აჩვენებით მსოფლიოს, დამნაშავის თუ უდანაშაულო ადამიანების სახეებს! მესხიც და მისთანები, თვითონ აკეთებენ არჩევანს, რაშიც ხელი არ შეუშალეს უკრაინელებმა!
0 1 1