სხვა "ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს არის ავადმყოფი და არა კრიმინალი."-როგორ ეხმაურებიან ცნობილი ქართველები უკრაინული საიტების მიერ მიშა მესხზე გავრცელებულ ვიდეოს. 2016, 23 იანვარი, 15:39 უკრაინული საიტების მიერ გაავრცელებულმა ვიდეომ, სადაც მიშა მესხი და მისი მეგობარი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფნი უგონო მდგომარეობაში იმყოფებიან, მთელი ქართული ინტერნეტსივრცე მოიცვა. ცნობილი ქართველები სოციალური ქსელით ეხმიანებიან ამ ვიდეოს. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი, როგორც ყველაზე აქტიური "ფეისბუქ" მომხმარებელი, პირველი გამოჩნდა მესხის დასაცავად: "ადამიანი, რომელიც მოიხმარს ნარკოტიკს არის ავადმყოფი და არა კრიმინალი. ავადმყოფებს კი, როგორც ვიცი არ ლანძღავენ. მკურნალობენ მათ. ვერ ვიგებ რა უფრო ცუდია. ის რაც დაემართათ, თუ ეს ისტერიული რეაქცია." მის სტატუსს ელისო კილაძე გამოეხმიანა: " ისტერიული რეაქცია უფრო ცუდია..." "ყველამ თავის ბ....ზ მამიდას რომ მოუაროს, ვერა?! ნარკომანია ავადმყოფობაა !! ავადმყოფზე ღლიცინი უზნეობა."მსახიობი ია ფარულავა: "ეს რა " ჟივუჩი " ვინმეა.......მიშა მესხი - ბევრს ასეთი ბედი არა აქა აქვს..." "ნამდვილად ნიჭიერია და ნამდვილი კოლორიტია მაგრამ მასაც მალე დავკარგავთ თუ თავს არ უშველა..." ნიკა გვარამია: "მიშა მესხის ვიდეოს გადაღების და გავრცელების ფაქტი არის სამარცხვინო. ამ ვიდეოში მოღადავე ექიმები და პოლიციელები - ათჯერ უფრო სამარცხვინო. მიშა მესხი შეიძლება არცხვენს თავის ერს (მე არ ვგრძნობ თავს შერცხვენილად, მაგრამ დავუშვათ), მარა ამ ვიდეოს გადამღები, ამ ფორმით (სახეების დაბლარვის გარეშე) გამსაჯაროებელი და განსაკუთრებით დაკავებულზე-ავადმყოფზე მოღადავე პოლიცია და სამედიცინო პერსონალი (ზუსტად ეგენი არიან ერის სახე და არა ნარკომანი), პირდაპირ მეტყველებენ საკუთარი საზოგადოების ჩამორჩენილობაზე." 139 4-ს მოსწონს
|