ქალი და მამაკაცი ქალების ყოველდღიური პრობლემები იუმორისტული ხედვით – ამოიცანით საკუთარი თავი და იხალისეთ 2015, 30 დეკემბერი, 15:18 ქალებს ცხოვრება ზოგჯერ რთულად ეჩვენებათ, როდესაც, მაგალითად, Youtube-ზე მაკიაჟის ვიდეო გაკვეთილის ყურების შემდეგ აღმოაჩენენ, რომ ამ ყველაფრის საკუთარ თავზე გამოცდის მერე ენოტს უფრო ჩამოემსგავსნენ, ვიდრე გალამაზდნენ. ან დილით გამოღვიძებისას ჩუბაკასავით (პერსონაჟი "ვარსკვლავური ომები"-დან) გამოიყურებიან. ამის მსგავს პატარ-პატარა პრობლემებზე, რომელიც ქალებს თავს თითქმის ყოველდღიურად ხდებათ, შეგვიძლია კარგად ვიხალისოთ რუმინელ მხატვარ კასანდრა კალინთან ერთად. მისი სახალისო ილუსტრაციები იმ სირთულეებზე, რომელსაც ქალები აწყდებიან, პირდაპირ რეალობას ასახავს.
21 წლის გრაფიკოს-დიზაინერი და კომიქსების მხატვარი, რომელიც ამჟამად მონრეალში ცხოვრობს, ქალთა თემებზე ილუსტრაციებს აკეთებს: "ცხოვრებისეული გამოცდილება შთამაგონებს შევქმნა მსგავსი ტიპის კომიქსები. ვხალისობ როდესაც საკუთარ მოუქნელობაზე და ისეთ სულელურ უბედობაზე ვსაუბრობ, როგორიცაა ხუჭუჭა თმით დაბადება. 1. ვიწყებთ ლაინერით თვალის შეღებვას იმ იმედით, რომ ბუნებრივი გამოგვივა. მაგრამ ტფუ! მრუდი ხაზი! ახლა ვიწყებთ გასწორებას... სულ ცოტა... კიდევ ცოტა.. შედეგი – ჩაშავებული თვალები.
2. ვიღაცას სთხოვ ფოტო გადაგიღოს – 1. როგორი გინდა გამოვიდეს 2. სინამდვილეში როგორი გამოდის 3. ფრჩხილზე ლაქის წასმის და გაშრობის "ურთულესი" პროცესი
5. მაკიაჟის გაკეთებას სწავლობ ვიდეო გაკვეთილიდან. აუცილებლად უნდა სცადო! შედეგი – ენოტივით "ზღაპრულად" გამოიყურები 6. ცუდ განწყობაზე ხარ, საკუთარ თავთან განმარტოება გსურს, თუმცა, ირგვლივმყოფები ამას თავისებურად აღიქვამენ და მოსვენებას არ გაძლევენ. შედეგი – წონასწორობის დაკარგვა 7. დიდი ხანია პაემანზე არ ყოფილხარ – ეპილაცია ვიღას ახსოვს 8. სელფი დაბერილი ტუჩებით – რაღაც კარგი არ გამოდის, უკმაყოფილებას ვერ მალავ 9. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ერთი ოთახი შენს ტანსაცმელს უკავია, მაინც სახეზე სასოწარკვეთილი გამომეტყველებით ბოლო ხმაზე კივი: " არაფერი მაქვს ჩასაცმელი!" 10.11. კონსულტანტი: "მშვენიერი საჩუქარია ბავშვისთვის!" მომხმარებელი: "რა ბავშვი, ჩემთვის მინდა..." 12. რა ხდება როდესაც საცურაო კოსტიუმს იზომავ 13. შინაგანი ბრძოლა – რომელი სძლევს? 14. ინტერნეტთან წვდომა არ არის – "ახლა რაღა მოვუხერხო ჩემს ცხოვრებას?"15. ბრენდული შავი ელეგანტური სვიტერი – ფასი მისაღები, ზომა კი – შენი არ არის. არა და სხვა ფერი არ გინდა, მით უმეტეს თუ თბილისში ცხოვრობ. შედეგი – ხასიათი რამდენიმე დღის მანძილზე გიფუჭდება 16. სარკესთან გადაღებული სელფი – როგორი გსურს რომ იყოს და სინამდვილეში როგორი გამოდის 17. რომანტიული განწყობა ქალის თვალით 18.19. ერთი სული გაქვს თვალისმომჭრელ რუჯს როდის მიიღებ, ლამის პლიაჟზე დასახლდი. შედეგი – სათქმელადაც საშიშია ... 20. თვეების მანძილზე დიეტებით დაიტანჯე თავი და როგორც იქნა საოცნებო შავი კაბა მოირგე. ახლა შეგიძლია ცხოვრებით ბოლომდე დატკბე! 21. ულამაზესი კულულები – ზოგიერთებს სურვილი უჩნდება თმა მოგქაჩოს – ეს ნამდვილად მომაბეზრებელია! 22. ჩექმა, ჩექმა და ისევ ჩექმა... 6 წყვილი მაინც გაქვს, თუმცა, ფეხსაცმლის მაღაზიას გულგრილად მაინც ვერ ჩაუვლი– გესმის ვიტრინიდან როგორ გეძახიან: "წამიყვანე, შენთან მინდა, აქ არ დამტოვო..." 23. ხვეულ თმაზე ოცნებობ? სულ ტყუილად...24. ერთ დღეს გახსენდება, რომ თურმე ვარჯიშიც აუცილებელი ყოფილა. შედეგი –ან საერთოდ ვეღარ ინძრევი ან ძლივს მოძრაობ 733 10-ს მოსწონს
|