სხვა როგორ გამდიდრდა სამხრეთ კორეა 2016, 8 იანვარი, 13:34 ეს ქ. სეულის სანაპიროა, სამხრეთ კორეა, 1961 წელს. ხოლო ეს (ფოტოზე მარცხნივ) – გენერალი პაკ ჩონ ხი არის, რომელმაც სახელმწიფო იმ დროინდელი მონაცემებით – აბსოლუტურად ღარიბი ქვეყანა, მხოლოდ მოწყალებით ირჩენდა თავს. მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე, წელიწადში – 78–80 დოლარი იყო. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გენერალმა ქვეყნის ეკონომიკა სამხედრო-სამთავრობო რეგულირებაზე გადაიყვანა და სახელმწიფო კაპიტალიზმი აფსოლუტურ დონეზე აიყვანა. ყველა სფეროს სახელმწიფო კორპორაციები მართავდნენ: ტრანსპორტიდან დაწყებული, საბანკო სექტორით და სოფლის მეურნეობით დამთავრებული. კერძო ბიზნესი მსხვილ ოჯახურ კლანებს გადასცა სამართავად – ჩამოყალიბდა ე. წ. ჩებოლი (სამხ. კორ. საფინანსო-სამრეწველო ჯგუფი, რომელიც ქვეყანას ფორმალურად მართავდა, სინამდვილეში კონგლომერატის უკან გარკვეული ოჯახები იდგნენ). სწორედ ამ ოჯახების მფლობელობაში არსებული ფირმები აწარმოებენ ქვეყნის შიდა პროდუქციის 50–80 პროცენტს დღესაც, ყველაფერს: ხელსახოცებიდან დაწყებული - გემებით დამთავრებული. ამასთან, ჩებოლის წარმომადგენლებს არა აქვთ ქვეყნის პოლიტიკურ და სახელმწიფო მმართველობაში ჩარევის უფლება. ინვესტიციების მიზიდვის მიზნით, ადრეც და ახლაც, ნებისმიერი ინვესტიცია, დიდი და პატარაც, სახელმწიფო გადასახადებისგან თავისუფლდება რამოდენიმე წლით. ქვეყნის განვითარებისთვის, განათლებაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის გარდა, განსაკუთრებული აქცენტი, პატრიოტული სულისკვეთების ჩამოყალიბებაზე კეთდება. ამის შედეგი ის არის, რომ კორეელების უმრავლესობა, მხოლოდ ისეთ საქონელს ყიდულობს, რომელსაც აწერია: “დამზადებულია სამხ. კორეაში“. ეს ქ. სეულის იგივე სანაპიროა, დღეს. 1780 12-ს მოსწონს |
ეს აზრი ვერ გავიგე
მგზნებარე კომუნისტი, სასტიკი ანტიკომუნისტი,
ერთდროულად ორივე იყო? :)