სხვა მან ჯართისგან თავისთვის ბიონიკური ხელი შეიქმნა! 2016, 22 იანვარი, 22:04 ინდონეზიაში ტვინში სისხლჩაქცევის გამო პარალიზებულმა ახალგაზრდა
შემდუღებელმა თავისთვის ჯართისგან ბიონიკური ხელი შეიქმნა.
ინდონეზიის ქალაქ ბალის მოქალაქე, ვაიან სუმანდარა არის ჯართის შემდუღებელი. მისი მარცხენა ხელი იყო პარალიზებული. ნიჭიერმა შემდუღებელმა გადაწყვიტა თავისთვის ელექტრო-ხელის შექნა, რაც წარმატებული აღმოჩნდა. დაახლოებით 6 თვის წინ მას ტვინში სისხლის ჩაქცევა ჰქონდა, რის გამოც მარცხენა ხელს ვერ ამოძრავებდა. სამსახურის გასაგრძელებლად მას ორივე ხელი სჭირდებოდა, აქედან გამომდინარე ჯართში შეგროვილი მეტალებისგან ბიონიკური ხელის შექმნა, შემდეგ კი დატესტვა დაიწყო, როგორც ზემოთ ვახსენეთ ცდა წარმატებული აღმოჩნდა. სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმებში გამოყენებული ელექტრო-ხელი ინდონეზიელმა გენიოსმა რეალობად აქცია. მას ბიონიკური ხელი ელექტროდებით თავის ქალაზე აქვს მიმაგრებული, საიდანც გამოდის სიგნალები. ამ სიგნალების საშუალებით მოძრაობს მისი ახალი ხელიც... ამ გამოგონების საშუალებით, 31 წლის სუმანდარამ მსოფლიოში გაითქვა სახელი. მასზე უკვე ძალიან ბევრი მეცნიერი ალაპარაკდა, ჟურნალისტებიც არ ასვენებენ. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 310 10-ს მოსწონს
|