სამოქალაქო ელ ჩაპო დაიჭირეს! 2016, 14 იანვარი, 12:49 მექსიკის მსოფლიოდ ცნობილი ნარკობარონი ელ-ჩაპო დაიჭირეს.
მექსიკის პრეზიდენტის, ენრიკე პენია ნიეტოს განცხადებით, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ნარკობარონი, ზედმეტსახელად ელ ჩაპო დაკავებულია. ელ ჩაპომ დაახლოებით 6 თვის წინ მოახერხა მექსიკის ერთ-ერთ კარგად დაცულ ციხიდან გამოქცევა. მას 6 თვის განმავლობაში თითქმის მთელი მექსიკის პოლიცია ეძებდა, როგორც ჩანს საბოლოოდ მოახერხეს მისი დაკავება. ![]() მექსიკის პრეზიდენტს თვითერის სოციალურ ქსელში ასეთი სტატუსი ჰქონდა: "მისია შესრულებულია, გუცმანი დავაკავეთ! მინდა მთელს მექსიკას გავაგებინო, რომ ცნობილი ნარკოლიდერი, ხოაკიმ გუცმან ლოერა, ზედმეტსახელად ელ ჩაპო კვლავ დავიჭირეთ..." ![]() ელ ჩაპოს დაკავება! მექსიკის საზღვაო და სახმელეთო ძალების განცხადებით, უშიშროების ძალების მიერ ჩატარებულ სპეც-ოპერაციაში ელ ჩაპოს 5 მცველი დაიღუპა. სპეც-ოპერაცია ჩატარდა ქალაქ სინალოასთან ახლომდებარე სოფელ მოს-მოკისში, სადაც ნარკობარონი თავის მცველებთან ერთად ერთ-ერთ სახლში იმყოფებოდა. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ელ ჩაპო დააკვეს, მისი 5 მცველი მოკლეს, ხოლო უშიშროების ძალების ერთი თანამშრომელი დაიჭრა. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 137 8-ს მოსწონს
|