x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
10 თავშესაქცევი ფაქტი ვარდების შესახებ

5 ათას წელზე მეტია, რაც ადამიანი ზრდის და ამრავლებს ვარდს. და ამ ხნის მანძილზე, აიძულებს, რომ მუდმივად ცვლილება განიცადოს: აფერადებს სხვადასხვა ფრად, ადიდებს და აპატარავებს მის ზომას და ფურცლების რაოდენობას და ნათებასაც კი აიძულებს.
imageimageმართალია, კულტურული ვარდი 5 ათასი წლია რაც არსებობს, მაგრამ მცენარე ვარდი, დედამიწაზე, 35 მლნ. წლის წინ გაჩნდა. თუმცა, 50 მილ. წლით დათარიღებულ ქანებში აღმოჩენილია ნამარხები, რომლებიც, სავარაუდოს, ვარდის უნდა იყოს.
imageimageimageვიდრე საფო (ძვ. ბერძ. Σαπφώ) — ძველი ბერძენი ლირიკოსი ქალი (ძვ. წ. აღრ. 630-570) ვარდს "ყვავილების დედოფალს" უწოდებდა, ძველი ბერძნები მას "ყვავილების მეფეს" ეძახდნენ.
imageimageimageგერმანიაში ყველაზე ხნიერი ვარდი “ცხოვრობს". ის 1000 წლის არის და II მსოფლიო ომის დროდ, დაბომბვასაც კი გადაურჩა. ვარდის ეს ბუჩქი, ჰანოვერიდან 40 კმ. დაშორებით, ქ. ჰილდესჰაიმში დარგეს, წმ. მაგდალენას საკათედრო ტაძრთან, 815 წელს.
imageimageimageყველაზე დიდი ვარდი მსოფლიოში, აშშ-ში არის – ბუჩქი Lady Banks. მას საფეხბურთო მოედნის ხელა ფართობი უკავია. მისი ღეროს გარშემოწერილობა 3, 7 მ. არის და მასზე, დაახლოებით, 200 000 ღია ყვითელი ფერის ვარდი იშლება.
imageimageimageსელექციონერებმა 150 სახეობის და 30 000 ჯიშის ვარდი გამოიყვანეს. ყველაზე დიდი კერძო ვარდსაშენი იტალიაში არის, რომელშიც ვარდის, არსებული ჯიშების, თითქმის მესამედი არის წარმოდგენილი.
imageimageimageარსებობს ვარდები, რომელსაც სხვა ყვავილების, თაფლის, ხილის, ბოსტნეულის და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მწვანილის სუნიც აქვს. მაგ., სუმბული, გვიმრა, ხავსი, ფორთოხალი, დაფნა, მდელოს შროშანი, კალენდულა, კომში, ჟოლო, ნემსიწვერა, სელის ზეთი, პილპილი, ოხრახუში... ეს ვარდის ახალი სურნელებია.
imageimageimage14 წელი და 28 მილიონი დოლარი გახდა საჭირო, ლურჯი ფერის ვარდის გამოსაყვანად ანუ პროექტი “ლურჯი ვარდი", წელიწადში 2 მლნ. დოლარით ფინანსდებოდა. ის 2009 წელს გამოიყვანეს იაპონიაში, Suntory-ს ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიაში. ლურჯი ფერის ვარდი, ჩვეულებრივი ვარდის გენის და სამფეროვანი იის (ლათ. Viola tricolor) და ზამბახი (ლათ. Iris) დნმ-ის შერევით მიიღეს.
imageimageimageჩინელმა ქიმიკოსებმა შექმნეს ხსნარი, რომელიც ვარდს ქამელიონის თვისებებს “უვითარებს". ამ ხსნარით ვარდის გვირგვინის დამუშავების შემდეგ, ვარდის ფერი ტემპერატურაზე ხდება დამოკიდებული:
5 გრადუსი — ამდენით უნდა გაიზარდოს ორანჟერიაში ჰაერის ტემპერატურა, რომ ვარდმა “ქამელიონმა" პირვანდელი ფერი შეიცვალოს: Solara-ს სახეობის თეთრი ვარდი, წითელ ფერს იღებს, ხოლო Brise-ს სახეობის ვარდისფერი ვარდი – იისფერი ხდება.
გარდა ამისა, იაპონიაში გამოიყვანეს ვარდის ჯიში, რომელიც ყოველგვარი ხსნარების გარეშე, დღე კაშკაშა წითელია, ხოლო ღამე – ქათქათა თეთრი, ანუ ნამდვილი “ქამელიონია".
imageimageimageყველაზე პატარა ვარდის კოკორი 1 სმ. არის. ვარდის ეს ჯიში, ინდოელმა ბოტანიკოსმა სუდჰირ ჰეტავატმა გამოიყვანა. ის ორი თვის მანძილზე, მინის პირამიდაში მოთავსებულ ვარდზე, ელექტრომაგნიტური გამოსხივებით ზემოქმედებდა, რამაც ყვავილის ზრდის ციკლის დარღვევა გამოიწვია.
imageimageimageზეთებს შორის ყველაზე ძვირი, ვარდის ზეთი არის. 1 კგ. ვარდის ზეთის მისაღებად, 3 ტ. წითელი ან 5 ტ. თეთრი ვარდის ფურცელი არის საჭირო. ერთი სამუშაო დღის მანძილზე, ვარდის პლანტაციაში, ერთი მუშა, 50 კგ. ვარდის ფურცელს კრეფს. 60 ან 100 (ფერის მიხედვით) დღე არის საჭირო, რომ ერთმა მუშამ, ვარდის ფურცელი შეაგროვოს 1 კგ. ზეთისთვის.
და ბოლოს, ქალთა პარფიუმერიის 98 და მამაკაცის პარფუმერიის 46 პროცენტი, ვარდის ზეთის საფუძველზე მზადდება.

1
927
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
927
  
2016, 15 იანვარი, 13:23
ძალიან მიყვარს ვარდები
0 1 1