სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მართვის მოწმობა 15 ლარად აიღონ. კანონით კი დღესდღეობით პროცედურა რიგით მოქალაქეს – 55 ლარი უჯდება, კერძოდ, გამოცდაზე დაშვება – 40 ლარი ღირს, ხოლო მართვის მოწმობის მიღება 15 ლარი. ახალი კანონით სტუდენტებისთვის გამოცდაზე პირველადი დაშვებისთვის მომსახურების საფასური 15 ლარით განისაზღვრება. თეორიული ნაწილის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, სტუდენტი ყველა დანარჩენი გადასახადისგანაც თავისუფლდება.