სხვა "პარლამენტი -10, ხოლო მარლბორო 8 ლარი გახდა" 2016, 4 იანვარი, 13:10 ახალი წლიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმი საგრძნობლად გაძვირდა. ფასმა იმატა ომეგა 2-ის მიერ შემოტანილ პროდუქციაზე. ომეგა-ს თანამშრომლების განმარტებით, მნიშვნელოვნადაა გაზრდილი -"პარლამენტ"-ის, "მარლბორო"-ს, ჩესტერფილდი-სა და "ელ ემ"-ის ღირებულება, თუმცა გაძვირების მიზეზს კომპანიაში ვერ ასახელებენ.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, "პარლამენტზე", "მარლბოროზე", "ჩესტერფილდსა" და "ელ ემ"-ზე აქციზის გადასახადის განაკვეთის ზრდას არანაირი პირდაპირი კავშირი არ აქვს. როგორც დედაქალაქის რამოდენიმე სიგარეტის სავაჭრო ჯიხურებში აცხადებენ, ფასები მნიშვნელოვნადაა მომატებული კომპანია ომეგა-ს სიგარეტებზე. 2016 წლის 1-იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთი გაიზარდა, კერძოდ, ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) - 0, 20 ლარის ოდენობით, ხოლო უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) - 0, 05 ლარის ოდენობით... მოგახსენებთ, რომ კომპანია- ომეგა არის დისტრიბუტორი იმ პროდუქტებისა, როგორიცაა "მალბორო", "ჩესტერფილდი", "პარლამენტი", "ბონდი" და "ელ-ემი". ეს სიგარეტები ეკუთვის ფილიპ მორისის ფირმას. უახლესი ინფორმაციის თანახმად, კომპანია “ბი და ჯი”-ც არ გამორიცხავს “გალუაზი”, “დავიდოვი” და “ემ ემ”-ის გაძვირებასაც. ამ ფირმის სიგარეტების გაძვირების მიზეზად ჯერ-ჯერობით დეფიციტი სახელდება. ზოგიერთი მათგანი მაგ. "კენტი", "ვინსტონი" და "სობრანიე" იგივე ვითარებაში არ აღმოჩნდა, რაც მწეველების მნიშვნელოვან რაოდენობას კმაყოფილად დატოვებს. მოწევა კლავს! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1045 10-ს მოსწონს
|