
შემადგენლობა:
2 ც.ავოკადო;
2 ც. პომიდორი;
მოხარშული კრევეტები 250გ.;
ერთი კონა რეჰანი;
1 ს/კ ნაღები; 1ჩ/კ მდოგვი; 2 ჩ/კ ლიმონის წვენი;
მარილი, პილპილი გემოვნებით.
მომზადება:
წვრილად დაჭერით პომიდორი და რეჰანი. ავოკადო გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ თესლები და აკურატულად ამოჭერით რბილობი.
შუაგული წვრილად დაჭერით და აურიეთ კრევეტებს, პომიდორებს და რეჰანს.
მოამზადეთ სოუსი-აურიეთ ნაღები, მდოგვი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი.
მიღებული სოუსი აურიეთ სალათაში და დააწყვეთ ავოკადოს ნაჭრებზე.