სხვა დალაი ლამა: "ჩვენი ცხოვრების მიზანია – ვიყოთ ბედნიერები." რა გზით უნდა მივაღწიოთ ამას 2016, 4 იანვარი, 9:43 თუ ამ უსარგებლო თვისებებისგან გათავისუფლდებით, თქვენს ცხოვრებაში ბედნიერება და კმაყოფილება დაისადგურებს. არა მხოლოდ წაიკითხეთ სტატია... სცადეთ კიდევაც!
2. შეწყვიტეთ ყველაფრის გაკონტროლება ნუ გააკონტროლებთ ყოველივე იმას, რაც თქვენს ირგვლივ ხდება: სიტუაციები, მოვლენები, ადამიანები და ა.შ. არა აქვს მნიშვნელობა ნათესავები იქნებიან, ახლობლები, კოლეგები თუ უბრალოდ ნაცნობები ქუჩაში – უბრალოდ მიეცით მათ იმის ნება ისეთები იყვნენ, როგორებიც არიან. გათავისუფლდით იმ საჭიროებისაგან, რომ გამუდმებით სხვას აბრალოთ – ესა თუ ის რაღაც გაქვთ თუ არ გაქვთ. შეწყვიტეთ ენერგიის უაზრო ხარჯვა და თავად აიღეთ კონტროლი საკუთარ თავსა და ცხოვრებაზე. ბევრი ადამიანი დიდ ზიანს აყენებს საკუთარ თავს მხოლოდ იმით, რომ ნეგატიურ აზრებს და ემოციებს უფლებას აძლევს, რომ მართონ მათი ცხოვრება. ნუ ენდობით ყველაფერს, რასაც თქვენი ლოგიკის უნარი გკარნახობთ. თქვენ შეგწევთ უნარი, რომ დადგეთ ამ ყველაფერზე მაღლა და პოზიტიურად განეწყოთ ცხოვრებისადმი. გამუდმებით ნუ წუწუნებთ იმ სიტუაციაზე, მდგომარეობაზე, ადამიანებზე, რომლებიც უბედურს გხდიან. არანაირ სიტუაციას არ შეუძლია თქვენი განაწყენება და ვერავინ გაგამწარებთ და გაგაუბედურებთ, თუ სწრაფად გადაშლით თქვენი ცხოვრების ამ ფურცელს და მოვლენებს პოზიტიური კუთხით შეხედავთ. შეწყვიტეთ იმ ადამიანთა გაკრიტიკება, რომლებიც თქვენგან განსხვავდებიან და ასევე იმ სიტუაციებისა, რომელმაც არ გაამართლა თქვენი მოლოდინი. ყველა ადამიანი განსხვავებულია. 7. ნუ ცდილობთ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენას თავს ნუ მოაჩვენებთ ყველას იმად, ვინც სინამდვილეში არ ხართ. მოიხსენით ნიღაბი, მიიღეთ და შეიყვარეთ თქვენი ნამდვილი მე. 8. წინააღმდეგობა არ გაუწიოთ ცვლილებებს ცვლილებები – ეს ნორმალურია, აუცილებელიცაა, იმისათვის რომ ვიმოძრაოთ A პუნქტიდან B პუნქტამდე. ცვლილებები გვეხმარება როგორც ჩვენი, ისე ირგვლივმყოფ ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებაში. 9. შეწყვიტეთ იარლიყების მიწებება შეწყვიტეთ იარლიყების მიწებება იმ ადამიანებზე და მოვლენებზე, რომელთა შესახებაც არ ხართ საკმარისად ინფორმირებული ან არ გესმით. თანდათან შეიცანით ახალი და შეუცნობელი. აცნობიერებთ, რომ ეს რთულია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც წარსული უფრო მოგწონთ, ვიდრე აწმყო, მომავალი კი – ცოტა გაშინებთ. თუმცა, აუცილებელია მხედველობაში მიიღოთ ის ფაქტი, რომ აწმყო ერთადერთია, რაც ამჟამად გაგაჩნიათ. შიში – ეს მხოლოდ ილუზიაა, ის არ არსებობს, თქვენ შექმნილია; ეს ყოველივე თქვენს გონებაშია. შეცვალეთ თქვენი შინაგანი დამოკიდებულება და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
13. ნუ ცხოვრობთ სხვისი მითითებებით და სურვილებით ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს იმ ცხოვრებით, რომელიც მათ არ ეკუთვნით. ისინი აკეთებენ იმას, რასაც სხვები თვლიან რომ საუკეთესოა მათთვის, რასაც მათგან მშობლები, მეგობრები, მასწავლებლები და საზოგადოება მოითხოვს. ეს ადამიანები იგნორირებას უწევენ შინაგან ხმას, საკუთარ მოწოდებას. ისინი იმდენად არიან დაკავებულები სხვათა სურვილების რეალიზებით, რომ საკუთარ ცხოვრებაზე სრულიად კარგავენ კონტროლს. მათ ავიწყდებათ ის, თუ რას მოაქვს მათთვის ბედნიერება, რა უნდათ სინამდვილეში. 893 10-ს მოსწონს
|