x
image
alex999
არქეოლოგიური გათხრების შედეგად, თურქეთში V საუკუნის ეკლესია აღმოაჩინეს!
თურქეთის ქალაქ ნევშეჰირში რამოდენიმე დღეა, აქტიურად მიმდინარეობს

არქეოლოგიური გათხრები. გათხრების შედეგად, მიწისქვეშა ქალაქში

აღმოჩენილ იქნა V საუკუნის პერიოდის ეკლესია.



image


აღმოჩენასთან დაკავშირებით, ქალაქ ნევშეჰირის მერმა შემდეგი კომენტარი გააკეთა:


"ეს არის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა მართლმადიდებელთა სამყაროში,

შესაძლოა ამ აღმოჩენამ ისტორიაში ძალიან ბევრი რამ შეცვალოს. მთლიანად

მიწისქვეშ მყოფ ეკლესიის ფრესკები ძალიან არ დაზიანებულა, პირველი მონაცემების

თანახმად, ეკლესია V-საუკუნეს ეკუთვნის. ქრისტიანული სამყაროს ბევრი

საიდუმლო იქნება აქ დამალული, გათხრების პროცესი კვლავ ნორმალურ

ტემპში მიმდინარეობს" -დასძინა ქალაქის მერმა.


image



ერთ-ერთი არქეოლოგის თქმით, ეკლესიაში არის ისეთი ფრესკები, რომელზეც

ასახულია იესო ქრისტეს ზეცაში ამაღლება და ბოროტი სულების განდევნა.

კვლევების შედეგად აღმოჩნდა, რომ მსგავსი ფრეკსები ჯერ-ჯერობით არცერთ

ეკლესიაში არავის უნახავს.


image


მიწიქვეშ აღმოჩენილი ეკლესია, უახლოეს მომავალში ტურისტებისთვის გაიხსნება.

ამ მოვლენამ შესაძლოა, კაპადოკია მართლმადიდებლების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს

სამლოცველოდ აქციოს. ამ შემთხვევაში თურქეთი ტურიზმის მხრივ კიდევ უფრო

ღრმა ნაბიჯს გადადგავს და კაპადოკიაში ჩამომსვლელთა რაოდენობასაც გაორმაგდება.


image


ქალაქის მერის შემდეგ, ქალაქის მღვდელმაც აღმოჩნესთან დაკავშირებით

ჟურნალისტებთან ისაუბრა:


"ეს არის XXI- საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა. როგორც ჩანს,

ისლამურ ქვეყნის ტერიტორიაზე ძველი ქრისტიანული ეკლესია აღმოაჩინეს.

ქვეყნის მოსახლეობისგან არანაირი ანტისიმპატია ამ მომენტისთვის არ შემჩნეულა,

თურქები ესალმებიან ამ უდიდეს აღმოჩენას. მიწისქვეშა ქალაქში გათხრები და

კვლევები კვლავ მიმდინარეობს. ამას წინათ რამოდენიმე უძველესი ნივთი და

მიწისქვეშა გადასასვლელი აღმოაჩინეს, მაგრამ ახლა უმნიშვნელოვანესი, უძველესი

დროის ეკლესიაა აღმოჩენილი. ექსპერტიზა ყოველდღე უფრო ღრმად მუშაობს

ამ საკითხზე. კაპადოკია ისედაც უწმინდესი ადგილია და მოსალოდნელიც იყო

მის ახლომახლოზე ასეთი აღმოჩენის გაკეთება. ეს თურქებისთვისაც სასარგებლოა, კაპადოკიას თუ დღემდე 3 მილიონი სტუმრობდა, ახლა უკვე ეს ციფრები 15 მილიონამდე აიწევს. უახლოეს მომავალში გვეცოდინება

ეკლესიის ფართობიც"...


image


არქეოლოგიური გათხრები თურქეთში, კაპადოკიასთან ახლოს ნევშეჰირის

ციხე-სიმაგრესთან კვლავ მიმდინარეობს. ამ ტერიტორიაზე განლაგებულია

11 თურქული სოფელი, სადაც მუსლიმები და ქრისტიანები ერთმანეთთან

საკმაოდ მეგობრულ გარემოში ცხოვრობენ.


360 000 კვადრატულ მეტრიან ტერიტორიაზე, ამას წინათ აღმოჩენილ იქნა

მიწისქვეშა გადასასვლელები, საცხოვრებელი ოთახები და ძველებური ნივთები.























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

0
1248
8-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
1248
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0