x
image
Guns N Roses
როდის დაიბადა იესო ქრისტე და ყავდა თუ არა მას და-ძმა? - სიმართლე იესოს შესახებ

image





ქრისტეს შობა აღინიშნება 25 დეკემბერს. ზოგი მართლმადიდებელი ეკლესია, მათ შორის ქართული, აღნიშნავს იულიუსის კალენდრით 25 დეკემბერს (რაცგრიგორიანული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა). შობის დღესასწაული მართლმადიდებლური სამყაროს უდიდესი და გამორჩეული მოვლენაა, საქართველო ტრადიციულად 7 იანვარს აღნიშნავს მაცხოვრის შობას, მაგრამ ყოველი დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად თავს იჩენს ასევე ტრადიციული კითხვები:
რას ნიშნავს „ძველი“ და „ახალი“ სტილი? რატომ ვდღესასწაულობთ მაცხოვრის შობას ჩვენ 7 იანვარს, დასავლურ-ქრისტიანული სამყარო კი - 25 დეკემბერს? ან რატომ ვდღესასწაულობთ ახალი წლის შემობრძანებას ორჯერ?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და მოსახლეობის გათვითცნობიერება ორიოდე სიტყვით ძალიან რთულია, ვინაიდან ეს საკითხი ოდითგანვე ღრმა ანალიზისა და კვლევის საგანს წარმოადგენდა. ჩვენთვის ამოსავალი წერტილი და ერთადერთი ჭეშმარიტება არის ის გზა, რომელიც ქართულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ გაიარა და რომლისგანაც საუკუნეების მანძილზე არც ერთი მისხალით არ გადაუხვევია. აქედან გამომდინარე, ყველა საეკლესიო თარიღი შესაბამისობაში მოდის იმ ძირითად მოთხოვნასთან, რაც საეკლესიო დღესასწაულის მოწესრიგებული წესით განლაგებასა და ჰარმონიულ თანწყობას გულისხმობს, ანუ რასაც იესო ქრისტე შეეხო, ყოველივე განწმინდა.

იესო დაიბადა 25 დეკემბერს? - სიცრუეა


ბიბლიაში არ არის მოხსენიებული იესოს დაბადების არც თვე და არც რიცხვი. მაშ, რატომ აღნიშნავენ მის დაბადებას 25 დეკემბერს? „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ ვკითხულობთ: „ქრისტიანებს სურდათ, ეს თარიღი წარმართულ რომაულ დღესასწაულს დამთხვეოდა, . . რომელიც ზამთრის ნაბუნიობას ეძღვნებოდა. ამ დროს დღე მატულობდა და მზეც ძალას იკრებდა“. ამავე ენციკლოპედიაში ნათქვამია: „შობის დღესასწაულთან დაკავშირებული ბევრი წეს-ჩვეულება წარმართული დღესასწაულებიდან იღებს სათავეს. ეს დღესასწაულები ეძღვნებოდა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დასრულებასა და ზამთრის ნაბუნიობას“.
მოსწონს იესოს, მის დაბადების დღეს 25 დეკემბერს რომ აღნიშნავენ? იესოს დაბადების თარიღი უცნობია. წმინდა წერილებში არსად არის მითითება, რომ ქრისტიანებს იესოს დაბადების დღე უნდა ეზეიმათ; არც პირველი ქრისტიანები აღნიშნავდნენ ამ დღეს. ბიბლიაში მოცემულია იესოს სიკვდილის ზუსტი თარიღი. სწორედ ამ დღის აღნიშვნისკენ მოუწოდა იესომ თავის მიმდევრებს (ლუკა 22:19).*აშკარაა, იესოს სურდა, რომ ხალხს დიდი აქცენტი მის დაბადებაზე კი არ გაეკეთებინა, არამედ სიკვდილზე — მან ხომ ჩვენთვის საკუთარი სიცოცხლე გაიღო (მათე 20:28).

მაგრამ როგორ და რატომ დადგინდა საბოლოოდ ქრისტეს შობა სწორედ დეკემბრის თვეში? ამასთან დაკავშირებით არსებობს ორი თეორია.


პირველი თეორია - პირველის მიხედვით ქრისტეს შობის თარიღი შეგნებულად დაამთხვიეს წარმართულ დღესასწაულს. რომაელები სატურნალიის დღესასწაულს აღნიშნავდნენ 17-დან 23 დეკემბრის შუალედში, რომელიც იყო რომაული ღვთაების - სატურნის საპატივცემულოდ მიძღვნილი ზეიმი. ამავე პერიოდში ჰქონდათ საკუთარი დღესასწაულები ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ბარბაროსებსაც. 274 წელს რომის იმპერატორმა ავრელიუსმა 25 დეკემბერს დაუმარცხებელი მზის (Sol Invictus) შობის დღესასწაული დააწესა. ვინაიდან სწორედ ამ დროიდან იწყებდა დღე მატებას, რომაელები თვლიდნენ, რომ მზე ამარცხებდა ზამთრის სიბნელეს, რომელსაც ზეიმით აღნიშნავდნენ.
ძველ ქრისტიანებს კი შეეძლოთ 25 დეკემბრის ამ ფესტივალისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება. ქრისტიანულ ჰიმნოგრაფიაში ქრისტე ხშირად იწოდება სიმართლის მზედ... ამრიგად, 25 დეკემბერს სიმართლის მზის დღესასწაული ნელ-ნელა ანაცვლებდა წამართულ დღესასწაულს.
როგორც ჩანს, ძველმა ქრისტიანებმა შეგნებულად აირჩიეს ეს თარიღი (25 დეკემბერი), რათა წარმართული დღესასწაული ქრისტიანულით ჩაენაცვლებინათ.


მეორე თეორია - მეორე თეორია შემდეგ ახსნას გვთავაზობს. ნისანის თვის 14 რიცხვი (ებრაული კალენდრით), რომელიც იოანეს სახარების მიხედვით იესოს ჯვარცმის დღეა, რომაული კალენდრით 25 მარტის ეკვივალენტია. ებრაელთა შორის გავრცელებული იყო შეხედულება, რომელიც შემდეგ ქრისტიანებმაც იმემკვიდრეს, რომ ღვთის რჩეული ადამიანების - ისრაელის წინასწარმეტყველების დაბადების (ან ჩასახვის) და გარდაცვალების დღე ერთიდაიგივე უნდა ყოფილიყო. ამგვარი სიმბოლური კავშირის შესახებ წარმოდგენა ცნობილი იყო ავგუსტინესთვისაც (იხ. ავგუსტინეს ტრაქტატი სამების შესახებ). ამიტომ მიიჩნეოდა, რომ სწორედ ანგელოზის მიერ მარიამის ხარების დღე ზუსტად 25 მარტი იყო. 25 მარტიდან 25 დეკემბრამდე კი 9 თვეა. მაგრამ აქ ჩნდება სრულიად ლეგიტიმური შეკითხვა: რატომ უნდა ემშობიარა მარიამს ზუსტად 9 თვეში და არა რამდენიმე დღით ან კვირით ადრე? ასე რომ, ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს პირობით თარიღთან - 25 დეკემბერი, რომელიც არ შეიძლება ჩაითვალოს ქრისტეს შობის რეალურ, კონკრეტულ დღედ. სხვა სიტყვებით, ამ თეორიის მიხედვითაც 25 დეკემბერს სავსებით კონვენციური ხასიათი აქვს.

-----------------------


ასევე არსებობს შეხედულება, რომ იესო დედისერთა იყო, რომელიც ასევე სიცრუეა.


სახარებებიდან აშკარად ჩანს, რომ იესოს და-ძმები ჰყავდა. როგორც ლუკას სახარებაშია ნათქვამი, იესო იყო მარიამის პირმშო, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მას მოგვიანებით სხვა შვილებიც გაუჩნდა (ლუკა 2:7).* მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ, რომ ნაზარეთში ზოგისთვის იესო ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანი იყო, როგორც მისი და-ძმები: „განა ეს ... იაკობის, იოსების, იუდასა და სიმონის ძმა არ არის, და მისი დები აქვე, ჩვენთან არ არიან?“ (მარკოზი 6:3; მათე 12:46; იოანე 7:5).
სახარებებში მოცემული ცნობების მიუხედავად, ბევრი თეოლოგი ისევ თავის აზრზე რჩება და თვლის, რომ იესო დედისერთა იყო. ზოგი ამტკიცებს, რომ იესოს და-ძმები სინამდვილეში მისი ბიძაშვილები* იყვნენ, ზოგი კი ამბობს, რომ ისინი მარიამის გერები იყვნენ. მაგრამ ერთ რამეზე დავფიქრდეთ: თუ იესო მარიამის ერთადერთი ვაჟი იყო, მაშინ რატომ იტყოდნენ ნაზარეთელები მასზე ზემოთ მოყვანილ სიტყვებს? მათგან ზოგმა საკუთარი თვალით იხილა, რომ მარიამი რამდენჯერმე იყო ფეხმძიმედ, ზოგი კი იმის მოწმე გახდა, რომ მარიამს ბევრი შვილი ჰყავდა და ერთ-ერთი იესო იყო.




12
3308
4-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:Guns N Roses
Guns N Roses
3308
  
2017, 19 თებერვალი, 10:37
იოსები ღვთის ნებას დამორჩილდა და ქალწული მარიამი მასზედ დაიწინდა, ე.ი. გადაეცა მას არა ქორწინებისათვის, არამედ მისი ქალწულების დასაცავად, რათა მარადიული საიდუმლო ხალხის თვალისაგან დაფარული ყოფილიყო. იოსებს ყავდა ცოლი(რომელიც გარდაიცვალა)
თავისი ცოლის სალომეას სიკვდილის შემდეგ, ქვრივად ცხოვრობდა და ექვსი მოზრდილი შვილი ჰყავდა, ოთხი ვაჟი: იაკობი, იოსია, სიმეონი და იუდა და ორი ქალიშვილი: მარიამი და სალომეა.პირდაპირი ძმები არ იყვნენ იესოსი,ანუ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელისგან არ იყვნენ
2017, 5 იანვარი, 8:10
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი Guns N Roses-ის კომენტარზე
2016, 11 იანვარი, 2:52
ხალხის აზრი მაგრად რომ არ მეკიდოს ამას არ დავწერდი და ჩემი მოფიქრებული აქ არაფერი არაა
2016, 11 იანვარი, 2:49
მაგ იუმორით შორს ვერ წახვალ
2016, 11 იანვარი, 0:46
სტატიის ავტორ კითხე ერთი შენს უხუცეს ხვიშტი მაშინაც მინუს 200 იყოთქო?
2016, 9 იანვარი, 20:41
ბიბლია ებრაელებისათვის იგივეა რაც ჩვენთვის ქართლის ცხოვრება. ეს წიგნი ებრაელების ისტორიაა, რომელიც სხვადასხვა წიგნის მიხედვითაა შეკინძული ერთ წიგნად. და ეს წიგნები მარტო ძველი და ახალი აღთქმა არ არის.
2016, 9 იანვარი, 20:32
მე ისეთი შთაბეჭდილება მჩება რო ეს სტატია დაიწერა რო გამოხმაურება მოყოლოდა....ესეთ უაზრო და არაფრის მომცემ სტატიებს ნუგა დადებთ თორე არამგონია მარტო ტკბილი სიტყვებით დაწერილი კომენტარები წავიკითხოხ ააქ...
2016, 9 იანვარი, 19:40
ხალხო იოსებს პირველი ქორწინებიდან ყავდა შვილები და სწორედ ისინი არიან ნახსენები.
2016, 9 იანვარი, 19:06
რომელი სახარების გააჩნია. ბიბლია ერთია, მაგრამ სხვადასხვა ორგანიზაციებმა, რელიგიურმა სექტებმა და ა.შ. თავისებურად თარგმნეს და დაბეჭდეს და მართLმადიდებლური ბიბლია რომ დადო და სხვა რომელიმე სექტის ე.წ. ბიბლია, არსებით სხვაობას შEამჩნევს ყველა და ეგ არის ჭეშმარიტებააა. ეს არის ბოდვა და მეტი არაფერი, სანამ ასეთ რამეს გაავრცელებ, სჯობს დაფიქრდე, საშინელ შეცდომაში შეგყავს მკითხველი, ღვთისმშობელი მიიცვალა ქალწულად და ეს უტყუარია, სხვა შვილი არ ჰყოლია და იაკობთან ცოლ-ქმრულად არასოდეს უცხოვრია.
2016, 9 იანვარი, 16:50
რა არის სახარების მიხედვით დასაბუთებული რო ღვთისმშობელი მარიამი მრავალჯერ იყო მეხმძიმეედ?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10