x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138455
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512078
ყველაზე ლამაზი კატის ჯიშები მსოფლიოში

შინაური ცხოველების მოყვარულები, ძველთაგანვე ორ “ბანაკად" არიან გაყოფილები — კატების და ძაღლების პატრონებად. იმის დადგენა, თუ რომელ ბანაკში უფრო მეტნი არიან, შეუძლებელია. მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ კატებს შორის, ყველაზე ლამაზი ჯიშები დავასახელოთ. უნდა აღინიშნოს, რომ აქ რეიტინგებზე არ არის საუბარი და ლამაზი და ნაკლებად ლამაზი კატები არ არსებობენ, რადგან ყველა კატა თავისებურად ლამაზი არის. მაგრამ არის კატის ჯიშები, რომელთა წარმომადგენლები, გარეგნობით, უფრო გამორჩეულები არიან და ფისომოყვარულებში, უფრო დიდი პოპულარულობით სარგებლობენ, ვიდრე დანარჩენები.

კატები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, მაგრამ ძირითადად, მათი დაყოფა ორ ჯგუფად შეიძლება: გრძელბეწვიანებად და მოკლებეწვიანებად, თუმცა არიან შიშვლებიც.

image

imageimage

გრძელბეწვიანი კატის ჯიშებიდან, ყველაზე ცნობილი და პოპულარული, მთელს მსოფლიოში, თურქული ანგორა არის. ამ ჯიშის კატებს შორის, აღსანიშნავია ე. წ. ჰეტეროქრომები, რომლებსაც ერთი თვალი ცისფერი აქვთ, ხოლო მეორე – მწვანე ან ქარვის ფერი.

image

ანგორის კატის სხეული საშუალო სიგრძის ბეწვით არის დაფარული, ხოლო კუდზე ბეწვი უფრო გრძელი აქვს. ჩვეულებრივ, ამ ჯიშის კატა ქათქათა თეთრი ფერის არის, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თეთრს ცისფერი ან თაფლისფერი დაჰკრავს. სამწუხაროდ ამ ჯიშის კატები, ხშირ შემთხვევაში, ცისფერი თვალის მხარეს მდებარე ყურში არ ესმით.

image

imageimageimage

შორს რომ არ წავიდეთ, აქვე წარმოგიდგენთ თურქეთში გამოყვანილ, კიდევ ერთ გრძელბეწვიან კატის — თურქული ვანის ჯიშს.

image

ეს ნახევრად გრძელბეწვიანი კატა არის. ის, სხვა მსგავსი ჯიშის კატებისგან, იმით განსხვავდება, რომ მისი ბეწვი წყალგაუმტარია. ზამთარში ბეწვი სქელდება, ხოლო ზაფხულში ისეთი რბილი და ფაფუკი არის, როგორც ქიშმირი.

image

თურქული ვანი არის სახლის კატების "აბორიგენული ჯიში". გენეტიკური კვლევის თანახმად, ეს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ჯიშია ურქეთის ტერიტორიაზე, რომელმაც ჩვენს დრომდე მოაღწია.

image

imageimageimage

თურქული ვანისგან განსხვავდება, გრძელბეწვიანი კატების კიდევ ერთი წარმომადგენელი — ნორვეგიული ტყის კატა.

ეს საკმაოდ დიდი ზომის კატა არის, ფუმფულა ლამაზი ბეწვით. მას გრძელი ბეწვი, თათების ქვედა ნაწილშიც კი აქვს და ამიტომ, მკაცრი ზამთრის პირობებში, თათები არ ეყინება.

image

ნორვეგიული ტყის კატისთვის დამახასიათებელია, საკმაოდ დიდი სხეული, მაღალი ფეხები და ფუმფულა კუდი. ამ ჯიშის წარმომადგენლები საკმაოდ მშვიდები არიან და კარგად გრძნობენ თავს, თუ სახლში, ძაღლის სახით, მეორე შინაური ცხოველიც არის.

image

ეს ნორვეგიის ოფიციალური ჯიში არის, რომელიც კატების საერთაშორისო ფედერაციამ 1977 წ. ოფიციალურად აღიარა.

image

imageimageimage

ნორვეგიულ ტყის კატა, გარეგნულად ძალიან ჰგავს ამერიკულ მეინ კუნს, რომელიც ასევე მშვიდი ხასიათით გამოირჩევა. ამ ჯიშის კატისთვის დამახასიათებელია მონადირის უნარ-ჩვევები და დიდი ზომის სხეული.

image

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, მისი ბეწვი უფრო სქელი ხდება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ის განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს.

ეს ამერიკის ჩრდილოეთის, მენის შტატისი ოფიციალური ჯიში არის.

image

image

imageimageimage

ითვლება, რომ მეინ კუნი ყველაზე დიდი შინაური ცხოველია, კატისებრთა ოჯახიდა. მაგრამ არის კიდევ ერთი საინტერესო ჯიში, რომლის წარმომადგენლები, ყველაზე მაღლები არიან, კატებს შორის. ეს არის სავანა, რომელსაც ბევრი, არაოფიციალურად, აშერს ეძახის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სავანა, ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი კატის ჯიშია მსოფლიოში (22-28 ათასი $).

image

imageimageimage

ჩვენთან ნაკლებად ცნობილმა, სომალის კატამ ევროპა და ამერიკა დიდი ხნის წინ დაიპყრეს, თავისი უჩვეულო სილამაზით.

image

ეს მეტისმეტად მშვიდი კატა, სხეულის დიდი ზომით გამოირჩევა: აქვთ გრძელი სხეული და დიდი, ფუმფულა, შავზოლიანი კუდი. ტანი სქელი ბეწვით აქვს დაფარული, ყელზე "საყელო" აქვს, ხოლო უკანა თათებზე – "შარვალი" “აცვია".

image

image

image

imageimage

1960 წელს, კალიფორნიის შტატში, ძალიან საინტერესო კატის ჯიში გამოიყვანეს. რეგდოლი (Ragdoll) ასე ჰქვია ამ ჯიშა, რაც ქართულად “ნაჭრის თოჯინას" ნიშნავს.

image

“სპარისგან" განსხვავებით, რომელიც ამ კატის საფუძველს წარმოადგენს, მათი ბეწვი უფრო მეტად კურდღლის ბეწვსა წააგავს და განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს, ხოლო ხასიათით, ბევრად უფრო მშვიდი და კეთილი არის, ვიდრე სპარსული კატა.

რეგდოლდი – ყველაზე მომთმენი კატა არის მთელს მსოფლიოში.
image

მისი მოფერება უსასრულოდ შეიძლება, ის პროტესტს არასოდეს გამოთქვამს.

imageimageimageimageimageკატებს შორის, ყველაზე პოპულარულები, სპარსული ჯიშის კატები არიან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ფუმფულა არსებას, სახლის გარეთ, უპატრონოდ, ცხოვრება არ შეუძლია.

image

სპარსული კატის დამახასიათებელი ნიშანია პატარა და განიერი ცხვირი, გრძელი ბეწვი, რომელიც გამუდმებით მოვლას საჭიროებს. გარდა ამისა, თვალებსაც გაწმენდა უნდა, რომ რამე ინფექცია არ შეიჭრას.

imageimageimageimageimage

ჰიმალაის კატა, გარეგნობით, ძალიან ჰგავს სპარსულს. მაგრამ, მათი გარჩევა თვალის ფერით არის შესაძლებელი. სპარსული ჯიშისგან განსხვავებით, ჰიმალაის კატას ცისფერი თვალები აქვს. გარდა ამისა, ამ ჯიშის კატას, ტანთან შედარებით, უფრო მუქი ფერის სახე და თათები აქვს, ისევე როგორც სიამის კატას.

image

image

imageimageimage

ზემოთ ხსენებული სიამის კატაც მოხვდა ამ ჩამონათვალში, როგორც კატების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჯიშის წარმომადგენელი.

imageყველამ არ იცის, რომ სიამის კნუტები, სრულიად თეთრები იბადებიან. ყურები, თათები და კუდი, ზრდის პროცესში, თანდათანობით უმუქდებათ.

imageამ ჯიშის კატები ამერიკაში და ევროპაში, გასული საუკუნის დასაწყისში მოხვდნენ და მაშინვე მოხიბლეს ადგილობრივი ფისომოყვარულები.

image

ისინი ძალიან “მეგობრულები", ჭკვიანები და კონტაკტურები არიან. სხვა კატებისგან განსხვავებით, რომლებიც ღამე უფრო აქტიურები არიან, სიამები, “ღამის ცხოვრებით" არ ცხოვრობენ, რადგან ღამის ხედვა კარგად არა აქვთ განვითარებული. სამაგიეროდ, ისინი ძალიან აქტურები არიან დღის მანძილზე. მათ მეტისმეტად ბევრი “ლაპარაკი" უყვართ თავიაანთ პატრონებთან.

image

imageimageimage

შემდეგი კატის ჯიში, რომელიც ამ ჩამონაშვალში მოხვდა, ტოიგერი (Toy+Tiger) არის. “ტოიგერი" – სათამაშო ვეფხვს ნიშნავს და ეს მართლაც ასეა. ამ ჯიშის კატები, ვეფხვებისგან მხოლოდ ზომით განსხვავდებიან.

image

image

კატის ეს ჯიში იმიტომ გამოიყვანეს, რომ საზოგადოების ყურადშება, ველურ ბუნებაში, ვეფხვების გადაშენების პრობლემაზე მიექციათ. ეს ჯიში 90-იქნი წლების დასაწყისში დაარეგისტრირეს, მაგრამ კატების საერთაშორისო ფედერაციამ, ჯიშად მხოლოდ 2007 წ. აღიარა და კონკურსებში მონაწილეობის უფლება მისცა.

image

imageimageimage

ხალებიანი კატების კიდევ ერთი წარმომადგენელი, მოკლებეწვიანი, ეგვიპტური მაუ არის, რომელიც ელეგანტური კატის იმიჯს, ათასწლეულების მანძილზე ინარჩუნებს.

image

ეს ერთ-ერთი ყველაზე უძველესი ჯიშია, კატის ჯიშებს შორის. მისი გამოსახულება 3 000 წლის წინანდელ რელიქკიებზე არის დატანილი. სწორედ ამ კატებს ეთაყვანებოდნენ ძველი ეგვიპტელები.

სახელი “მაუ" ძველეგვიპტურად – კატას ნიშნავს.

image

ამ ჯიშის კატას აქვს მწვანე თვალები და თვალს ქვემოთ ორი ხაზი ე. წ. “მაკიაჟი". ყველაზე ხშირად, ამ კატებს, ვერცხლისფერის შეფერილობა აქვთ, იშვიათად – ბრინჯაოს ფერი.

image

imageimageimage

საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ჩვენთან, მოკლებეწვიან კატებს უჯიშოებად თვლიან. მაგრამ, სინამდვილეში, ეს ევროპის მოკლებეწვიანი ჯიშის წარმომადგენლები არიან.

image

ფერის მხრივ, შეზღუდვა არ არსებობს კატის ამ ჯიშისთვის. განსაკუთრებული სილამაზით, ოქროსფერი და ვერცხლისფერი შეფერილობის კატები გამოირჩევიან.

image

image

imageimageimageამერიკული მოკლებეწვიანი კატა, XVII საუკუნეში ევროპელი ემიგრანტების მიერ კონტინენტზე ჩაყვანილი, ევროპული მოკლებეწვიანი და ადგილობრივი კატის შეჯვარების შედეგად არის მიღებული. ისინი ევროპული ჯიშის, მსგავსი კატებისგან, შედარებით პატარა ზომის სხეულებით გამოირჩევიან.

image

imageimageimage

მოკლებეწვიანი კატის ჯიშებიდან, კატების მოყვარულებში, განსაკყთრებული პოპულარობით რუსული ცისფერი კატა სარგებლობს.

image

ეს არის მაღალი, გრძელი, გრაციოზული კატა, ღია მწვანე თვალებით და ძალიან სქელი ბეწვით. ამ ჯიშის კატები ძალიან ჭკვიანები არიან და პატრონებისადმი განსაკუთრებული ერთგულებით და თბილი ურთიერთობით გამოირჩევიან.

image

imageimageimageსინგაპურული კატა ლამაზი კატების ამ სიაში, თავისი ლამაზი თვალების გამო მოხვდა. კატების ამ ჯიშის წარმომადგენლებს დიდი და ლამაზი თვალების გარდა, დიდი ყურები და პატარა ზომის სხეულები აქვთ.

image

სინგაპურები ძალიან მშვიდი კატები არიან, მაგრამ ევროპაში ძალიან იშვიათად, თუ ვინმეს ჰყავს.

image

imageimageimage

კატებს შორის, უცნაურად გამოიყურებიან შოტლანდიური ყურებჩამოყრილი კატები. ასეთი ყურების გამო, ისინი ძალიან სასაცილოდ გამოიყურებიან.

image

ამ კატებს განსაკუთრებული შეფერილობა არა გააჩნიათ და ნებისმიერი შეფერილობის შეიძლება იყოს. ისინი კარგი ჯანმრთელობით და ხასიათით ხასიათდებიან.

განსაკუთრებული მახასიათებელი ნიშანი ამ ჯიშის კატებისთვის ის არის, რომ ძალიან წრიპინა ხმა აქვთ და დიდი ხნის მანძილზე შეუძლიათ უკანა თათებზე დგომა.

image

imageimageimage

ზემოთ ხსენებული კატისგან განსხვავებით, საწინააღმდეგო მიმართულებით აქვს გადახრილი ყურები ამერიკულ კერლს (American Curl). არც ამ კატას აქვს “ამოჩემებული ფერი" და ნებისმიერი შეფერილობის შეიძლება იყოს.

image

ეს კატები ადვილად გადიან ადაპტაციას ახალ გარემოში და ძალიან მეგობრული ხასიათით გამოირჩევიან.

image

ამ კატის ორი ჯიში არსებობს: მოკლებეწვიანი და ნახევრად გრძელბეწვიანი.
ამერიკის გარეთ, ამ ჯიშის კატა, დიდ იშვიათობას წარმოადგენს.

image

imageimageimage

და რა თქმა უნდა, გვერდს ვერ აუვლით იაპონურ ბობტეილ. ამ ჯიშის კატები, დიდი ხნის მანძილზე, იაპონელების თაყვანისცემის ობიექტები იყვნენ.

image

ძველთაგანვე, შუა საუკუნიდან მოყოლებული, ითვლებოდა რომ, კატის კუდში ბოროტი ძალები და ნეგატიური ენერგია გროვდებოდა და ამიტომ იაპონელები ოჯახური კერის დასაცავად, უკუდო კატებს ანიჭებდნენ უპირატესობას.

image

ბობტეილი მეტისმეტად მშვიდი, მეგობრული და თვინიერი კატა არის. როდესაც ეს კატა ზის, ის ხშირ შემთხვევაში, ცალ თათს ზემოთ წევს, რაც იაპონიაში, ასევე კარგ, იღბლის მომტან ნიშნად ითვლება.

image

imageimageimage

კიდევ ერთი უკუდო კატა, რომელიც ლამაზი ჯიშების კატეგორიაში მოხვდა, მენქსის კატა არის, ან უბრალოდ მენქსი. ასეთი სახელი კატამ, თავისი მშობლიური, კუნძულ მენის სახელიდან მიიღო.

image

მიუხედავად იმისა, რომ ამ კატების განმასხვავებელი ნიშანი, კუდის არ არსებობა არის.

ამ ჯიშის წარმომადგენლების ერთ ნაწილს კუდი აქვს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მათი გამრავლების შემთხვევაში, ერთი მშობელი აუცილებლად კუდიანი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია ალბათობა იმისა, რომ შთამომავლობა დაიღუპება.

image

imageimageimage

დიდ ბრიტანეთში, კატების ყველაზე ხანდაზმულ ჯიშად, ბრიტანული მოკლებეწვიანი ჯიში ითვლება. “ბრიტანელები" დიდი პოპულარობით სარგებლობენ კატების მოყვარულებ შორის იმის გამო, რომ გარეგნობით პლუშის დათვებს გვანან.

image

image

ბრიტანულ მოკლებეწვიან კატას ძალიან სქელი ბეწვი, დიდი, მრგვალი, სპილენძის ფერი თვალები, მრგვალი თავი და ფუმფულა ლოყები აქვს.

image

image

ფერემიდა, ყველაზე პოპულარულია: ნაცრისფერი, მონაცრისფრო ცისფერი, იისფერი, ყავისფერი და ამ ფერების ნაირსახეობები: ხალებიანი, ზოლებიანი და მარმარილოსებურები.

ეს კატები საკმაოდ დიდი (6-7, 5 კგ) და ძალიან გულკეთილი არსებები არიან.

image

1
10257
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10257
  
2016, 18 იანვარი, 14:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1