ვარსკვლავები "ვიქტორია სექრეტის" ანგელოზების ბიოგრაფიები. 2012, 28 მაისი, 23:02 ადრიანა ლიმა: ბრაზილიელი სუპერმოდელი, რომელმაც 13 წლის ასაკში დაიწყო მოდელობა. ის სამოდელო სააგენტოს თანამშრომელმა სავაჭრო ცენტრში შენიშნა. ადრიანამ ქასთინგზე უარი არ განაცხადა და იგი სულ მალე მოდელი გახდა. მას უთანამშრომლია ისეთ ბრენდებთან როგორებიცაა "მარი კლარი" და "ვოგი". თავიდანვე ნათელი იყო, რომ მას დიდი მომავალი ელოდა სამოდელო კარიერაში. 2001 წელს ადრიანა დიდ ეკრანებზე გამოჩნდა. მან ჰოლივუდის მსახიობებთან კლაივ ოუენთან და მიკი რურკთან ერთად ითამაშა. თუმცა, სუპერ პოპულარობა მას სწორედ "ვიქტორია სექრეტის" ანგელოზობამ მოუტანა.
ადრიანა ხვდებოდა მომღერალ ლენი კრავიცს, ავსტრიის პრინც ჰანს ადამსს, ლიბანელ ფლეიბოის ჯიმი ტრაბულსის. 2009 წელს ლიმამ საიდუმლოდ დაიწერა ჯვარი სერბ კალათბურთელზე მარკო იარიჩზე. წყვილი 2006 წლიდან ხვდებოდა ერთმანეთს. ჰყავთ ერთი შვილი. ალესანდრა ამბროსიო: ალესანდრა ამბროსიო ბრაზილიელი სუპერმოდელია, თუმცა წარმოშობით ის იტალიელია. დაიბადა 1981 წლის 11 აპრილს. მისი სამოდელო კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. ის გამოდიოდა შანელის, პრადას, დოლჩე და გაბანას ჩვენებებზე. ადრიანა გათხოვილია კალიფორნიელ ბიზნესმენზე ჯემი მაზურზე, რომელთანაც ერთი გოგო ჰყავს და მეორეზეა ორსულად. მირანდა კერი: მირანდა მეი კერი ავსტრალიელი სუპერმოდელია. მირანდამ ისევე, როგორც სხვა დანარჩენებმა მოდელობა 13 წლის ასაკში დაიწყო. 2006 წელს გააფორმა კონტრაქტი კოსმეტიკურ ფირმასთან, რის შემდეგაც მოწვევა მიიღო "ვიქტორია სექრეტში". მასზე ამბობენ, რომ დაიპყრო ამერიკა და რეკლამები, რომლებშიც ის იღებს მონაწილეობას საოცრებაა. 2007 წელს, მირანდამ განაცხადა, რომ დაიწყო წიგნის წერა სახელად: "დააფასე შენი თავი", რაც მისი აზრით დაეხმარება ქალებსა და უფრო მეტად მოზარდ გოგონებს პირადი პრობლემების გადაწყვეტაში. მოდელი დაქორწინებულია მსახიობ ორლანდო ბლუმზე. ჰყავთ ერთი ბიჭი, სახელად ფლინი. ქენდის სუენოპელი: "ვიქტორია სექრეტის" ეს ახალგაზრდა მოდელი, სულ რაღაც 23 წლისაა. დაიბადა მუი რივერში, კვა-ზული ნატალის პროვინციაში. მან მოდელობა 15 წლის ასაკში დაიწყო. 16 წლისას მისი ყოველდღიური შემოსავალი საშუალოდ 5 000 ევროს შეადგენდა. 2010 წელს ის გახდა "ვიქტორიას" ანგელოზი რამაც უფრო მეტი პოპულარობა მოუტანა და რაღათქმაუნდა შემოსავალიც უფრო გაუზარდა. ქენდისი ფლობს პორტუგალიურსა და აფრიკანულ ენებს. დოუცენ კრუზი: ეს მოდელი 27 წლისაა. დაიბადა 1985 წლის 23 იანვარს. წარმოშობით ჰოლანდიელი დოუცენი მშვენივრად მოერგო "ვიქტორია სექრეტის" მიერ განსაზღვრულ პარამეტრებს და ანგელოზის წოდება მიიღო. თუმცა, მანამდე მას უკვე ჰქონდა სხვადასხვა შემოთავაზებები, რომლის მეშვეობითაც ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა სიაში შევიდა. მისი პოპულარობა 2008 წლიდან მკვეთრად გაიზარდა, რაც მისი სამოდელო კარიერის დამსახურება იყო "ვიქტორია სექრეტში". 882 5-ს მოსწონს |