x
მეტი
  • 25.11.2024
  • სტატია:138449
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512074
დოკუმენტი, რომლითაც უცხოპლანეტელების არსებობის ფაქტი მტკიცდება

მექსიკაში გამოაქვეყნდა, 80 წლის წინ აღმოჩენილი არტიფაქტის ფოტოსურათი, რომელიც როგორც უფოლოგები ვარაუდობენ, საბოლოოდ დაასრულებს კამათს არამიწიერი ცივილიზაციების არსებობა-არარსებობის შესახებ.

image

1. კარები წრეში, სავარაუდოდ, წრე დედამიწას ასახავს. 2. კოსმოსური ხომალდი. 3. კომეტა, რომელიც დედამიწისკე მოდის. 4. საფრენი აპარატი, რომელიც დედამიწას იცავს კომეტისგან, როგორც Deep Impact НАСА. 5. ასტრონავტი, კოსმოსური ხომალდის მართვის პულტთან. 6. ხომალდი, რომელშიც ზემოთ ხსენებული ასტრონავტი ზის.

პრესაში გამოქვეყნებულ ფოტოსურათზე, ასახულია მაიას ცივილიზაციის არტიფაქტი, რომლის ასაკი 1300 წელს აღემატება. მკვლევარების მტკიცებით, ეს უძველესი არტიფაქტი ამტკიცებს, რომ სამყაროში მარტონი არა ვართ და რომ მაღალგანვითარებული ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწას მართლაც სტუმრობდნენ.

ფოტოზე წარმოდგენილი არტიფაქტი, წლების მანძილზე, მექსიკის სახელმწიფო საცავში ინახებოდა და როგორს ხულია-ლევი კაბალეროსი (რეჟისორი, დოკუმენტალისტი) ამტკიცებს, იქ ამის გარდა, უამრავი ხელნაწერია, რომელიც უცხოპლანეტელების დედამიწაზე ვიზიტების ფაქტებს ამტკიცებს.

გარდა ამისა, მკვლევარები თვლიან, რომ ამ გასაჯაროებული დოკუმენტების საშუალებით, შეძლებენ ადამიანის დედამიწაზე გაჩენის საიდუმლოს ამოხსნას.
შენიშვნა: ხანგრძლივი დროის მანძილზე, მეცნიერები ავსტრალოპითეკს მიიჩნევდნენ ადამიანის წინაპრად, რომელიც დედამიწაზე, დაახლოებით, 4 მლნ. წლის წინ გაჩნდა. მაგრამ, ბოლო დროს, ეთიოპიაში აღმოჩენილმა, ადამიანის ყბის ნაწილებმა, რომლებიც 3, 5-3, 3 მილიონი წლით არის დათარიიღებული, ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აღმოჩნდა, რომ ავსტრალოპითეკთან ერთად, გვერდი-გვერდ ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებსაც ჩვენნაირი კბილები ჰქონდათ.

image



0
1084
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1084
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0