სხვა შეურაცხყოფილი გოგონა შეყვარებულს საკუთარი ქონისგან გაკეთებულ საპონს უგზავნის 2016, 22 იანვარი, 8:57 სულ ახლახანს, ერთ-ერთ უცხოურ მედიაზე ატვირთულმა სტატიამ, საზოგადოების მხიარულება გამოიწვია, კერძოდ კი ჩინეთის ერთ-ერთი ქალაქში მცხოვრებმა გოგონამ- ხიაოხიაომ, მას შემდეგ რაც შეყვარებული ბიჭის დედამ მსუქანი უწოდა (რაზეც მის სატრფოს რეაგირება არ მოუხდენია), ცხელ გულზე ძალზედ კარდინალური გადაწყვეტილება მიიღო: პირველ რიგში გაწყვიტა შეყვარებულთან ურთიერთობა, ხოლო შემდეგ კი მიაკითხა ქირურგს. გადაუდებელი ქირურგიული ჩარევის შემდეგ ორგანიზმიდან გამოიტუმბა ქონი, ხოლო პროცედურასთან თანმხლები წინა თუ შემდგომი მოვლენები ფოტოებზე აღბეჭდა და ატვირთა სოც-ქსელის, Weibo-ს საკუთარ გვერდზე.
ამ ყველაფრის შემდეგ კი საკუთარი ქონისგან გააკეთა საპონი და გადაწყვიტა ჩინეთის ერთ-ერთ მასშტაბურ დღესასწაულზე "ახალ წელს", რომელსაც თებერვალში ზეიმობენ, საჩუქრად ყოფილ შეყვარებულს სადედამთილოსთვის გაუგზავნოს. ფოტოს კი, სადაც ხიაოხიაო საკუთარი ქონისგან გაკეთებული საპნით ხელში იმყოფება, გაუკეთა წარწერა: "უხეშ ადამიანს, რომელიც სხვებს ფიზიკურად ნსჯის". ხიაოხიაოს ეს გაბედული ნაბიჯი გადაადგმევინა წიგნმა "მებრძოლთა კლუბი", სადაც Tyler Durden-ი საავადმყოფოებიდან იპარავს ლიპოსაქციის შედეგად მიღებულ ქონს და აკეთებს საპნებს. თუმცა ხიაოხიაო ერთადერთი არაა გარდა ამ წიგნის გმირისა, ვინც ადამიანის (საკუთარი) ქონისგან საპონი გააკეთა, ცნობილია, რომ 2013 წელს მხატვარმა Orestes de la Paz-მა მაიამიში ცატრებული ლიპოსაქციის შედეგად ამოიტუმბა სამი ლიტრი ქონი და გააკეთა 20 ნაჭერი საპონი. მოკლედ, ასე კრეატიულად უნდა ხიაოხიაოს ახალი წლის მილოცვა ყოფილი სადედამთილოსთვის. ეხლა კი გთავაზობთ ფოტოებს: 790 17-ს მოსწონს
|