ტექნოლოგიური სიახლეები ახალი, უკორპუსო ეკრანიანი iPhone 2016 წელს გაყიდვაში იქნება 2015, 30 დეკემბერი, 11:46 როგორც ცნობილია, iPhone თავის ახალი მოდელის პრეზენტაციას
2016 წლის სექტემბრის თვეში აპირებს. iPhone-ის მოყვარულები მოუთმენლად
ელოდებიან პრეზენტაციის თარიღს და ახალი iPhone-ის ვიზუალს. ამ სტატიაში
გაგაცნობთ მომავალ iPhone-7 ის ვიზუალურ და სისტემურ ცვლილებას.
Apple-ის განცხადებით iPhone-7 შეიცვლება როგორც სისტემურად, ასევე ვიზუალურადაც. აღმასრულებელი დირექტორის ვარაუდით ეს იქნება უკორპუსო ეკრანი. ამერიკული ტექნოლოგიების უმსხვილესი კომპანიის Apple-ის განცხადების თანახმად, შესაძლოა home button-იც გაუქმდეს. iPhone-7 -ის RAM-ი 3GB-მდე გაიზრდება და დანარჩენ iPhone-თან შედარებით ბევრად უფრო ძლიერი პროცესორი ექნება. TrendForce-ს კვლევითი ფირმის ანგარიშების თანახმად ახალ iPhone-ს 3GB RAM-თან ერთად წყალგაუმტარობაც დაემატება. ეს უკანასკნელი iPhone-მა sony xperia-ს მოდელისგან გადაიღო. მოგახსენებთ, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ფუნქციები სონის უკვე აქვს და ტექნოლოგიურ ბაზარშიც საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწია. გაყიდვადობით სონი 2015 წლის მონაცემებით ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. 3GB RAM მომხმარებელს ძალიან მოსწონს, ასეთი პროცესორებით თამაშის შესაძლებლობა უფრო მარტივდება და გრაფიკაც ბევრად უფრო გაუმჯობესებულია. Apple-ი ახალ მოდელზე მხოლოდ წყალგამძლეობას არ გეგმავს, მათი სურვილია ახალი iPhone-7 მთლიანად წყალგაუმტარი იყოს. ამას როგორ მოახერხებენ ჯერჯერობით უცნობია. ვნახოთ კიდევ რა იგეგმება ახალ iPhone-7-ზე Apple A10 ჩიპსეტზე Apple ყოველწლიურად აძლიერებს თავის მობილურ ტექნოლოგიებს, ამჯერად იგეგმება ახალ აიფონში Apple A10 ჩიპსეტის დაყენება, რომელიც iPhone-ის მოყვარულებს საკმაოდ გააბედნიერებს.... სწრაფი 3D storage ჭორების თანახმად iPhone 7 და 7 Plus-ის მეხსიერებაზე SanDisk ან Toshiba იქნება პასუხისმგებელი, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მომავალი iPhone-ის სიძლიერეს. ულტრა-თხელი სხეული ჭორების თანახმად უახლესი აიფონი იქნება ყველაზე თხელი. დღესდღეობის აიფონის მოდელებიდან iPhone 6-ყველაზე თხელია, მაგრამ როგორც ჩანს iPhone 7 6.0-6.5 მმ სიგანის იქნება. დაველოდოთ და ერთად ვნახოთ თუ როგორი იქნება apple iphone 7 სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 350 9-ს მოსწონს
|