სისხლის სამართალი ესპანეთის ქალაქ ტერასაში ქართველები დახოცეს 2016, 6 იანვარი, 22:47 შემთხვევა 4 იანვარს საღამოს 6 საათზე მოხდა ბარსელონასთან მდებარე პატარა ქალაქ ტერასაში.პოლიცია ეძებს მკვლელს.
ნაპოლსის ქუჩის 6 ნომერში, რომელიც ქალაქის ტერასას ჩრდილოეთით, წყნარ უბანში მდებარეობს საღამოს, დაახლოებით 18 საათზე ნაქირავებ ბინაში შევიდა პიროვნება, რომელმაც ახლო გასროლით მოკლა 2 ადამიანი.მათ გარდა ბინაში კიდევ 3 პიროვნება იმყოფებოდა, მათ აივნიდან გადახტომა და გაქცევა მოახერხეს.გარდაცვლილები საქართველოს მოქალაქეები არიან.გამოძიების ვარაუდით გაქცეული პირებიც საქართველოს მოქალაქეები არიან და მკვლელს იცნობდნენ. ბინა ერთ-ერთმა გარდაცვლილმა 5 წლის წინ იქირავა და იქ ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. გამოძიება გრძელდება, მთავარი ჰიპოთეზა: მკვლელობის მიზეზი ნარკოტიკებით ვაჭრობასთან და წილების გადანაწილებასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. 997 8-ს მოსწონს 3-ს არა
|