ქალი და მამაკაცი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალბატონები 2016, 18 იანვარი, 18:17 “მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები – შავგვრემანები არიან” – ამ ფრაზას ბევრი ეთანხმება და ბევრი სასტიკად უარყოფს, თუმცა არსებობს სტატისტიკა: სილამაზის ორი მთავარი კონკურსის – „მის სამყაროსა“ და „მის მსოფლიოს“ გამარჯვებულების 90% სწორედ შავგვრემანებს წარმოადგენს.
გთავაზობთ რამდენიმე ლამაზმანს: ბრაზილიელი: ადრიანა ლიმა ![]() ყველაზე სექსუალური „ანგელოზი“ ნამდვილ “მტაცებლად” ითვლება. ჭეშმარიტი ბრაზილიელი ზედმეტი ქალური ფორმებით გამოირჩევა. ადრიანა ჩვენი დროის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ქალად ითვლება. ინდოელი: აიშვარია რაი ![]() ამერიკელი: მეგან ფოქსი ![]() ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური ქალი. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ თავის სილამაზეს მეგანი არა ბუნებას, არამედ პლასტიკურ ქირურგიას უნდა უმადლოდეს. რაც არ უნდა იყოს და რამდენი ოპერაციაც არ უნდა ჰქონდეს გაკეთებული, მეგან ფოქსი იდეალური პროპორციების მქონე მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია. იტალიელი: მონიკა ბელუჩი ![]() უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში მონიკა არავის უთმობს მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალის ტიტულს. მის სილამაზეს იმდენად ბევრი ადამიანი იზიარებს, რომ უმეტესობას ეჭვი ეპარება იმაში, რომ ამ სადავეებს ლამაზმანი ოდესმე დათმობს. ულტრაქალურმა მონიკამ, მგრძნობიარე ტუჩებითა და ჭკვიანი თვალებით სილამაზის სამყარო დაიპყრო. 51 წლის ასაკშიც კი, ის კვლავ უკონკურენტოა. ესპანელი: პენელოპა კრუსი ![]() ჰოლივუდის საბედისწერო ქალი, რომელსაც ხშირად ტემპერამენტთან ასოცირდება. მან მართლაც იმდენად კარგად გაითავისა ექსპრესიული ესპანელი ქალის, მარია ელენას როლი ფილმში „ვიკი კრისტინა ბარსელონა“, რომ ამ როლისთვის „ოსკარი“ დაიმსახურა. რეალურ ცხოვრებაში ის გაცილებით მშვიდია. მუქი კანი, თაფლისფერი თვალები და შავი თმა მისი სავიზიტო ბარათი გახდა. ბრიტანელი: კეტრინ ზეტა-ჯონსი ![]() ჰოლივუდის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მსახიობმა, მაიკლ დუგლასმა ერთხელ ამ ქალბატონზე თავი დაკარგა, თანაც იმდენად, რომ თავის იმჟამინდელ ცოლს რეკორდულად დიდი თანხა გადაუხადა განქორწინების სანაცვლოდ. მიზანი კი ოცნების ქალთან ერთად ყოფნა იყო. დღეს ისინი ბედნიერად ცხოვრობენ და შვილებს ზრდიან. მექსიკელი: სელმა ჰაიეკი ![]() ჩინელი: ფან ბინბინი ![]() თუ თქვენ არ იცით, ვინ არის ფან ბინბინი, გამოდის, რომ ბევრი რამ გამოგრჩათ, რადგან სწორედ ის არის აზიის საოცნებო ქალი. კონტინენტის ყველაზე ლამაზი ქალბატონი L’Oreal-ის სახეა. ის ხშირად გამხდარა განხილვის საგანი “კანის კინოფესტივალზე” – ჩინელ მსახიობს ფაიფურის სკულპტურას ადარებენ და მის სილამაზეს არაამქვეყნიურს უწოდებენ. და ასევე სხვა დანარჩენი: Angelina Jolie ![]() Laetitia Casta ![]() Scarlett Johansson ![]() Lupita Nyong’o ![]() Kim Kardashian ![]() Kacey Musgraves ![]() Tao Okamoto ![]() Megan Fox ![]() სტატის ავტორი ბექა ავდიევი 558 3-ს მოსწონს
|