რომანტიზმი ერთ–ერთი მიმდინარეობაა, რომელიც ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში, XIX საუკუნეში კი ევროპის სხვა ქვეყნებში გავრცელდა. შოპენჰაუერის ფილოსოფიის მიხედვით
ადამიანს გააჩნია უსაზღვრო სურვილი, მაგრამ ეს სურვილი განხორციელებული ხდება, მხოლოდ
უმაღლეს ადამიანებში.ამის განხორციელებაში კი მხოლოდ ხელოვნება თუ დაეხმარება ადამიანს.რომანტიზმმა ლიტერატურაში წამოაყენა საკუთარი გმირი - ღრმა განცდებისა და მგზნებარე ტემპერამენტის, მოუსვენარი, დაუმორჩილებელი, ამასთან ერთად ცოტა დაბნეულიც კი რეალურ სინამდვილესთან მიმართებაში. რომანტიზმი იყო ერთიანობა აზრებისა და პრინციპებისა, რომელიც იმ ეპოქის შემოქმედთა უმრავლესობას ახასიათებდა.რომანტიზმმა შეცვალა ადამიანისა და სამყაროს ხედვა, ყოველი ადამიანი წარმოადგენს განსაკუთრებულ არსებას.არსებობს რომანტიზმის ორი ასპექტი: პასიური და აქტიური. პასიური ასპექტი ხასიათდება გონების კრიზისით და ჭარბი მგრძნობელობით, რაც იწვევს ტანჯვას, სასოწარკვეთას, მელანქოლიას, გაქცევის სურვილს. აქტიური ასპექტი გამოიხატება ე.წ. ინტელექტუალური რომანტიზმით, ენერგიის კულტით, სოციალური უსამართლობის წინააღმდეგ მოქმედებით.XX ს-ში რომანტიზმი აღარ შეადგენს ერთიან მხატვრულ მიმდინარეობას, უფრო მეტიც, ცალკეულ მწერალთა შემოქმედებაში მხოლოდ რომანტიზმის ნიშნებიღაა შენარჩუნებული. რომანტიკოს მწერლებმა ახალი კონცეფცია
შემოიტანეს, მოხსნეს შეზღუდვები და უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს.მათი მიზანი იყო არა რეალობის ზუსტი აღქმა არამედ თავიანთი ვარიანტის
შეთავაზება მკითხველისთვის.ისინი ეყრდნობოდნენ ბუნების მისტიურ სახეს, პოეტურ განცდას, გრძნობაზე დამყარებულ ხედვას, ბრძოლას, გმირობას, სილამაზეს, უცნაურობას, სიყვარულს.რომანტიკოსებმა სიახლე შემოიტანეს ყველა ლიტერატურულ ჟანრში, ისინი უარს ამბობდნენ პოეზიაში ხელოვნურად შექმნილ ფრაზებზე და თავიანთ გრძნობებზე დაყრდნობით თხზავდნენ რათა მკითხველს გულით გაეგო და არა გონებით.
ასევე მუსიკაშიც რომანტიკული მუსიკის მიზანია მსმენელში ემოციის, მღელვარების გამოწვევა რაც გულისხმობს ემოციის, ოცნების, ფანტასტიკური ელემენტების, პოემების, ომის, სიყვარულის, და რაც მთავარია კომპოზიტორის იდეის ერთიანობას.რომანტიკოსთა მიერ შემოტანილი ხმოვანება მეტად შთამბეჭდავი და მდიდარია. მუსიკალური ჟანრებიდან ამ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სიმფონიაა, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ბეთჰოვენმა შეასრულა.
რომანტიზმს ჰქონდა განმასხვავებელი თავისებურებანი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელთა შემოქმედებაში. ასე მაგ., ინგლისში რომანტიკულად ამაღლებულ პეიზაჟებს ქმნიან უ. ტერნერი, ჯ. კონსტებლი, რუსეთში კი რომანტიზმმა მნიშვნელოვანი ზემოქმედება მოახდინა უმთავრესად, პორტრეტული, აგრეთვე პეიზაჟური ფერწერის განვითარებაზე (ბრიულოვი, აივაზოვსკი, ივანოვი).XIX საუკუნეში საქართველოში რომანტიზმის შემოსვლა ქართული კულტურის ევროპული ორიენტაციის მანიშნებელი იყო, თუმცა თავად ქვეყანა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კიდევ ორი საუკუნის განმავლობაში ჯერ - რუსეთის, მერე კი უკვე საბჭოთა იმპერიის განაპირა პროვინციას წარმოადგენდა. საბჭოთა ეპოქაში ქართული რომანტიზმის შესწავლა მსოფლიო კონტექსტში წარმოუდგენელი იყო და არც არასდროს
მომხდარა. რომანტიზმის ეპოქის მხატვრები არიან ეჟენ დელაკრუა, ფრანსისკო გოია, თეოდორ ჟერიკო, გასპარ დავიდ ფრიდრიხი და ა.ე.