მხატვრობა 2015 წელს გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული ნახატები. 2016, 5 იანვარი, 1:23 მსოფლიოს უდიდესი აუქციონის სახლი ''სოდბის''
და ''კრისტის'' 2015 წლის ვაჭრობის შედეგებს მოგვიანებით შეაჯამებს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ მილიონებად გაყიდული ზოგიერთი მათგანი.
''შიშველი ქალი''-ამადეო მოდელიანი. გაიყიდა 170 405 000 დოლარად.ვაჭრობა გაგრძელდა მხოლოდ ცხრა წუთი.ეს ნამუშევარი შეხვდა ჩინელ კოლექციონერს. ![]() ''ალჟირელი ქალები''-პაბლო პიკასო. გასული წლის ყველაზე ძვირადღირებული ნახატი.მასში გადაიხადეს 179 365 000დოლარი.სხვათაშორის ეს ახალი მსოფლიო რეკორდია ღია აუქციონებზე. ![]() '' მიმანიშნებელი ადამიანი''-ალბერტო ჯაკომეტის.ეს ქანდაკება შეიქმნა 1942 წელს.ის აღიარეს მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ქანდაკებად. ![]() ''მედდა''-როი ლიხტენშტეინი. მისი ფასია 95 365 00 დოლარი. ![]() ''უსათაურო (ნიუ-იორკი)''-საი ტვომბლი. პოსტმოდერნიზმი.სურათი შესრულებულია ცარცით 1968 წელს.გაიყიდა 70 530 000 დოლარად. ![]() ''ნომერი 10''-მარკ როტკო. აბსტრაქციონისტის ეს ტილო გაიყიდა 82 925 000 დოლარად. ![]() ''კაბარეს მომღერალი''-პაბლო პიკასო. 67 450 000 დოლარი. ![]() ''ქალის ბიუსტი''-პაბლო პიკასო. მასში გადაიხადეს 67 365 000 დოლარი.საწყისი ფასი იყო 55 000 000 დოლარი. ![]() ''სოციალური ზედამხედველი ისვენებს''-ლუსიენ ფრეიდი. სიუ ტილის ამ ზერეალისტურ პორტრეტში მყიდველმა გადაიხადა 56 165 000 დოლარი.მის მეორე ნახატში 2008 წელს 33 000 000 დოლარი გადაიხადა რომან აბრამოვიჩმა. ![]() ''ალისკამპის ხეივანი''-ვინსენტ ვან გოგი. გაიყიდა 66 330 000 დოლარად. ![]() ეს შედევრები არცერთი არ მოხვდა მუზეუმში.ისინი კერძო კოლექციონერების საკუთრებად იქცა. 1138 9-ს მოსწონს
|