სხვა ყველაზე მდიდარი ადამიანები მთელს მსოფლიოში 2016, 21 იანვარი, 17:48 ვინ არიან მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე მდიდარი ადამიანები?
ისტორიის მანძილზე მცხოვრები მდიდარი ადამიანების ქონება გადაყვანილია ერთ ერთეულში ინფლაციის გათვალისწინებით. სიაში შედიან მეწარმეები, მებრძოლები და ქურდი ბარონები. შეგნებულად არაა შეტანილი მონარქების სახელები, ვინადიან მათი ქონება ქვეყნის ქონებას წარმოადგენს. მაშ ასე, წარმოგიდგენთ მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიას. bill geist მაქსიმალური ქონება: $ 136 მლრდ სიმდიდრის წყარო: პოლ ალენთან ერთად დააარსა Microsoft 1975 წელს. Carlos Slim მაქსიმალური ქონება: $61.8 მილიარდი სიმდიდრის წყარო: გაგიკვირდებათ და, ასეთი ბევრია. თუმცა იგი ცნობილია დიდი წილებით მნიშვნელოვან სატელევიზიო კომპანიებში, განსაკუთრებით კი America Movil’ში, რომელიც ლათნურ ამერიკაში ყველაზე დიდი კორპორაციაა. Warren Buffett მაქსიმალური ქონება: $63.9 მლრდ სიმდიდრის წყარო: ინვესტიციები. SamWalton მაქსიმალური ქონება: $64.5 მლრდ სიმდიდრის წყარო: 1962 წელს დააარსა Walmart და მას შემდეგ პრინციპში, მისი ბიზნეს აქტივობა შეჩერდა. Marshal Field მაქსიმალური ქონება: $66.1 მლრდ სიმდიდრის წყარო: სამოქალაქო ომის დროს ჩიკაგოში დააარსა საცალო მაღაზიათა ქსელი Marshall Field and Co. Stephan Van Rensselear მაქსიმალური ქონება: $68.5 მლრდ სიმდიდრის წყარო: US Militia New York State Assembly’ს წევრი. Jay Gould მაქსიმალური ქონება: $71.2 მლრდ სიმდიდრის წყარო: რკინიგზის ბარონი და ოქროს სპეკულატორი. Henry Duke of Lancaster მაქსიმალური ქონება: $77.5 მლრდ სიმდიდრის წყარო: ინგლისელი დიპლომატი, წარჩინებული, ჯარისკაცი და გარტერის ორდენის დამაარსებელი. იგიცნობილია საფრანგეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებებით და Corpus Christi’ს კოლეჯის მფარველი. Frederic Weyerhaeuser მაქსიმალური ქონება: $ 79.4 მლრდ სიმდიდრის წყარო: მე-19 საუკუნეში გერმანიიდან აშშ-ში გადასახლდა და იქ დააარსა Weyerhaeuser Company – ერთ-ერთი ყველაზე დიდი მერქნის გადამამუშავებელი კოპმანია. A.T. Stewart მაქსიმალური ქონება: $88.9 მლრდ სიმდიდრის წყარო: ამერიკელი მეწარმე, მან დააარსა პირველი უნივერმაღი მანჰეტენში და შემდეგ გააფართოვა თავისი საცალო ბიზნესი. Stephan Girard მაქსიმალური ქონება: $ 105 მლრდ სიმდიდრის წყარო: წარმატებული ვაჭარი, რომელიც სიცოცხლის ბოლო პერიოში “Girard’s Bank’ის“ მფლობელი გახდა. John of Gaunt მაქსიმალური ქონება: $ 101 მლრდ სიმდიდრის წყარო: რიჩარდ მე-2’ის რეგენტი ამ უკანასკნელის მმართველობის უმეტეს პერიოდში. Henry Bolingbroke’ს მამა ( რომელიც გადასახლებდან დაბრუნდა რიჩარდ მე-2ის ტახტიდან ჩამოსაგდებად და ინგლისის ტახტის ხელში ჩასაგდებად. ჯონი ასევე იყო შექსპირის ნაწარმოებების ერთ-ერთ გმირი. Richard Fitzalan 10th Earl of Arundel მაქსიმალური ქონება: $ 108 მლრდ სიმდიდრის წყარო: არუნდელის გაფი. მონაწილეობდა შოტლანდიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში და ასწლიან ომში. მისი შთამომავალი გრაფები – კერძოდ კი მისი შვილები – ასევეშეავსებდნენ ამ სიას, მაგრამ ამ ფულს მხოლოდ ერთხელ ვთვლით. John Jacob Astor მაქსიმალური ქონება: $ 121 მლრდ სიმდიდრის წყარო: წარმატებული ბეწვეულით მოვაჭრე. მან თითქმის მონოპოლია შექმნა აშშ-ს ბაზარზე 1800-იან წლებში. მოგვიანებით მან ინვესტიციები ჩადო ნიუ-იორკში ურავ ქონებაში. William de Warenne მაქსიმალური ქონება: $ 134 მლრდ სიმდიდრის წყარო: წარმოშობით ნორვეგიელი უილიამ უორენი მონაწილეობდა ჰასტინგის ბრძოლაში, რისთვისაც დააჯილდოეს ქონებით სასექსსში, ნორსფოლკსა და იორკშირში. ის გახდა სურეის პირველი გრაფი. Alan Rufus მაქსიმალური ქონება: $ 149 მლრდ სიმდიდრის წყარო: ნორმანდიელი, რომელიც შეუერთდა უილიამ დამპყრობელს დიდ ბრიტანეთში შეჭრისას მე-11 საუკუნეში. ალან „წითელს“ ჰქონდა 250, 000 აკრი მიწა იორკშირიდან ლონდონამდე. ასევე ჩრდილოეთ იორკშირში ფლობდა Richmond Castle-ს, რომელიც იმ დროისთვის, საკამოდ კეთილმოწყობილი და კომფორტული სასახლეგახლდათ. Cornelius Vanderbilt მაქსიმალური ქონება: $ 185 მლრდ სიმდიდრის წყარო: 1862 წელს დაიწყო სარკინიგზო ხაზების შესყიდვა. 70 წლის ასაკში მისი სიმდიდრის უმეტესობა ამ ბიზნესიდან მოდიოდა. მიუხედავად ამისა, მას იცნობდნენ როგორც ორთქლმავალი გემების ცივსისხლიან მეწარემს. სტატის ავტორი:ბექა ავდიევი 132 4-ს მოსწონს
|