სისხლის სამართალი მოსწავლე გოგონებმა მამაკაცი სასტიკად სცემეს და გაქურდეს. 2016, 12 იანვარი, 11:59 ინციდენტი მოხდა თერთმეტ იანვარს მოსკოვში ანდროპოვის პროსპექტზე. ორმოცდაცხრა წლის მამაკაცს თავს დაესხა 2000 და 2001 წელს დაბადებული მერვე და მეცხრე კლასელი ორი გოგონა.მოზარდებმა მამაკაცს წაართვეს ჩანთა და პირადი ნივთები და სასტიკად სცემეს. დაზარალებული გადაყვანილი იქნა მოსკოვის ერთ-ერთი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში.მას აქვს თავის ქალის ღია ტრამვა და ტვინის შერყევა.მოგვიანებით ორივე თავდამსხმელი დააკავეს ვისოცკის ქუჩაზე. პოლიციამ საქმე აღძრა მუხლით ''ძარცვა'' და ''მძიმე დაზიანება'' -იუწყება ''ინტერფაქსი''. 407 9-ს მოსწონს
|