x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
გამაოგნებელი მიკროორგანიზმები წყალში, რომელსაც დასალევად ვიყენებთ
ყველასათვის კარგად არის ნათელი, რომ ჩვენი პლანეტის უმეტესი ნაწილი ოკეანეებს, ზღვებს, ტბებსა და მდინარეებს უკავია. წყალი ხომ სასიცოცხლო პროცესების ერთ-ერთი პირველი უმნიშვნელოვანესია. მრავლად ვაწყდებით ბუნებაში ულამაზეს ტბებსა და მდინარეებს, რომელთა სილამაზე და წიაღი იმდენად შთამბეჭდავია, ხშირად დასალევადაც კი დავშურებივართ. ბევრი თქვენგანი გაიხსენებს ალბათ, ლაშქრობასა თუ სხვა პერიოდში, ცხელ ზაფხულში კლდიდან თუ ტყეში გამონაჟური წყაროს ცივი წყალი რაოდენ სასიამოვნოა წყურვილის მოსაკლავად, თუმცა ცოტა თქვენგანი თუ დაფიქრებულა რა მიკროორგანიზმებს შეიძლება შეიცავდეს ეს წლები.


ფოტოგრაფი Daniel Stupin-ი შეეცადა ფოტოკრებულით დაენახვებინა ის უხილავი და გამაოგნებელი მიკროორგანიზმები, რომელთაც სწორედ ეს წყლები შეიცავს და შეუიარაღებელი თვალით ჩვენთვის სრულიად უხილავია.


წარმოგიდგენთ მიკროორგანიზმებს, რომელთაც შეიცავს ჩვენთვის დასალევად მისაღები წყალი:



მდინარის, კლდის ნაჟურიდან გამოდენილი თუ წყაროს სხვა წყლების ერთ-ერთი ხშირი ბინადარია წყლის რწყილი, რომელიც მოცულობით მხოლოდ ნახევარი მილიმეტრია და თვალისთვის სრულიად უხილავია. ცხადია წყლის სმის შედეგად ეს მიკროორგანიზმი ხვდება ჩვენს ორგანიზმში.


imageimage


ზემო ხსენებული წყლები ასევე შეიცავს მატლებს, რომლებიც ზომით იმდენად პატარაა, რომ მიკროსკოპისა და სპეციალური, კომპიუტერული პროგრამების წყალობით გახდა შესაძლებელი ფოტოები გაკეთებულიყო. თუმცა ფოტოგრაფმა სპეციალური ლინზების მეშვეობით მაინც მოახერხა სურათებში ისინი ნათლად დაგვენახა.

imageimageimage



თანამედროვე ტექნიკისა და ბოჭკოვანი სტრუქტურის მეშვეობით ასევე შესაძლებელია დავინახოთ მტკნარ წყალში მობინადრე ე.წ. "ოსტრაკოდა", რომლის როლი ასევე მნიშვნელოვანია ეკოსისტემისა და კვების ჯაჭვისთვის, როგორც სხვა დანარჩენი მიკროორგანიზმებისა.

image




გვხვდება ასევე უხერხემლო მიკროორგანიზმები, რომლებიც სხვა დანარჩენების მსგავსად იკვებებიან წყალში არსებული წყალმცენარეებით და კლასიფიცირდებიან, როგორც მომხმარებლებად, ასევე კვების ჯაჭვის ელემენტებად. (ბოლო სურათზე ამ მიკროორგანიზმის თვალია ასახული დეტალებში).

imageimageimage



ასევე, კიბოსმაგვარი მიკროორგანიზმი Copepods Cyclops, რომელიც გადაღებულია სინათლის პოლარიზაციის ქვეშ.

image



ეს კი მტკნარი ჰიდრაა, რომელიც სულაც არ არის მითიური არსება საცეცებით, როგორც გამოიყურება. მისი ზომა სანტიმეტრამდე მერყეობს და მტკნარ წყლებში ბინადრობს. სხვა მიკროორგანიზმების მსგავსად არ იღუპება და ასევე გააჩნია საცეცებისა და ქსოვილების აღმდგენი ფუნქცია.

imageimageimage



ეს უკანასკნელი კი, წყალში მობინადრე მიკროორგანიზმებს შორის, ყველაზე გამძლეა სიცოცხლის უნარიანობის მხრივ. ეწოდება Tardigrada- იგივე "ნელა მოსიარულე" ორგანიზმი, რომელიც ჩვეულებრივი თვალით ნამდვილად შეუმჩნეველია ყოველთვის.

image


5
643
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
643
  
2016, 12 იანვარი, 17:53
საინტერესოა, ქლორი როგორ მოქმედებს ამ ორგანიზმებზე?
2016, 12 იანვარი, 16:34
აუ ამ სირობებს ვყლაპავთ? :) რო დაგვინახავენ რო წყალს ვსვავთ და მოგვერიდონ არა?
2016, 12 იანვარი, 16:03
:D კაი მაშინ დაგიჯერებ დავლევ :P
2016, 12 იანვარი, 16:02
არ დალევ და მოკვდები :P :))) ეკოსისტემისა და კვების ჯაჭვისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს ეს მიკროორგანიზმები ჩვენს ორგანიზმში, ამიტომაა გადადუღებულ წყალს რომ უკრძალავენ პედიატრები დედებს, რათა არ ასვან ჩვილებს, ეს ორგანიზმები იღუპება და იმუნურ სისტემაზე უარყოფითად აისახება მერე.
2016, 12 იანვარი, 15:58
ვსიო წყალს აღარ ვსვამ დღეიდან :D
0 1 5