1. მირჩევნია საკუთარი ბიზნესი ავაწყო, ვიდრე ვიღაცაზე ვიმუშაო.
ა) დიახ - 3
ბ) არა - 0
2. არასოდეს ვიმუშაოვებ სამსახურში, სადაც მივლინებაში სიარული მომიწევს.
ა) დიახ - 0
ბ) არა - 3
3. თუ ოდესმე აზარტული თამაშები გამიტაცებს, არასოდეს ვითამაშებ დაბალ ფსონებზე.
ა) დიახ - 3
ბ) არა - 0
4. მომწონს, როცა საკუთარ ცხოვრებას ახალი იდეებით ვაუმჯობესებ.
ა) დიახ - 3
ბ) არა - 0
5. არასოდეს წამოვალ ძველი სამსახურიდან, თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ ახალი სამუშაო გარანტირებული მაქვს.
ა) დიახ - 0
ბ) არა - 3
6. იმისათვის, რომ თვალსაწიერი გავიფართოვო, არასოდეს წავალ სახიფათო, სარისკო მოგზაურობაში.
ა) დიახ - 0
ბ) არა - 3
7. თუ ეჭვი მაქვს, რომ რაღაც კონკრეტული საქმე შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს, არავითარ შემთხვევაში გავრისკავ და ჩავდებ მასში ფულს.
ა) დიახ - 0
ბ) არა - 3
8. მსურს, რომ ცხოვრებამ მეტი გამოცდა მომიწყოს.
ა) დიახ - 3
ბ) არა - 0
9. არანაირი სურივილი არ მაქვს მძაფრ, სარისკო სპორტულ თამაშებში მივიღო მონაწილეობა.
ა) დიახ - 0
ბ) არა - 3
10. უზარმაზარი ენერგია მაქვს.
ა) დიახ - 3
ბ) არა - 0
11. უამრავი მომგებიანი იდეა მაქვს.
ა) დიახ - 3
ბ) არა - 0
12. არასოდეს დავნიძლავდებოდი თანხაზე, რომელიც იმ მომენტისათვის ჯიბეში არ მიდევს.
ა) დიახ - 0
ბ) არა - 3
13. მიყვარს ახალი იდეებისა და კონცეფციების წამოყენება მაშინაც კი, როცა ჩემი შეფის რეაქციის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია.
ა) დიახ - 3
ბ) არა - 0
14. ისეთ საქმეებში მიყვარს მონაწილეობა, რომელთა არსი და შედეგი კარგად განსაზღვრული და ნათელია.
ა) დიახ - 0
ბ) არა - 3
15. მირჩევნია, დაბალი ანაზღაურების სტაბილური სამსახური მქონდეს, ვიდრე მაღალანაზღაურებადი და არასტაბილური.
ა) დიახ - 0
ბ) არა - 3
16. ვთვლი, რომ სრულიად დამოუკიდებელი ვარ.
ა) დიახ - 3
ბ) არა - 0
................................................................................................
==== შ ე დ ე გ ე ბ ი ====
................................................................................................
0 - 24 ქულა : როგორც ჩანს, არამარტო სამსახურეობრივი რისკის გაწევა არ გიყვართ, ცხოვრებაშიც ასეთივე პოზიცია გაქვთ. გირჩევნიათ მშვიდად, სტაბილურად იყოთ, ვიდრე რისკი გასწიოთ უკეთესი მომავლის მოლოდინში და ცხოვრება ცოტა მეტად გაიხალისოთ.
25 - 48 ქულა : საოცრად აზარტული, ენერგიული, რისკიანი ადამიანი ხართ. გხიბლავთ ახალი იდეების განხორციელება და ცხოვრების გახალისება. შესაძლოა, ყოველთვის გამარჯვებული ვერ გამოდიხართ, მაგრამ ფარ-ხმალს არასოდეს ყრით და მუდმივად უკეთესის მოლოდინში ხართ. თქვენი ასეთი ჭკვიანური რისკი მისასალმებელია.