x
image
Guns N Roses
Mediator image
როდის დაიწყება მესამე მსოფლიო ომი?

image

რომის პაპი მესამე მსოფლიო ომზე:

„დღეს, როდესაც მეორე მსოფლიო ომის საშინელებები თითქმის მივიწყებულია, შეგვიძლია ვილაპარაკოთ ახალ მსოფლიო ომზე, რომელიც შედგება დანაშაულებებისაგან, მკვლელობებისაგან და განადგურებისაგან“ - განაცხადა პონტიფიკოსმა.„ომი ირაციონალურია, მისი ერთადერთი შედეგია ნგრევა. რაც უფრო მეტ ნგრევას მოიტანს, მით მეტად ფართოვდება. სიხარბე, მოუთმენლობა, ხელისუფლების წყურვილი - ეს არის ომის დაწყების მოტივი, და ხშირად ამას ამართლებს იდეოლოგია“ - განაცხადა რომის პაპმა.


==============================


ალოის ირმაიერის ხილვა მესამე მსოფლიო ომზე:

ყველაფერი იწვოდა, ყველა ყვიროდა შალომ! ვხედავ დიდებული ვარდება, მის გვერდით სისხიანი დანა დევს. ორი კაცი მოკლავს მაღალი რანგის პერსონას. ერთი მკვლელი დაბალი შავთმიანია, მეორე ქერაა ცოტა მაღალი. იცინი დაქირავებულნი იქნებიან. ამ მკვლელობის შემდეგ გაჩაღდება ახალი ახლოაღმოსავლეთის ომი. ხმელთაშუაზღვაში მოხდება სხვადასხვა სამხედრო–საზღვაო ბრძოლები, დაძაბული სიტუაცია იქნება. ვხედავ სამ ციფრს: ორ რვიანს და ცხრას, მაგრამ არ ვიცი რას აღნიშნავენ, რომელ დროს მივაკუთვნო ისინი. ომი გამთენიისას დაიწყება და მოვა მოულოდნელად. შავი ჯარი მოვა აღმოსავლეთიდან, ყველაფერი სწრაფად მოხდება. ვხედავ სამიანს, მაგრამ არ ვიცი რას ნიშნავს, იქნებ სამ დღეს ან სამ კვირას. ეს ეხება ოქროს ქალაქს. ომის წინა წელი ძალიან უხვმოსავლიანი იქნება, ხოლო ზამთარი რბილი.
გაერთიანებული ჯარი მარშით გაივლის აღმოსავლეთიდან ბელგრადამდე, ხოლო შემდეგ იტალიისაკენ დაიძრებიან. შემდეგ სამი ჯარი ელვის სისწრაფით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე დაიძრება ჩრდილო დუნაის მიმართულებით მდინარე რეინისაკენ. პირველი ბავარიის ტყესთან გამოჩნდება, ჩრდილო მიმართულებით, დუნაის გასწვრივ. მეორე არმია მოვა აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ საქსონიის ზემოთ რურას აუზთან. მესამე, მოვა ჩრდილო–აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ და გაივლის ბერლინზე. რუსები არსად არ გაჩერდებიან, დღე და რამე ისინი შეუჩერებლივ იმოძრავებენ მიზნისაკენ, რურას აუზისაკენ. მოსახლეობა პანიკაში გაიქცევა დასავლეთისაკენ. მანქანები ჩახერგავენ გზას და დაბრკოლებას შექმნიან ტანკებისათვის. ვერ ვხედავ ვერანაირ ხიდს დუნაიზე რატიზბონას ჩრდილოეთით. განადგურებული ფრანქფურტი უკვე აღარ ჰგავს დიდ ქალაქს. რეინის დაბლობი დაცარიელებულ იქნება, ძირითადად ჰაერიდან.
ვხედავ დედამიწას როგორც ბურთს და მასზე თვითმფრინავების საჰაერო გზებს, რომლებიც ზემოთ მიფრინავენ, როგორც თეთრი მტრედების ჯგუფი. "დიდი წყლიდან" დაუყოვნებლივ მოვა შურისძიება. ამავე დროს "ყვითელი ბოლი" მიაღწევს ალიასკასა და კანადას, მაგრამ შორს არ წავა....
ისევ ვხედავ თვალწინ დედამიწას, როგორც ბურთს, რომლის ზემოთაც თეთრი მტრედები მიფრინავენ. დიდი რაოდენობით მტრედებო სილიდან ზემოთ აფრინდნენ და მაშინ ჩამოვარდა ყვითელი მტვერი. ეს მოხდება თბილ ღამეს, როდესაც ოქროს ქალაქი განადგურდება. თვითმფრინავები ყვითელ მტვერს ჩამოყრიან შავ ზღვასა და ჩრდილო ზღვებს შორის. გაჩნდება სიკვდილის ზოლი, ზღვიდან ზღვამდე, ნახევარი ბავარიის სიგანით. იქ სადაც მტვერი დაეცემა – ყველაფერი მოკვდება, თითოეული ხე და ბუჩქი, ბალახი, ცხოველები, ყველაფერი გახმება და გაშავდება. სახლები მთლიანი დარჩება. მტვრის ყვითელი ზოლი მიაღწევს ყურეს ზემოთ მდებარე ქალაქებამდე. ეს გრძელი ზოლი იქნება, მაგრამ მე არ ვიცი ეს რა არის და ამიტომ არ შემიძლია მასზე უფრო ზუსტად წერა. ვინც ამ ზოლს გადავა მოკვდება. ისინი ვინც იქნებიან ერთ მხარეს, ვერ შეძლებენ მეორეზე გადასვლას. ამიტომ შემტევი ჯარები დაიშლებიან. ისინი იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ წავიდნენ. ყველაფერს რაც თან ექნებათ გადაყრიან. არავინ იქ აღარ დაბრუნდება. რუსეთის მომარაგება შეწყდება.
ორი ჯარი იბრძოლებს დასავლეთიდან სამხრეთ–დასავლეთისაკენ. დივიზიები ჩრდილოეთისაკენ შემოუხვევენ და მოიგერიებენ მესამე არმიის შეტევას. აღმოსავლეთით ბევრი ტანკი იქნება, რომლებიც ისევ მიდიან, მაგრამ შიგნით მხოლოდ გაშავებული გვამები იქნება. იქ პილოტები ყრიან პატარა შავ ყუთებს, რომლებიც მიწაზე დაცემამდე ფეთქდება. მაშინ იფრქვევა ყვითელი და მწვანე ბოლი ან მტვერი. ყველაფერი, რასაც ეს მტვერი შეეხება მოკვდება, ადამიანი, ცხოველი, მცენარე. ეს იმდენად ძლიერი საწამლავია, რომ ადამიანები შავდებიან, ხოლო მათი სხეულები ძვლებს ჩამოჩებიან. ერთი წლის მანძილზე ვერავინ ვერ შევა ამ ზონაში, წინააღმდეგ შემთხვევაში სიცოცხლეს რისკავს. ამის გამო შეტევა რეინზე შეჩერებულ იქნება. სამი არმიის არცერთი ჯარისკაცი უკან არ დაბრუნდება. ინფიცირებულ ზონაში ბალახი უკვე აღარ გაიზრდება მაგრამ ადამიანები შეძლებენ ცხოვრებას.
ბუნებრივი კატასტროფის თუ სხვა რამის გამო რუსები იძულებულნი იქნებიან ჩრდილოეთისაკენ გაიქცნენ. რეინზე ვხედავ ნახევარმთვარეს, რომელსაც ყველაფრის გადაყლაპვა უნდათ. ისინი ჩრდილოეთით გაფრინდებიან, სადაც მესამე არმია უტევდა, რათა ყველაფერი გაანადგურონ. იქ ყველაფერი მკვდარი იქნება. ბოლო ბრძოლა კოლნის ახლოს გაიმართება.
ვხედავ აღმოსავლეთიდან მოფრენილ თვითმფრინავს რომელიც რაღაცას აგდებს დიდ წყლებში, და მაშინ რაღაც ძალიან გასაკვირი მოხდება. წყალი იმსიმაღლეზე აიწევა როგორც ციხესიმაგრე, და რასაც დაეცემა თან წაიღებს. მე არ ვიცი ეს რა არის ....... მიწისძვრა მოხდება და ინგლისის სამხრეთ ნაწილი ჩაიძირიბა. სამი ქალაქი განადგურდება: პირველი წყლით, მეორეზე, რომელიც ზღვის დონერზე მაღლაა განლაგებული მხოლოდ ეკლესიის გუმბათიღა გამოჩნდება, ხოლო მესამე მთლიანად განადგურდება. ყველაფერი ელვისებურად სწრაფად მოხდება.
ვხედავ სამ ზოლს – შეიძლება იყოს სამი დღე, კვირა ან თვე – ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. კუნძულები ჩაიძირება, იმიტომ რომ ზღვა აბობოქრდება. ვხედავ დიდ ხვრელებს ზღვაში, რომლებიც შეივსებიან, როდესაც დიდი ტალღები უკან დაბრუნდებიან. ზღვის მახლობლად განლაგებული ლამაზი ქალაქი თითქმის მთლიანად ჩაიძირება ზღვაში, ჭუჭყში და სილაში. სხვა ქვეყნები რომლებიც ზღვასთან ახლოს მდებარეობენ, დიდი რისკის ქვეშ იქნებიან, ზღვა მშფოთვარე იქნება, ტალღები სახლის სიმაღლე, ისე აქაფდებიან თითქოს მიწის ქვეშ რააც იხარშება. კუნძულები გაქრება, ხოლო კლიმატი შეიცვლება. იანვარი იმდენად თბილი იქნება, რომ კოღოებოც კი იცეკვებენ. შეიძლება ეს სხვა კლიმატურ ზონაში გადასვლაა. მაშინ უკვე აღარ იქნება ნორმალური ზამთრები, ისეთები რომელიც ჩვენ ეხლა ვიცით.
ომის დროს სიბნელე ჩამოწვება, რომელიც 72 საათი გაგრძელდება. დღის დროს ებნელება, სეტყვა მოვა, ელვა და ჭექაქუხილი იქნება, მიწისძვრები შეარყევენ მიწას. ამ დროს არ გამოხვიდეთ სახლიდან, მხოლოდ სანთლები აანთეთ. ჩამოაფარეთ ფარდები და არ გააღოთ ისინი. წყალი და პროდუქტები, რომლებიც მჭიდროდ დახურულ ჭურჭელში არ იქნება მოიწამლება და ასევე ის სურსათი რომელიც მინის ჭურჭელში იქნება. ყველაგან სიკვდილია, მტვრით გამოწვეული, ბევრი ადამიანი მოკვდება. 72 საათში ყველაფერი მორჩება, მაგრამ ვიმეორებ: არ გახვიდეთ გარეთ, დაწვით მხოლოდ სანთლები და ილოცეთ. იმ ღამით მოკვდება უფრო მეტი ხალხი ვიდრე, ორივე მსოფლიო ომში. არ გახსნათ ფანჯრები 72 საათის მანძილზე. მდინარეებში იმდენად მცირე წყალი იქნება, რომ მათი გავლა ადვილი შესაძლებელი იქნება. საქონელი დაიღუპება, ბალახი გაყვითლდება და გახმება, ადამიანთა გვამები გაყვითლდებიან და გაშავდებიან. შემდეგ ქარი ღრუბლებს აღმოსავლეთისკენ წაიღებს.
ქალაქი რკინის გუმბათით საკუთარი ხალხის მსხვერპლი გახდება. ისინი ყველაფერს დაწვავენ, იქნება რევოლუცია, ხალხი გაველურდება. საკუთარი მოსახლეობა ცეცხლს წაუკიდებს ქალაქს, მაგრამ იმათ გამო არა ვინც აღმოსავლეთიდან მოვლენ. ძალიან მკვეთრად ვხედავ ქალაქი მთლიანად განადგურებულია. იტალიაშიც არ იქნება სიმშვიდე. აღმოსავლეთიდან მოსულნი ბევრ ხალხს მოკლავენ. პაპი გაიქცევა, ბევრი ღვთისმსახური მოკლულ იქნება, ბევრი ეკლესია დაინგრევა.
რუსეთში მოხდება რევოლუცია და სამოქალაქო ომი. იქნება ბევრი გვამი ქუჩებში, არავინ არ მიხედავს მათ. რუსები ისევ ირწმუნებენ ღმერთს და მიიღებენ ჯვრის ნიშანს. მმართველები თავს მოიკლავენ და ამით ჩამოირეცხავენ სისხლიან დანაშაულს. ვხედავ, როგორ ირევიან ერთმანეთში წითელი და ყვითელი მასები, წარმოიშობა ბუნტი და საშინელი მკვლელობები. მაშინ იმღერებენ საახალწლო სიმღერებს და დაანთლებენ სანთლებს ხატებთან. ქრისტიანების ლოცვით ჯოჯოხეთის ურჩხული დამარცხდება, უამრავი ახალგაზრდა ადამიანი ირწმუნებს ღვთისმშობლის შეწევნას, დახმარებას.
გამარჯვების შემდეგ იმპერატორს გვირგვინს დაადგავს პაპი. რამდენად დიდხანს გაგრზელდება ეს ყველაფერი მე არ ვიცი. ვხედავ სამ ცხრიანს, მესამეს მოაქვს მშვიდობა. როდესაც ყველაფერი დამთავრდება ადამიანთა ნაწილი დაიღუპება, ხოლო დანარჩენებს ღვთის შიში გაუჩნდებათ. კანონები რომელთაც სიკვდილი მოაქვთ ბავშვებისთვის, გაუქმდება. მაშინ დამყარდება სიმშდვიდე. ვხედავ სამ მანათობელ გვირგვინს, გამხდარი ხანშიშესული ადამიანი იქნება ჩვენი მეფე. სამხრეთითაც ისევ გამოჩნდება "ძველი გვირგვინი". პაპი დაბრუნდება და იგლოვებს დაღუპულ ძმებზე.
ამ მოვლენების შემდეგ მოვა ხანგრძლივი და ბედნიერი დროის მონაკვეთი. ისინი, ვინც ცოცხლები დარჩებიან ძალიან ბედნიერები იქნებიან. ადამიანები დაიწყებენ ახალ ცხოვრებას იქ, სადაც იწყებდნენ მათი წინაპრები.

==============================


ათონელი ბერის წინასწარმეტყველება მესამე მსოფლიო ომის შესახებ

თურქეთს დაიკავებს რუსეთი, თურქეთი კი გაქრება რუქიდან, იმიტომ, რომ მათი ერთი მესამედი გაქრისტიანდება. 1/3 დაიღუპება და 1/3 გაემართება მესოპოტამიისაკენ. შუააღმოსავლეთი ომის სცენად იქცევა, რომელშიც რუსები მიიღებენ მონაწილეობას. ბევრი სისხლი დაიღვრება, ჩინელებიც კი გადმოლახავენ ევფრატის მდინარეს, ეყოლებათ რა 200 000 000 მილიონიანი არმია და იერუსალიმამდე მივლენ. ამ მოვლენების მოახლოების ნიშანი იქნება ომარის მეჩეთის დანგრევა, რადგან მისი დანგრევა ნიშნავს სოლომონის ტაძრის აღდგენის დასაწყისს რომელიც ზუსტად იმ ადგილზე იყო აშენებული.
კონსტანტინოპოლში დიდი ომი მოხდება რუსებსა და ევროპელებს შორის და ბევრი სისხლი დაიღვრება. საბერძნეთი არ ითამაშებს პირველხარისხოვან როლს ამ ომში, მაგრამ მას კონსტანტინოპოლს მისცემენ, იმიტომ კი არა რომ საბეძნეთს ეთაყვანებიან რუსები, არამედ იმიტომ არ მოიძებნება უკეთესი გამოსავალი და მოელაპარაკებიან ბერძნებს, მათზე დიდი დაწოლა იქნება გარემოებათა მხრიდან. ბერძნული არმია ვერ მოასწრებს იქ მისვლას, რომ კონსტანტინოპოლი მას გადაეცემა. ებრაელებს ევროპელების მხარდაჭერა ექნებათ და იმდენად გაამაყდებიან, რომ შეეცდებიან ევროპის მართვას, მაშინ 1/3 ებრაელი გაქრისტიანდება.
როდესაც გაიგებთ, რომ ევფრატის წყლებს თურქები კეტავენ ხელოვნური წინაღობით(პლოტინა) და სარწყავად იყენებენ, იცოდეთ, რომ უკვე იწყება მზადება მესამე მსოფლიო ომისათვის და მზადდება გზა ორასმილიონიანი ჯარისათვის. ევფრატი უნდა დაშრეს, რათა უამრავმა ჯარმა შეძლოს გავლა.

===============================


იოანე პავლე II პაპის წინასწარმეტყველი – მესამე მსოფლიო ომის შესახებ

მესამე მსოფლიო ომი იტალიაში დაიწყება. იქ გამოხეთქავს სისხლიანი რევოლუცია, რომელსაც თვით მისი საწყისი ვატიკანში ექნება. მცირე დროში დედამიწა სულ უფრო დიდ სიბნელეში მოექცევა, ვიდრე ტოტალური წყვდიადი არ დაისადგურებს. მაგრამ ეს არ იქნება სამყაროს დასასრული, მხოლოდ კატასტროფა. სიბნელე სამი დღე გაგრძელდება, ამ დროს ყველა სახლში უნდა დარჩეს, ლოცვები იკითხონ და კარი არავის გაუღონ. ერთადერთი სინათლე ანთებული სანთლის შუქი იქნება.

===============================



საინფორმაციო პორტალ ლაზარე.რუ-ზე გამოქვეყნდა ცნობილი რუსი და ამერიკელი ისტორიკოსისა და მწერლის იური ფელტიშინსკის სტატია, სადაც ის კარს მომდგარი მესამე მსოფლიო ომის შესაძლებლობებზე საუბრობს:

„მოვიდა დრო თვალები გავახილოთ და ყველაფერს თავისი სახელი ვუწოდოთ. გვერიდებოდაპუტინისთვის ჰიტლერი დაგვერქმია. იმიტომ, რომ იგი დაიბადა ქვეყანაში, რომელიც ნაცისტთა ლიდერს ეომებოდა. გვეგონა, რომ პუტინი ჰიტლერობას ვერ გაქაჩავდა- 2014 წლის მარტამდე მისთვის მნიშვნელოვანი იყო ევროპული საზოგადოების წევრად დარჩენილიყო: 1999 წელს საცხოვრებელი სახლების აფეთქების, ჩეჩნეთში ომის გაჩაღების, დიქტატორული რეჟიმის დამყარებისა და 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად.
2014 წლის მარტში პუტინმა რუბიკონი გადაკვეთა. იგი საბოლოოდ ჩამოსცილდა ევროპულ და მსოფლიო თანამეგობრობას, დაამტკიცა, რომ ქვეყნის კორპორატიული ფინანსური ინტერესები მეორე პლანზე გადადის და რომ მისთვის პრიორიტეტული რუსეთის ნაციონალისტური და გეოპოლიტიკური ზრახვებია. პუტინისთვის რუსეთი ნანგრევებიდან აღზევებული იმპერიაა - მისი პირმშო.

პუტინი ყველაფერს ამარტივებს და ისტორიაც ცუდად იცის. როდესაც გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, სხვა სამყაროში ცხოვრობსო, სულაც არ უგულისხმია ფსიქიკური აშლილობა. მერკელი იმას გულისხმობდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი იმ პრინციპებით ხელმძღვანელობს, რომელიც აქტუალური მე-19-ე და მე-20-ე საუკუნის დასაწყისში იყო (ტერიტორიების დაპყრობა და ერების გაერთიანება).

1853-1856 წლებში რუსეთმა უკვე აწარმოა ომი ყირიმისთვის და ამ ომში დამარცხდა. პუტინი დღეს მსოფლიოს ძალის პოზიციიდან ელაპარაკება, ზუსტად ისევე როგორც ჰიტლერი. თუმცა ჰიტლერი ეყრდნობოდა იტალია-იაპონიის ბლოკს, ხოლო 1939 წლის აგვისტოდან- სტალინთან გაფორმებულ კავშირსაც. ამის მიუხედავად, ფიურერი მაინც დამარცხდა. რუსეთი კი ყირიმის დაპყრობის შემდეგ სრულ იზოლაციაში მოექცა. რამდენიმე აფრიკული ქვეყნის გარდა, მას მხარი არავინ დაუჭირა. ჩინეთიც კი ზრდილობიანი ნეიტრალიტეტით შემოიფარგლა.

ყირიმის ოკუპაციას უკვე ლამის მთელი მსოფლიო ჰიტლერის მიერ 1938 წელს მარტში ავსტრიისა და სუდეტების დაპყრობას ადარებს. ეს პარალელი ჰილარი კლინტონმაც კი გაავლო. ახლა საკითხავი ისაა, რა უნდა ქნას გეოპოლიტიკური დეჟავუს მდგომარეობაში მყოფმა სამყარომ. ჰიტლერი 1938 წელს, ან თუნდაც 1939 წელს, ჩეხოსლოკავიის ოკუპაციის შემდეგ რომ შეეჩერებინათ, გერმანიის ისტორიაში იგი შევიდოდა როგორც ფიურერი, რომელმაც ახალი გერმანული იმპერია შექმნა. თუმცა იგი არ გაჩერდა - აბა გერმანელებს მთელი ევროპის მასშტაბით ვინღა „გადაარჩენდა“. 1939 წლის 1 სექტემბერს, პოლონეთში ჯარის შეყვანით, მან (შესაძლოა სრულიად გაუცნობიერებლად) მეორე მსოფლიო ომი დაიწყო...

პუტინიც არ გაჩერდება. იმ მარტივი მიზეზით, რომ რუსებს მხოლოდ ყირიმში არ „ჩაგრავენ“. ყირიმი ვერ გახდება სიცოცხლის ბოლომდე პრეზიდენტობადაბევებული ადამიანის იმპერიასტული ზრახვების მწვერვალი. (მისი ამჟამინდელი ვადა 2018 წელს სრულდება, შემდეგ კი შეუძლია 2024 წლამდე კვლავ პრეზიდენტი გახდეს. სხვათაშორის, ამ დროისთვის ასაკით სტალინს გაუტოლდება).

მაშინაც და ახლაც დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნები ფიქრობენ - გააფორმონ ერთობლივი ხელშეკრულებები? დაუწესონ აგრესორს სანქციები? 1938 წელს ისინი დათმობებზე წავიდნენ და მხოლოდ უშუალო საფერთხემ აიძულა ომში ჩაბმულიყვნენ. ყველას გვახსოვს რითი დასრულდა ეს ყველაფერი - გერმანიის გაპარტახებითა და ნიურნბერგის პროცესით.
ვფიქრობ, პუტინის ნიურნბერგის პროცესი სევასტოპოლში ჩატარდება. მას მიჰყვება ყველა, ვინც ბრმად ასრულებდა მის ბრძანებებს...

როგორც ჩანს, მსოფლიო თანამეგობრობა ჯერ ვერ ბედავს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმას. იმედი აქვთ, რომ ყველაფერი დალაგდება... არაფერიც არ დალაგდება. გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ვვარაუდობ, რომ მესამე მსოფლიო ომი 2015 წლი სექტემბერში დაიწყება.
ამ ომში გავიმარჯვებთ, იმიტომ, რომ რუსეთი მთელ კაცობრიობას ვერ დაუპირისპირდება. ომს მოჰყვება რუსეთის ფედერაციის დაშლა, ამ ფონზე კი საბჭოთა კავშირის დანაწევრებაც პრემიერის წინ გამართულ, მოკრძალებულ რეპეტიციად მოგვეჩვენება. არამგონია, რუსეთს ეყოს შიდა ძალა მოსალოდნელი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად. თუმცა მინდა რუსებს ვუთხრა: თქვენი პრეზიდენტი აგრესორი და ომის გამჩაღებელია. ძმათამკვლელ ომში გითრევენ. თქვენ ხდებით КГБ-დან ხელისუფლებაში წამოსკუპებული სახელმწიფო დამნაშავეების თანამონაწილენი. ეს ომი არავითარ სარგებელს არ მოგიტანთ, პირიქით - საქვეყნოდ მოგეჭრებათ თავი და განადგურების პირას მიგიყვანთ. მაიდანზე მდგომმა უკრაინელებმა დაამტკიცეს, რომ მზად არიან, მოკვდნენ თავისუფლებისთვის. თქვენ მზად ხართ შეეწიროთ პუტინის იმპერიალისტურ ამბიციებს? სწორედ ეს გელით. დემოკრატიულ სამყაროს არც ერთი ბრძოლა არ წაუგია. ამიტომ, თუკი გსურთ ცოცხლები გადარჩეთ - ჩამოაგდეთ პუტინი სანამ დროა!“


0
771
5-ს მოსწონს
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
Mediator image
771
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0