სხვა 18 წლის გათამამებული და მდიდარი გოგონა, რომელიც მამიკოს ფულებით ძალიან მაგრად ერთობა! 2016, 5 იანვარი, 10:29 როდესაც გაქვს ბევრი ფული, ესეიგი გაქვს ძალიან ბევრი სამომავლო გეგმაც... ასე ხდება
ხშირ შემთხვევაში, მაგრამ ზოგიერთს იმდენი ფული აქვს, რომ აღარ იცის
რაში დახარჯოს. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 18 წლის ლამაზმანს რომელიც
მამიკოს ფულებით საკმაოდ კარგ დროს ატარებს და ინსტაგრამსაც მდიდრული
ფოტოებით ამკობს. მას კლარისა ლეფრუ ჰქვია. ინსტაგრამზე მის მიერ გაზიარებულ ფოტოებს ძალიან ბევრი მიმდიევარი და მომწონებელი ჰყავს, მაგრამ ძალიან ბევრიც აკრიტიკებს მის სითამამეს. ძალიან ბევრი უხამს კომენტარებსაც აკეთებენ მის ფოტოებზე, ამის მიზეზი სავარაუდოდ გოგონას სიზარმაცეა. კლარისა არც ბეჯითი მოსწავლეა და არც რაიმე სამსახურითაა დაკავებული, ის უბრალოდ ბიზნესმენ მამიკოს ფულებს ხარჯავს... კლარისა ლაეფრუ დაიბადა ავსტარალიის კონტინენზე, ახალ კალედონიაში, რომელიც ერთ დროს საფრანგეთს ეკუთვნოდა, პაპამისი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იყო. როგორც ცნობილია, კლარისა ლეფრუს მამა ბიზნესმენია. ის არის ძალიან კეთილი და გულუხვი კაცი, განსაკუთრებით შვილისთვის. ის არაფერს იშურებს 18 წლის ქალიშვილის სიამოვნებისთვის. ყოველწლიურად ქალიშვილს ანგარიშზე მილიონობით დოლარს ურიცხავს, რაც გოგონას ერთი-ორმაგად უფრო ათამამებს. კლარისი Lagerfeld, Louboutin და Garavani-ის ცნობილ დიზაინერებს ყოველთვიურად ათასობით დოლარს უხდის უახლესი მოდის ტანსაცმელების შესაკერად. კლარისისთვის თითქმის სულ ზაფხულია. ის მოგზაურობს საკუთარი თვითმფრინავით და აქვს საკუთარი იახტები. ძალიან ბევრ ფულს ხარჯავს დასვენებაში და ასე რომ ვთქვათ დროსაც ფუჭად არ იყენებს... ბოლო დღეებში კრიტიკოსების საპასუხოდ კლარისმა ასეთი სტატუსი განათავსა საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე: "ვიცი რომ ძალიან აკრიტიკებენ ჩემს სითამამეს და ძალიან ბევრსაც შურს ჩემი... ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მინდა ყველას ვაცნობო, იმის შესახებ, რომ მალე მამიკოს ბიზნესს გადავიბარებ და სათავეში ჩავუდგები. ასევე მინდა საკუთარი მოდის ინდუსტრია გავაძლიერო, გეთანხმებით არ ვიცი რას ნიშნავს საკუთარი ფული, ამ წუთისთვისაც შეუძლებელია ჩემთვის ამის აღქმა, მაგრამ სულ ასე არ ვიქნები შურიანებო, უფრო შეგშურდებათ ერთ ორ წელიწადში"-დასძინა კლარისამ. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2077 12-ს მოსწონს
|