x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ცნობილები, რომლებიც კიბოთი დაიღუპნენ
ჯანმრთელობა, ეს არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი. გარკვეული ფაქტორებისა და არასწორი თუ საკვებად უვარგისი პროდუქტების გავლენამ, არსებითად იმოქმედა ჩვენს ჯანსაღ ორგანიზმზე უარყოფითად. ისიც ცხადია, რომ დღითიდღე ვითარდება მედიცინა, ინოვაციურ და მაღალ ტექნოლოგიურ პროცედურებს გვიტარებს და აფერხებს ჯანმრთელობის გაუარესების რისკს, თუმცა კიბო ალბათ ერთ-ერთია იმ არასასურველ დაავადებებს შორის, რომლის წინაშე თვით მედიცინაც უძლურია.


აქვე მინდა განგიმარტოდ, რომ კიბო (სიმსივნე) არის მდგომარეობა, როცა ერთი ან რამდენიმე უჯრედი კარგავს კონტროლს და მრავლდება უსისტემოდ. კიბოს დაავადებათა ფართო ჯგუფს უწოდებენ, რომლებიც ატიპური უჯრედების გაუკონტროლებელი ზრდითა და გამრავლებით ხასიათდებიან. ორგანიზმის ზრდასთან ერთად უჯრედების რაოდენობა იზრდება და ეს პროცესი მკაცრად კონტროლირდება. ზოგიერთი უჯრედი, მასში წარმოქმნილი ცვლილებების გამო აღარ ექვემდებარება ასეთ კონტროლს და უსასრულოდ მრავლდება.

სიმსივნე, ისევე როგორც ნორმალური ქსოვილი უჯრედებისაგან შედგება, მაგრამ ნორმალური უჯრედებისაგან განსხვავებით სიმსივნურ უჯრედებს დაქვეითებული ან სრულიად დაკარგული აქვთ მომწიფების, დიფერენციაციის უნარი და ახასიათებთ განუსაზღვრელი გამრავლება, რის შედეგადაც წარმოქმნილი სიმსივნური ქსოვილი აზიანებს და არღვევს ირგვლივმდებარე ნორმალურ ქსოვილებსა და ორგანოებს; სიმსივნეებს შეისწავლის მეცნიერება ონკოლოგია. იმისდა მიხედვით თუ რომელი ქსოვილისაგან ვითარდება სიმსივნე, განარჩევენ მწიფე ანუ კეთილთვისებიან სიმსივნეს, რომელიც შენებით წააგავს დედურ ქსოვილს (ჰომეოპლაზია), და უმწიფარ ანუ ავთვისებიან სიმსივნეს რისი შენება მკვეთრად განსხვავდება დედური ქსოვილისაგან (ანაპლაზია).


შესავლის შემდეგ კი მინდა წარმოგიდგინოთ გასული საუკუნის თუ ჩვენი წლების ის ცნობადი გენიები, რომელთაც არაერთ მაყურებელს დაწყვიტეს გული და უკურნებელი დაავადებით- კიბოთი დაიღუპნენ.

image



1. Alan Rickman. კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, 2016 წლის 14 იანვარს ლონდონში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი Alan Rickman-ი, რომელმაც მაყურებელს თავი შეაყვარა ფილმებიდან: <"Professor Severus Spain"; "Harry Potter"; "Die Hard.">

imageimage



2. David Bowie. წელიწადნახევრიანი ბრძოლის შემდეგ, 2016 წლის 10 იანვარს ასევე კიბოთი გარდაიცვალა ცნობილი მუსიკოსი დევიდ ბოუი.

imageimage



3. Жанна Фриске. რუსი მომღერალი, რომელსაც თავის ტვინის სიმსივნე 2014 წელს დაუდგინდა და საზღვრებს გარეთ წელიწადნახევრიანმა მკურნალობამ მაინც უშედეგო ნაყოფი გამოიღო, 2015 წლის 15 ივნისს გარდაიცვალა.

image



4. Steve Jobs. ყველაზე ბრენდული ფირმის Apple-ს დამფუძნებელი 2004 წლიდან დაავადებული იყო კიბოთი. მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, ის მაინც, 2011 წლის 5 ოქტომბერს, დღის 3 საათზე, კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაიცვალა. როგორც ცხადია, მას ჰქონდა კიბო პანკრეასზე და რესპირატორული გართულებებით დაიღუპა.

image



5. Audrey Hepburn. ლეგენდარული მსახიობი და სილამაზის ეტალონი ოდრი, ასევე კიბოთი იყო დაავადებული. 1992 წლის 1 ნოემბერს მას ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა, რის შემდეგაც სიმსივნე ამოკვეთეს, თუმცა გასული სამი კვირის შემდეგ, მუცლის არეში ტკივილები კვლავ დაეწყო და 1993 წლის 20 იანვარს, 63 წლის ასაკში, საკუთარ სახლში, ოჯახის წევრების გარემოცვაში დაიღუპა.

imageimage



6. Patrick Swayze. 80-90-ნი წლების, თითქმის ყველა ქალის გულთამპყრობელი მსახიობი, 2009 წლის 9 იანვარს საავადმყოფოდან წამოვიდა ფილტვების ანთების დიაგნოზით, თუმცა მორიგი კონსულტაციის შემდეგ, ამავე წლის 19 აპრილს აშკარა გახდა, რომ კიბოს მეტასტაზები ჰქონდა ღვიძლზე, რის გამოც 2009 წლის 14 სექტემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image



7. The Beatles-ის გიტარისტმა, 1997 წლის აგვისტოში ფილტვიდან და ხორხიდან ამოიკვეთა სიმსივნე. 2001 წელს კი ცხადი გახდა, რომ მას ასევე ჰქონდა ავთვისებიანი სიმსივნე თავში, რამაც ის იმსხვერპლა.

image



8. Bob Marley. 1977 წლის ივლისში, იამაიკელ მუსიკოსს ფეხის დიდ თითზე აღმოაჩნდა ავთვისებიანი მელანომა (კიბოს ერთ-ერთი ფრომა), 1981 წლის 11 მაისს კი ის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

imageimage



9. Luciano Pavarotti. საოპერო ხმაში წამყვანი, კლასიკური მუსიკის სამეულის Luciano Pavarotti, Placido Domingo და Jose Carreras ტრიოს, იტალიელი ტენორი, ლუჩიანო გამოაკლდა. იგი 2007 წლის 6 სექტემბერს პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა.

imageimage



10. Борис Химичев. საბჭოთა დროინდელი რუსული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზის შემდეგ, რომელიც 2014 წლის ივნისში დაუდგინდა, ამავე წლის 14 სექტემბერს 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.

image



11. Ray Charles. საკულტო, ამერიკელი კომპოზიტორი და შემსრულებელი, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მუსიკოსი, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, ღვიძლის კიბოთი 73 წლის ასაკში, 2004 წელს გარდაიცვალა.

image



12. Jackie Kennedy Onassis. 60-ნი წლების, აშშ-ს პირველ ლედის, ლიმფური ჯირკვლების კიბო 1994 წლის იანვარში დაუდგინდა. ამავე წლის 19 მაისს კი ის გარდაიცვალა და გარდაცვალების დღემდე არ იმჩნევდა საერთოდ თუ ავადმყოფობდა.

imageimage




13. Joe Cocker. გამოჩენილი, ბლუზის მომღერალი 70 წლის ასაკში, ფილტვის კიბოთი 2014 წლის 22 დეკემბერს კოლორადოში გარდაიცვალა.

imageimage

3
607
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
607
  
2016, 19 იანვარი, 15:46
სტივ ჯობსი? მილიარდელი...... კი მაგრამ გამოკვლევებს არ იტარებდა ეს უბედური? ყოველ 6 თვეში კეთდება სინჯები ონკოლოგიური დაავადებების აღმოსაჩენად......
2016, 18 იანვარი, 11:20
ხო გამიგია მეც სოდის ამბავი :)
2016, 17 იანვარი, 17:32
ეს ხალხი გამაგიჯებს, რისტვის იკლავტ ტავს როცა სოდა კურნავს კიბოს და ურინატერაპიაც! ეს დეფექტი გენი მე მემკვიდრეობიტ მაქვს აგერ 30 წლ და მშვენივრად ვარ და არც ვაპირებ ამიტ სიკვდილს 100 წლ! დაგოგლეტ, სოდა კურნავს კიბოს ინგლისურად და რუსულადაც, იუტუბიზეც უმარავი ვიდეო დევს, ამ მეტოდს ატასწლებია იყენებდნენ ძველი შუმერებიც, ეგვიპტელებიც, ინდოელებიც, მატ სამედიცინო წიგნეშიაა ეს, მოკლედ, 1 ჩაის კოვზს ხსნიტ ცხელ წყალში და სვავტ, კვირაში ან ტვეში 1-2 ჯერ პროფილაქტიკის მიზნიტ არასდროს შეგხვდებატ ეგ ავადმყოფობა, კიბოიანები კი უმატებტ 1 დოზაზე 3 დოზა ტაფლს ან სიროფს, სულ ეგაა, ოღონდ სვავტ ყოველ დღე 2 კვირა მაინც, შეისვენებტ კიდევ...ტავად დაგოგლეტ და ნუ შემიწუხებტ გულს, სორრი

კიბო ქრება სრულიად 3-5 ტვის ტავზე ნახავტ რომ არარაფერი გესინჯებატ, მე 1 კვირა ვსვი სულ და 4 ტვის ტავზე არაფერი მესინჯებოდა.. ახლა ვსვა აქა იქ პროფილაქტიკის მიზნიტ, ტვეში 1-2 ჯერ, ტქვენც ყველას გირჩევტ
0 1 3