სისხლის სამართალი შოკისმომგვრელი ფაქტი,ექიმმა პაციენტი ცემით მოკლა(ვიდეო) 2016, 9 იანვარი, 12:50 ![]() საგამომძიებლო კომიტეტის თანამშრომლებმა აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ქალაქის № 2 საავადმყოფოს ექიმის მიმართ.მედიცინის მუშაკი ბრალდებულია პაციენტის ცემაში, რასაც მიღებული ტრავმების შედეგად მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა. ცნობილი გახდა ექიმის ვინაობაც.იგი გახლავთ მეორე კატეგორიის ქირურგი ილია ზელენდინოვი.როგორც ცნობილი გახდა ექიმი ადრეც იყო შემჩნეული პაციენტების მიმართ აგრესიულ დამოკიდებულებაში, იუწყება ТК "Звезда". "დამლაგებელმა ოპერატიულად მოასუფთავა მტკიცებულებები, რომ არა ვიდეოჩანაწერი, ვინ იცის პაციენტის გარდაცვალების რა ვერსიას მოიგონებდნენ"-აღნიშნულია განცხადებაში. ![]() თუმცა ოფიციალურ უწყებები და რეგიონალურ საინფორმაციო გამოცემები ჯერჯერობით სდუმან, არც ადასტურებენ და არც უარყოფენ მომხდარ ფაქტს. 903 10-ს მოსწონს
|