x
image
K.P.
"ამის გამოტოვება მაგრად გამიტყდებოდა, ყველაზე მაგარი ახალი წლის დილა მქონდა"-ნანკა კალატოზიშვილი

image
ნანკა კალატოზიშვილი უკვე ორიოდე წელია რაც დედაა, რამაც მისი ცხოვრება შეცვალა. ვაჟის, დანის წყალობით წელს მსახიობისთვის საუკეთესო ახალი წელი იყო. "ყველაზე ძალიან მიყვარს ახალი წელი და წელს განსსაკუთრებულად ველოდებოდი. წელს დანის პირველი გაცნობიერებული ახალი წელი ჰქონდა. ნაძვის ხე ისე უხაროდა და იძინებდა, დილას სანტას საჩუქრების მოლოდინში. ძალიან ასწორებს მეგობრებთან ერთად გართობა, მაგრამ სხვა დროს ალბათ დილის 9 საათზე არ დავბრუნდებოდი სახლში ასეთი გართობიდან. ახლა გათენება მიხაროდა, ისე მინდოდა მალე მენახა დანის სახე ახალი გაღვიძებული საჩუქრებს რომ ეძებს. პირველი ყველაფერი ისეთი საინტერესოა, რომ ამის გამოტოვება მაგრად გამიტყდებოდა ზუსტად ვიცოდი. აუ, ვერც ავხსნი ეს რა მაგარი შეგრძნებაა და ყველაზე მაგარი ახალი წლის დილა მქონდა…"-წერს ნანკა სოციალურ ქსელში.image

ნანკა კალატოზიშვილის მეორე ნახევარი კალათბურთელი ირაკლი კედია გახლდათ. წყვილი ოფიციალურად დაქორწინებული არ გახლდათ. "ჩვენ ვართ ოჯახი და ჯვრისწერა და ხელმოწერა ჩვენი მიზანი არ არის. ჩვენ გვაქვს ერთი ლამაზი ოჯახი და ამის დასაბუთება არ მჭირდება. არ მაინტერესებს, ბეჭედს დამირტყამენ თუ არა! თუ ეს რამეში დაგვჭირდა, რატომაც არა, გავაკეთებთ"-გვიამბობდა ნანკა. მსახიობის მტკიცებით იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, როდესაც საყვარელი მამაკაცისგან გყავს შვილი. ნანკას ძალიან მოსწონს დედობა: "დანიელს გაღვიძების პროცესი აქვს იმდენად მაგარი, ამის გამოტოვება არაფრით არ შეიძლება. იზმორება, დაბნეულია და მერე გიცინის. ნახევრად მე მგავს, ნახვრად-კედოს". რა გახდა წყვილის დაშორების მიზეზი დღემდე უცნობია. image

0
1202
4-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0