შოუბიზნესი "ამის გამოტოვება მაგრად გამიტყდებოდა, ყველაზე მაგარი ახალი წლის დილა მქონდა"-ნანკა კალატოზიშვილი 2016, 2 იანვარი, 14:21
ნანკა კალატოზიშვილის მეორე ნახევარი კალათბურთელი ირაკლი კედია გახლდათ. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლდათ. "ჩვენ ვართ ოჯახი და ჯვრისწერა და ხელმოწერა ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ გვაქვს ერთი ლამაზი ოჯახი და ამის დასაბუთება არ მჭირდება. არ მაინტერესებს, ბეჭედს დამირტყამენ თუ არა! თუ ეს რამეში დაგვჭირდა, რატომაც არა, გავაკეთებთ"-გვიამბობდა ნანკა. მსახიობის მტკიცებით იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც საყვარელი მამაკაცისგან გყავს შვილი. ნანკას ძალიან მოსწონს დედობა: "დანიელს გაღვიძების პროცესი აქვს იმდენად მაგარი, ამის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება. იზმორება, დაბნეულია და მერე გიცინის. ნახევრად მე მგავს, ნახვრად-კედოს". რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი დღემდე უცნობია. 1202 4-ს მოსწონს
|