თავის მოვლა როგორ ვუშველოთ გადაღლილ თვალებს 2016, 21 იანვარი, 10:24 კანი თვალის გარშემო განსაკუთრებით მგრძნობიარეა, თუკი თქვენ არ იღებთ ჯანსაღ საკვებს ან გაკლიათ ძილი, პირველ რიგში ამას თვალების გარშემო შეგატყობთ ადამიანი, სახის კანის ფერი უფრო ჯანსაღი რომ იყოს და თვალის გარშემო დასიება და დაწითლება რომ ჩაცხრეს ამაში დაგეხმარებათ უბრალო საოჯახო ნივთები და სახლში არსებული პროდუქტები. მწვანე, შავი და გვირილის ჩაი მწვანე და შავი ჩაი შეიცავენ ტანინებს და კოფეინს, ტანინებს და კოფეინს შეუძლიათ შესიების ჩაცხრომა. გვირილის ჩაი კი შეიცავს ბუნებრივ კომპონენტებს რომლებიც აგრეთვე ხელს უწყობს შესიების დაცხრომას. ორ პაკეტ მწვანე, შავ ან გვირილის ჩაის დაასხით მდუღარე წყალი, გააჩერეთ 3 წუთი, ამოიღეთ ჩაის პაკეტები და გააგრილეთ, შემდეგ ყინულის საშუალებით შეგიძლიათ კარგად გააციოთ და დაიფინეთ პაკეტები თვალებზე 15 წუთის განმავლობაში. კოვზები რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს ცივი კოვზებიც შველის შესიებულ და დაწითლებულ თვალებს, ცივი მეტალის დადება იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას თვალის გარეშემო რაც დაღლილობის შეგძნებას ნამდვილად მოგიხსნით . რძე ცივი რძე ხელს უწყობს სისხლძარღვების შევიწროვებას და ამცირებს შეშუპებას. არბილებს მშრალ გაღიზიანებულ კანს, და რძის ცხიმი კარგად შეიწოვება თვალის გარშემო კანში. ცივი რძე ბამბის ტამპონებით შეიზილეთ წრიული მოძრაობით ვალის გარშემო მანამ სანამ კარგად არ შეიწოვება რძე კანის საშუალებით. კიტრი კიტრის რგოლები კლასიკური დამამშვიდებელია თვალის დაღლილობის და შეშუპების დასაცხრომათ, რადგან კიტრი შეიცავს C ვიტამინს და კოფეინის მჟავას. დაიდეთ კიტრის რგოლები 10-15 წუთის განმავლობაში. და რომ მოიცლით ჩამოიბანეთ გრილი წყლით. კვერცხის ცილა კვერცხის ცილა ჭიმავს კანს და მოქმედებს როგორც გამაახალგაზრდავებელი საშუალება, ცილა აგრეთვე დიდი რაოდენობით შეიცავს ვიტამინ B2, რომელიც ძალიან დადებითად მოქმედებს სახის კანზე და თვალის გარშემო მიდამოებზე. კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ფუნჯის საშუალებით წაისვით თავლის უპეებში, დააცადეთ გაშრობა დაახლოებით 15 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. გისურვებთ ჯანმრთელობას!!! 502 9-ს მოსწონს
|