მათ ისევე უყვართ საკუთარი შვილები, როგორც ადამიანებს (გულისამაჩუყებელი ფოტოსურათები)
მშობლების სიყვარულს შვილების მიმართ, საზღვარი არა აქვს და ეს ეხება არა მარტო ადამიანებს, არამედ ცხოველებს და ფრინველებსაც. ამ გულისამაჩუყებელ სურათებზე, ჩვენთვის კარგად ნაცნობი მომენტები არის ასახული. ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ როდესაც ბავშვები იბადებიან, ყველა ერთნაირი ხდება და ყველანაირად ცდილობენ სითბო, სიყვარული და მზრუნველობა არ მოაკლონ საკუთარ შვილებს.
ისევე როგორც ადამიანები, ცხოველებიც მოსიყვარულე მშობლები არიან (მათ შორის, აყვანილი შვილების მიმართაც) და ეს რომ ასეა, ამის მტკიცებულებად, ქვემოთ წარმოდგენილი ფოტონაკრები გამოდგება.